LIFE

ქალების უმეტესობას სურს, რომ გვერდით საშუალო გარეგნობის მამაკაცი ჰყავდეს - ახალი კვლევის შედეგი

ქალების უმეტესობას სურს, რომ გვერდით საშუალო გარეგნობის მამაკაცი ჰყავდეს - ახალი კვლევის შედეგი

ქალების უმეტესობას სურს, რომ გვერდით საშუალო გარეგნობის მამაკაცი ჰყავდეს - ამის შესახებ ახალი ბრიტანული კვლევის დასკვნაშია აღნიშნული.

გამოკითხული ქალების მხოლოდ 7% ამბობს, რომ გვერდით იდეალური გარეგნობის მამაკაცი სურს.

ქალების 26%-ს (ეს გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილია) სურს, რომ გვერდით ისეთი მამაკაცი ჰყავდეს, რომლის ვიზუალსაც 10 ბალიანი სისტემიდან 5-ით შეაფასებდა.

კვლევის თანახმად, მამაკაცისთვის ვიზუალი და გარეგნული მომხიბვლელობა ის მთავარი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც ის პარტნიორს ირჩევს.

კაცების 22%-ს სურს, რომ გვერდით ჰყავდეს ისეთი ქალი, რომლის გარეგნობასაც 10 ბალიანი სისტემიდან 8-ით მაინც შეაფასებდა. 15% კი ამბობს, რომ 10-დან 10 ბალით უნდა ფასდებოდეს მისთვის სასურველი ქალი.

ქალების უმეტესობას სურს, რომ გვერდით საშუალო გარეგნობის მამაკაცი ჰყავდეს - ახალი კვლევის შედეგი

ექსპერტების აზრით, ქალებს გვერდით არ სურთ მომხიბვლელი მამაკაცი, რადგანაც ის სხვა ქალების ყურადღებასაც იპყრობს.

სექსისა და ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, ლუსი ბიერსფორდი ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცის ფიზიკური მომხიბვლელობა ქალებისთვის შფოთვის მიზეზი ხდება, რადგანაც თუ მისი მამაკაცი პარტნიორი დაუჯერებლად მომხიბვლელია ის თვლის, რომ ამაში არის რაღაც საშიში, იმიტომ რომ ის სხვა ქალების ყურადღებასაც იპყრობს.

„გვერდით ძალიან მომხიბვლელი პარტნიორი ადამიანს უჩენს დაუცველობის განცდას, ჩნდება შიში, რომ მან შესაძლოა შენზე ლამაზი და მომხიბვლელი იპოვოს და შენგან წავიდეს და ეს შიში უფრო მეტად ქალებს აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. ასეთ დროს ქალებს უქვეითდებათ თვითშეფასება და თვლიან, რომ საყვარელ მამაკაცს ვიზუალურად არ შეეფერებიან“, - ამბობს ურთიერთობების ექსპერტი სიუზან კილიამი.



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>