სილამაზე

KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან

KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან

Kenzo-ს კრეატიულმა დირექტორებმა — კეროლ ლიმმა და უმბერტო ლეონმა სადებიუტო სუნამოსთვის გრანდიოზული კონცეფციის შემუშავება გადაწყვიტეს: ახალ სუნამოს წყალ Kenzo World-ზე არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს წამყვანმა პარფიუმერმა და ნიშ-სუნამოების ბრენდ Maison Francis Kurkdjian-ის დამფუძნებელმა — ფრანსის კურკჯიანმა იმუშავა; ფლაკონის დიზაინი კი „მესამე თვალის“ იდეითაა შთაგონებული — როგორც ლიმმა და ლეონმა განმარტეს, სწორედ მომაჯადოებელი სურნელია ქალის უხილავი ძალა, იგივე მესამე თვალი.

KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან

სუნამოს პრეზენტაცია პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე-ვუმ“ ორიგინალური ფორმატით გამართა: სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო დარბაზში Kenzo World-ის რეკლამა გააცოცხლეს — ქორეოგრაფმა ვიდეორგოლში მსახიობ მარგარეტ ქუალის მიერ შესრულებული ცეკვა წარმოადგინა. 

KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან

Kenzo World-ის არომატი გარკვეულწილად Kenzo-ს ხელწერას ატარებს - მწარე ნოტები მასშიც იკითხება, თუმცა ეს სულ სხვა Kenzo-ა — კურკჯიანის სტილში, ღრმა, აღმოსავლური მოტივებით. სურნელის წამყვანი ნოტი ამბროქსანია: როგორც კრეატიულმა დირექტორებმა განმარტეს, მას სურნელის შექმნაში დაახლოებით ლეონარდო და ვინჩის ნათელი გრადაციის ტექნიკის ფუნქცია ენიჭება, ტილოებზე ნისლის და უხილავი კონტურის ილუზიას რომ ქმნის. მისტიკური, შემოქმედებითი სურნელის მისაღებად კურკჯიანმა ამბროქსანს ჟასმინის და პიონის ნოტებიც დაუმატა.

KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან

რაც შეეხება სუნამოს რეკლამას, ეს მისია ოსკარის პრემიის ლაურეატს, ამერიკელ რეჟისორ სპაიკ ჯონსს მიანდეს. თუმცა ვიდეოს წარმოუდგენელი პოპულარულობის მიზეზი სავარაუდოდ მაინც უმშვენიერესი მსახიობი ქალბატონი, სერიალ The Leftovers-ის გმირი მარგარეტ ქუალი გახდა, რომელიც ცნობისათვის ჰოლივუდის ვარსკვლავის — ენდი მაკდაუელის ქალიშვილია. 

KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან
KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან
KENZO-ს ახალი სუნამოს წყალი მსოფლიოს ტოპ-პარფიუმერისგან