LIFE

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს

ყველა თანხმდება, რომ ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობისთვის ადამიანებს საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებათ. მყარი ქორწინება - არცთუ ისე მარტივად მისაღწევია. ფსიქოლოგი ელი ფინკელი ამბობს, რომ თუ არ გაქვთ არც დრო და არც ენერგია იმისთვის, რომ ქორწინებისთვის მაქსიმუმი გააკეთოთ, არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც მყისიერად გააუმჯობესებს წყვილებს შორის ურთიერთობას.

ფინკელი გვთავაზობს 5 რჩევას, რომელთა საშუალებითაც,როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ნებისმიერი ქორწინება უფრო მყარი გახდება.

1. ეცადეთ გაამართლოთ მისი შეცდომა - შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მთავარია ის, თუ როგორ ვიღებთ ამ შეცდომას. დავუშვათ, თქვენს საყვარელ ადამიანს დაავიწყდა რომ ვახშამი გქონდათ დაგეგმილი. ნუ იტყვით, რომ ის უყურადღებოა და რომ უსამართლოდ გექცევათ. ასეთი დამოკიდებულება, სავარაუდოდ, კონფლიქტს გამოიწვევს. ამის ნაცვლად ეცადეთ, ყველა შესაძლო ახსნა მოუძებნოთ მის ქცევას. შესაძლოა დაავიწყდა იმიტომ, რომ ის ძალიან დაკავებული იყო სამსახურში, ან იმიტომ, რომ მას სტრესი აწუხებს მამის ავადმყოფობის გამო. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს.

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს

2. სჯობს აიმაღლოთ თvითშფასება - ადამიანს, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, როგორც წესი, უჭირს იმის დაჯერება, რომ პარტნიორს ნამდვილად უყვარს. 2008 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები კომპლიმენტებს ეჭვის თვალით უყურებენ და საყვარელი ადამიანის ყველა ქცევაში ეჭვი შეაქვთ.

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს

3. შეცვალეთ საკუთარი ხედვა კონფლიქტისადმი - ყველა ურთიერთობა დგება გამოწვევის წინაშე. ცხოვრება კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელია. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ კონფლიქტი არ ნიშნავს ურთიერთობის დასასრულს.

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს

ფსიქოლოგი ფინკელი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ბედისწერის, უფრო მარტივად შეუძლიათ ურთიერთიერთობის დათმობა და არაფერს აკეთებენ ურთიერთობის გამოსასწორებლად. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც კონფლიქტის მოგვარება შესაძლებლად მიაჩნიათ და ურთიერთობის გადარჩენაზე ზრუნავენ. დანებება შესაძლოა მარტივი გამოსავალია, მაგრამ მას კარგი შედეგი არ მოაქვს.

4. მადლიერების გამოხატვა - კვლევა აჩვენებს, რომ მადლიერების გამოხატვა საოცრად სასარგებლოა ურთიერთობისთვის. ასევე, ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კარგი მოტივატორია და როცა მადლიერებას გამოხატავთ უკეთ გძინავთ კიდეც.

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს

2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დაქორწინებული წყვილები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ, უფრო კმაყოფილები იყვნენ თანაცხოვრებით და ქორწინებაში სხვებთან შედარებით თავს ბედნიერად გრძნობდნენ.

ასე რომ, ნუ დაგენანებათ მადლიერების გამომხატველი სიტყვების თქმა საყვარელი ადამიანისადმი. უთხარით ცოლს, როგორ მოგეწონათ მისი მომზადებული სადილი და რა მადლიერი ხართ ამის გამო.

5. გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება - როცა რაიმე კარგ ამბავს გაიგებთ, რაიმე პოზიტიური მოხდება თქვენს ცხოვრებაში, პირველ რიგში, საყვარელ ადამიანს გაუზიარეთ. ეს თქვენს შორის კიდევ უფრო მეტ ნდობას გააღვივებს.

5 მარტივი ხერხი, რომელიც ნებისმიერ ქორწინებას ამყარებს



<a href="http://www.health.com">http://www.health.com</a>