სტილი

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

გასაგებია, რომ მოდის ყველა ტენდენციას ვერ მიყვები, მაგრამ ნებისმიერი ქალი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, თვალს ადევნებს სიახლეებს და აქტუალურ ტრენდებს, რათა „იყოს მოდური“ და მარტივად შექმნას ყოველდღიური ცხოვრების, უიქენდებისა და სადღესასწაულო მომგებიანი სილუეტები.

რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაუშვათ შეცდომები და არ გამოიყურებოდეთ მოდას ჩამორჩენილი „თეთრი ყვავივით“? გთავაზობთ ამ სეზონის ანტი-ტრენდებს, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ.

1. ჟოკეის ჩექმები

ჟოკეის ჩექმები ლეგინსებთან, თბილ გეტრებთან და გრძელ სვიტრთან შეხამებაში. ასეთი კომბინაცია მომგებიანი იყო დაახლოებით 4-5 წლის წინ. მაგრამ 2017 წლის შემოდგომაზე თქვენს გარდერობში უბრალოდ არ უნდა იყოს მსგავსი შეხამება!

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

რით შევანაცვლოთ: ბოტფორტები და გრძელი სვიტრი, პერანგი, მაისური, casual-ის სტილის თავისუფალი ჭრის მოკლე კაბა.

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

2. ფეხსაცმელი ზედმეტად მაღალ პლატფორმებზე

პირველ რიგში, ეს ოდესღაც აქტუალური ტრენდი ისედაც საეჭვოდ გამოიყურება არაესთეტიკური შეხედულების გამო. მეორეც, ის უბრალოდ ძალიან მოუხერხებელია, შესაბამისად სიარულში ყოველთვის გამხელთ, როგორ იტანჯებით, როცა გადაადგილდებით ასეთ მასიურ ტანკეტკაზე.

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

რით შევანაცვლოთ: ფეხსაცმლით მცირე ტანკეტკაზე და მოხერხებული კალაპოტით.

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

3. ბოლერო

ამ ნივთს შეუძლია უბრალოდ დაამახინჯოს ფიგურის პროპორციები. ბოლერო უკვე დიდი ხანია გამოვიდა მოდიდან, მაგრამ ბევრს რატომღაც მაინც აცვია.

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

რით შევანაცვლოთ: გრძელი ჟაკეტებით, ჟილეტებით და კარდიგანებით (რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან აქტუალურია წელს).

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

4. ნაქსოვი ქუდისა და შარფის კომპლექტები

ქუდის, შარფისა და ხელთათმანების მზა კომპლექტები, რომლებიც ზოგჯერ მორთულია ნაქარგებით, სტრაზებით, - გამოიყურება უაზროდ და ბავშვურად. ეს უბრალოდ ანტი-ტრენდი კი არა, ეს უგემოვნობის მაჩვენებელია.

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

რით შევანაცვლოთ: შეარჩიეთ ქუდი და შარფი, რომლებიც ერთ ფერში იქნება, მაგრამ სხვადასხვა ტონალობის. ან სრულიად ერთი ფერის, მაგრამ სხვადასხვა ტექსტურის.

2017 წლის შემოდგომის ანტი-ტრენდები, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>