სილამაზე

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი

როდესაც საქმე საზაფხულო არომატის შერჩევას ეხება, ქალები ყოველთვის დილემის წინაშე ვდგავართ: ცხელ სეზონზე ნებისმიერი სუნი გამძაფრებულად აღიქმება და სუნამოს უამრავი ფლაკონი, რომლებსაც შემოდგომა-ზამთარში აქტიურად მოვიხმარდით, კარადის ბნელ კუთხეში ინაცვლებს.

სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა „ისი-პარის“ ხშირი პრეს-ლანჩებიც — პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ცდილობს, მომხმარებლებს მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს. ამჯერად ხატია შამუგიამ ქართულ პრესას Missoni-ს საქართველოში შემოსვლა შეატყობინა.

მაისის თვიდან „ისი-პარი“ ქართულ ბაზარს Missoni-ს 2 სახის არომატს სთავაზობს: პარფიუმის წყალი ხილის ტკბილი სუნით გამოირჩევა, ტუალეტის წყალში კი მწარე ციტრუსების ნოტები ჭარბობს. მთლიანობაში ორივე სუნამო „იღბლიანი ზიგზაგის“ — Missoni-ს ხელწერას ატარებს: ისეთივე მკვეთრია, როგორც ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერები — აფრიკული მხატვრობით შთაგონებული ვენეციური ესთეტიკა.

BO-1 Multipic:

Missoni-ს სუნამოებიც სწორედ იმ ქალს უხდება, რომელსაც ფერადოვანი, გამორჩეული სამოსის ჩაცმა უყვარს: შეგახსენებთ, რომ ამ მოდის სახლის ერთ-ერთი პირველი უდიდესი თაყვანისმცემელი ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი — დიანა ვრილანდი იყო. სწორედ მისი გამოხმაურების დამსახურებით გაიხსნა 70-იანებში იტალიური ბრენდის ბუტიკი Bloomingdales-ის სავაჭრო ცენტრში.

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი

Missoni-ს სუნამოს ახალგაზრდული, ოპტიმისტური არომატი ძალიან ახალგაზრდა პარფიუმერს — კვენტინ ბიშს ეკუთვნის, რომელიც Missoni-ს მოდის სახლამდე ძალიან საინტერესო ისტორიით მივიდა: სტრასბურგში გატარებულ ბავშვობის წლებში მისი შთაგონება მშობლების სუნამოები და სკოლის პედაგოგის ამოუცნობი სუნამოს სუნი იყო. როდესაც პედაგოგს სთხოვა, გაემხილა რა ესხა, მან უპასუხოდ დატოვა. გავიდა წლები და ერთ დღეს პარფიუმერიის მაღაზიაში პედაგოგის სურნელი ამოიცნო: Yves Saint Laurent-ის Opium-ი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ პარფიუმერობა სურდა, თუმცა ერთი პრობლემა იყო: ვერსალის პარფიუმერიის აკადემიაში ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ბარდება, კვენტინი კი ტექნიკურ საგნებს ვერ იტანდა.

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი

ბევრი ფიქრის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნეობის პროფესია არჩია, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც შვეიცარიაში ჟივოდას პარფიუმერულ სკოლაში ჩაბარებაზე ოცნებობდა. ერთხელ ძალიან ცნობილ პარფიუმერ ჟან გიშართან ინტერვიუზე გაუშვეს. გიშარი ახალგაზრდა ხელოვანის მიმართ სიმპატიით განეწყო და ინტერვიუს არაფორმალური საუბარიც მოჰყვა. კვენტინმა თავისი სურვილი გაუმხილა და შეიტყო, რომ იმ წელს ჟივოდას სკოლაში მიღება არ იყო, თუმცა გიშარი მიშელ ალმარაკთამ შუამდგომლობას დაჰპირდა. მართლაც, ალმარაკმა ბიში გრასში მიიწვია ასისტენტად და სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი: 1 წლის შემდეგ ჟივოდას სკოლაში ჩაირიცხა და ოცნებებიც ახდა.

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი

Missoni-ს სურნელს იტალიური ციტრუსების ტრიოს ნოტები ქმნიან: ბერგამოტი, ლიმონი და ციტრონი; ამიტომაც ძირითადი აკორდები ციტრუსოვანია. არომატი ასევე ყვავილოვან, მოტკბო ნოტებს შეიცავს, იკითხება ბალზამის აკორდებიც.

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი

TREND-ი გირჩევს, Missoni-ს ტუალეტის წყალი დღის განმავლობაში მოიხმარო, სუნამოს წყალი კი — საღამოობით, კოქტეილის ფერადოვან კაბასთან შეხამებით. ორივე შემთხვევაში გახსოვდეს: სუნამო ზომიერად მიიპკურე, რადგან ცხელ სეზონზე ქიმიური რექაციები აჩქარებულია და სუნამოს მოლეკულები ჰაერში მარტივად ვრცელდება. შეგიძლია, Missoni-ს ულამაზესი ფლაკონი ჩანთაში იქონიო და თუ ქუჩაში ყოფნა დიდხანს გიწევს, შიგადაშიგ ცოტ-ცოტა მიისხა ხოლმე.

ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი
ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი
ხილის, მაკარუნების და ტკბილი კოქტეილის სუნი
BO-9 Multipic: