LIFE

7 შთამაგონებელი ფილმი, რომელიც ყველა მარტოხელა ქალმა უნდა ნახოს

7 შთამაგონებელი ფილმი, რომელიც ყველა მარტოხელა ქალმა უნდა ნახოს

გარშემო უამრავი ბედნიერი წყვილია და ამიტომ, ზოგჯერ უჭირთ ქალებს აღქმა იმისა, თუ რა კარგია მარტო ცხოვრება.

მარტოხელობა - ეს ხომ მეტ დროს, თავისუფლებას და საკუთარ თავზე კონცენტრირების შესაძლებლობას გაძლევთ.

თუ განეკუთვნებით ქალების იმ კატეგორის, რომლებიც წუწუნებენ თავიანთი მარტოხელობის გამო, გთავაზობთ შთამაგონებელი ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ თქვენი ახლანდელი სტატუსი გაცილებით უფრო საინტერესო ცხოვრებას გთავაზობთ. 

1. „გაუჩინარებული ქალი“ (Gone Girl) – ფილმის სიუჟეტი ნიკ დანის გარშემო ვითარდება, რომლის როლსაც ბენ აფლეკი ასრულებს. ის მთავარი ეჭვმიტანილია მისი ცოლის გაუჩინარების საქმეში. ამ ფილმის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ურთიერთობა არის უკანასკნელი რამ რისი მიღებაც ცხოვრებისგან გსურთ.

2. „ჯონ ტაკერი უნდა მოკვდეს“ (John Tucker Must Die) - ფილმი კლასიკური ნიმუშია მექალთანე ბიჭისა და მისი გოგონებთან ურთიერთობის. ის ყველა მარტოხელა ქალმა უნდა ნახოს. ფილმის გმირი ჯონ ტაკერი სამ სხვადასხვა გოგონას ხვდება, გოგონები კი მასზე ერთობლივ შურისძიებას გადაწყვეტენ. ისინი ქმნიან განსაკუთრებულ კავშირს და ანადგურებენ ჯონის რეპუტაციას.

3. მოზარდი (BoyHood) – ეს არის საოცრად რეალისტური ფილმი. მასში აღწერილია ცხოვრებისეული სიხარული და უსიამოვნებები. რეჟისორი კი ამას ბიჭის, მეისონის საშუალებით გვიჩვენებს. ფილმში ნაჩვენებია მეისონის ცხოვრება 7 წლის ასაკიდან 18 წლამდე და ნაჩვენებია ის ტრანსფორმაცია, რაც მან ამ პერიოდში განიცადა. აღწერილია მისი სასიყვარულო ურთიერთობებიც, რომელიც რეალურად დიდ გავლენას ახდენს მაყურებლის ცხოვრებაზე.

4. „სამერის 500 დღე“ (500 Days Of Summer) - ფილმის გმირი ტომი, უიმედოდაა შეყვარებული სამერზე, ქალზე, რომელსაც სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობების არ სჯერა. ტომი თვლის, რომ მან ნამდვილად იპოვა თავისი სულის მეგობარი, თუმცა სამერს ასე არ მიაჩნია და თვლის, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ზღაპრებშია, რეალურ ცხოვრებაში კი ის არ არსებობს.

5. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (Eternal Sunshine of the Spotless Mind) – ფილმი მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე. მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ყველაფერი მაშინ მთავრდება, როცა ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტს გონებიდან წაშალოს ყველაფერი, რაც კი აქამდე მის ცხოვრებაში მომხდარა, მათ შორის საყვარელი ადამიანიც. ფილმის საშუალებით შეიგრძნობთ, თუ რამხელა ტკივილი შეიძლება მოჰყვეს საყვარელი ადამიანის დაკარგვას და რამდენად რთული ასპექტები ახლავს თან სასიყვარულო ურთიერთობას.

6. „ცისფერი ვალენტინი“ (Blue Valentine) - ფილმი სინდისა და დევიდის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. გადის წლები, სინდი იზრდება და წარმატებულ ქალად ჩამოყალიბდბება, მის წინ უამრავი შესაძლებლობა იშლება, მაგრამ დევიდი ისევ იქ არის საიდანაც დაიწყო, მისთვის არაფერი იცვლება და ურთერთობა რთულდება.

7. „სხვა ქალი“ (The Other Women) - კიდევ ერთი ფილმი მექალთანე მამაკაცსა და ქალურ შურისძიებაზე. ეს არის უფრო თანამედროვე ვერსია ფილმის „ჯონ ტაკერი უნდა მოკვდეს“. მამაკაცის ცოლი და მისი საყვარლები მექალთანე მამაკაცზე შურისძიებას გადაწყვეტენ. ფილმი დაგარწმუნებთ, რომ ასეთ მამაკაცთან ცხოვრებაზე გაცილებით უკეთესია მარტოხელობით დატკბეთ.