ჰოროსკოპი

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ვინაიდან მამაკაცი-ვერძი ყველას კონკურენტად თვლის, ის არ ფიქრობს, რომ ვინმეთი მანიპულირებს - უბრალოდ იყენებს ნებისმიერ სტრატეგიას, რომლის დახმარებითაც შეიძლება გაიმარჯვოს. თქვენ მხოლოდ მეგობარი ან შეყვარებული კი არ ხართ, თქვენ - მეტოქე ხართ, და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიძულოთ ის გაგაკეთებინოთ, რაც მას უნდა, რომ გამარჯვებული გამოვიდეს.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

კურო დანაშაულის გრძნობას როგორც საშუალებას იყენებს, რომ სხვებით მანიპულირებდეს. „არ მოგწონს ჩემი საჩუქარი? სამი მაღაზია მოვიარე, სანამ ვიპოვე ეს!“ - ამის მოსმენა არავის უყვარს, რომ იგრძნოს თავი მოღალატედ, ამიტომ იძულებული ხდებით დაეთანხმოთ.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

მამაკაცი-ტყუპები ძალიან მომხიბვლელია, და თქვენ ალბათ ვერც მიხვდებით, რომ გეთამაშებათ. მან შეიძლება დაუკითხავად წაიყვანოს თქვენი ავტომობილი და მოყვეს ავარიაში, მერე კი გაოგნებული დარჩება, როცა ყველაფერს ეტყვით, რასაც მასზე ფიქრობთ. მას არ ესმის, როგორ შეგიძლიათ გაბრაზდეთ მასზე, როდესაც ის თქვენთვის ყველაფერს აკეთებს. ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ცდებოდით საკუთარ დასკვნებში, როდესაც მოგახლით, რომ უბრალოდ თქვენი მანქანა კი არ წაიყვანა, მას უნდოდა მანქანით წასულიყო და განსაკუთრებული საჩუქარი ეყიდა თქვენთვის.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

მამაკაც-კირჩხიბს კარგად ეხერხება ადამიანების ემოციებით მანიპულირება. ისე აგაღელვებთ მისი ცრემლები, რომ დაგავიწყდებათ, რომ წაიჩხუბეთ მისი უცნაური ქცევების გამო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ დაიმსახურეთ ეს უფლება, და არა მან.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომი კარგად ართმევს თავს ყველა სახის მანიპულაციას, მაგრამ ყველაზე მეტად წარმატებულია კომპლიმენტებში. არ დაემორჩილოთ მის მანიპულაციებს - ერთადერთი აზრი, რომელსაც შეიძლება ენდოთ, - ეს თქვენი საკუთარია.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწულიც მანიპულატორია. ის მიზანდასახულად აჭერს თითს განსაზღვრულ ღილაკებს. თუ თქვენი აზრები რაღაცაში არ ემთხვევა, ისე მოგაჩვენებთ თავს თითქოს კამათი კარგი არ არის და გაიხსენებს მომენტებს წარსულიდან, როდესაც გული ატკინეთ. ეს შესანიშნავი ხერხია გადაწიო ისრები საკუთარი თავიდან სხვის პრობლემაზე.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

მამაკაცი-სასწორის ძირითადი მანიპულირების ხერხი ასევე ძალზე არალოიალურია - ის დაგიწყებთ დაცინვას მეგობრების წინაშე. შეიძლება მასთან ერთად სადღესასწაულო საღამოზე ან რაღაც შეხვედრაზე აღმოჩნდეთ, და ამ დროს მოყვება ისტორიას, როგორ გაგიჟდით, როცა მან უარი გითხრათ საყიდლებზე გამოყოლაზე. გარშემომყოფების რეაქცია თავს არასრულფასოვნად გაგრძნობინებთ.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელები მანიპულაციის ოსტატები არიან, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უამრავ მანიპულაციებს ჩაატარებენ, ისეთებს როგორიცაა ფლირტი, დაგეგმვა, დაბრალება. ერთ-ერთი ძირითადი მანიპულირების ხერხი ის არის, რომ შთააგონონ შიში მსხვერპლს, შემდეგ კი ამ შიშის შემსუბუქების ხერხი შესთავაზონ.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მამაკაცი-მშვილდოსანი რჩევას სთხოვს სხვებს, შემდეგ კი უბრალოდ წავა და გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც სურდა. როცა მასთან გულახდილი საუბარი მოგინდებათ, მას შეუძლია დაგისახელოთ უამრავი მიზეზი, რატომ იყო თქვენი წინადადება არც ისეთი სახარბიელო. ის ისე დაგახვევთ თავბრუს, რომ თავბედს გაწყევლინებთ, რომ ეს საუბარი წამოიწყეთ.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

ვინაიდან თხის რქები - მშრომელები არიან, ისინი მუდმივად წარმატებისკენ მიისწრაფვიან, სასურველი შედეგის მისაღწევად ხშირად მანიპულირებენ თანამშრომლებით. ერთ-ერთი მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ შესთავაზონ არალოგიკური წინადადება, შემდეგ კი მიაყოლონ გონივრული, ასე რომ მეორე ვარიანტი იმდენად მარტივი შესასრულებელი მოგეჩვენებათ, რომ უარი ვერ თქვათ.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულები ემოციურად არიან სხვებისგან მოწყვეტილები, და ამან შეიძლება კარგი სამსახური გაუწიოს მათ. თუ ნერვები გაქვთ მოშლილი იმის გამო, რომ მან რაღაც ისე არ გააკეთა, ბოდიშს არასოდეს მოგიხდით. როგორც ჩანს, მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მის უდანაშაულობას ნიშნავს, და თქვენ აქეთ იწყებთ ბოდიშის მოხდას.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მამაკაცი-თევზი კარგად ფლობს მანიპულაციის უნარს. მას შეუძლია თქვას ერთი, შემდეგ კი სულ სხვა რამ გააკეთოს. ის თანამედროვე ტომ სოიერია, იმიტომ რომ გაიძულებთ გააკეთოთ რაიმე მის მაგივრად, რადგან თქვენ ეს უკეთესად გამოგდით.

როგორ მანიპულირებენ ქალებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცები



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>