LIFE

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ იყოთ ბედნიერი, ძლიერი და წარმატებული, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი პრიორიტეტად აქციოთ - გთავაზობთ ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესს:

1. ნუ იცხოვრებთ ისე, როგორც სხვებს სურთ - საკუთარი ცხოვრების მსაჯული მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ, უნდა იცხოვროთ ისე, როგორც თავად გსურთ, უნა მოიქცეთ იე, როგორ სწორად მიგაჩნიათ, რადგანაც ეს თქვენი ცხოვრებაა. ძლიერი ქალები ასე იქცევიან. ნუ იფიქრებთ სხვის მოსაზრებებზე, თქვენ არ უნდა გაინტერესებთ რას ამბობენ თქვენზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც სხვებს სურთ, მიჰყევით მხოლოდ საკუთარ სურვილებს.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

2. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ყოველთვის სწორ ნაბიჯს ვერ დგამთ და ზოგჯერ შეცდომებს უშვებთ - შეცდომების დაშვება ხშირად საუკეთესო მასწავლებელია. ამ დროს თქვენ სწავლობთ როგორ უნდა გადადგათ უკეთესი ნაბიჯები. არავინაა ყველაფრისმცოდნე და საერთოდ არაა სირცხვილი, რომ შსაძლოა რაღაც არ იცით და რაღაც შეგეშალათ. იყავით თამამები და გაბედულები.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

3. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ შეიძლება იდეალური ფორმები არ გაქვთ - სხეულის იდეალური ფორმები - ეს მხოლოდ სტერეოტიპია. მნიშვნელოვანია, რომ იყოთ ჯანმრთელი, იკვებოთ ჯანსაღად და იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით. ნამდვილად უმნიშვნელოა ის, რომ შესაძლოა მოდელის აღნაგობა არ გქონდეთ.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

4. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ შესაძლოა, თქვენი სტილი მოდის ტენდენციებს ვერ აკმაყოფილებს - ჩაიცვით ის რაც გსურთ, რაც მოგწონთ, რაც თვლით რომ გიხდებათ და არ იდარდოთ იმაზე, რომ შესაძლოა თქვენი არჩევანი მოდის ტენდენციებს ვერ აკმაყოფილებდეს. უბრალოდ ისიამოვნეთ ცხოვრებით და საკუთარი თავით. დაივიწყეთ წესები.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

5. ნუ შეგეშინდებათ მარტოობის - მარტოობა ხომ საკუთარი თავისთვის უფრო მეტ დროს და მეტი საინტერესო საქმით დაკავების შესაძლებლობას გაძლევთ?! ნუ დარჩებით მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოობის გეშინიათ. უბრალოდ, შეიყვარეთ საკუთარი თავი.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

6. ნუ იდარდებთ იმის გამო, რომ უმრავლესობისგან განსხვავდებით - ნუთუ გსურთ, რომ ისეთი იყოთ, როგორიც უმრავლესობაა?! თუ რაიმეთი განსხვავებული ხართ, თუ თქვენი შეხედულებები არ ემთხვევა უმრავლესობის აზრებს, ნუ იდარდებთ. ამის ნაცვლად შეინარჩუნეთ პოზიტივი და გახსოვდეთ, რომ სამყაროს სწორედ ისეთი ადამიანები ცვლიან, რომლებიც უმრავლესობას არ ჰგვანან.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

7. ნუ იდარდებთ, თუ სოციალურ ქსელებში პოპულარული არ ხართ - თუ ამაზე დარდობთ, არ არის ჯანსაღი მიდგომა. ადამიანის ვერც მიმზიდველობის, ვერც გონიერების რეალურ ხარისხს ვერ განსახღვრას სოციალურ ქსელში პოპულარობა. გაიხსენეთ სოც.ქსელებში პოპულარული ადამიანები და ამაში დარწმუნდებით.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

8. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს - არ ღირს ჭორებზე ნერვიულობა და დროის დაკარგვა. უბრალოდ უგულებელყავით და თქვენი საქმე განაგრძეთ.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

9. ნუ იდარდებთ იმაზე, თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული გიჭირთ - თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ თუ გიჭირთ, მარტივად თქვით უარი მასზე. აიცვით ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ნუ დაემორჩილებით საზოგადოებაში არსებულ სტანდარტებსა და სტერეოტიპებს. თქვენ საკუთარი სტანდარტები შეგიძლიათ შექმნათ და ტრენდად აქციოთ.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად

10. ნუ ჩავარდებით პანიკაში როცა ცხოვრება რთულდება და გამოსავალი აღარ ჩანს - თუ პანიკას დაძლევთ დაინახავთ, რომ გამოსავალს ძალიან მარტივად იპოვით.

ძლიერი ქალის ცხოვრების 10 წესი - აქციეთ საკუთარი თავი პრიორიტეტად



<a href="http://ewao.com">http://ewao.com</a>