ჰოროსკოპი

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ვერძი - ვერძები ეგოისტი ბუნებით გამოირჩევიან და სიმართლე რომ ვთქვათ, უფრო მეტად თავად არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის გულს ამსხვრევენ, სხვებს სტკენენ გულს, თავად კი იშვიათად არიან მსგავს სიტუაციაში. ვერძები ფოკუსირებულები არიან საკუთარ თავზე და სიყვარულშიც ყველაფერი ისეა, როგორც თავად სურთ. არ გიჭირთ ურთიერთობების დასრულება. ყველაზე მეტად გულნატკენი ვერძი მაშინ რჩება, თუ აღმოაჩინა რომ ადამიანი, რომლის მიმართაც სიმოპათიითაა განწყობილი, ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2. კურო - ძალიან ჯიუტი და მესაკუთრე ხართ. ვერ იტანთ როცა თხოვნაზე უარს გეუბნებიან. თქვენი მიზანია, რომ გყავდეთ პარტნიორი, რომელიც მარტო თქვენი იქნება, ვერ იტანთ მის მეგობრებს, ნათესავებს და გსურთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გვერდით იყოს. თუ კუროს პარტნიორი ასეთი არ არის, ის ძალიან იმედგაცრულებული და გულგატეხილი რჩება. თუ პარტნიორი თვალებში არ გიყურებთ და თქვენს სურვილებს ზედმიწევნით არ ასრულებს, გულგატეხილი ხართ. ასევე, კუროს გული ნამსხვრევებად იქცევა თუ აღმოაჩინა, რომ პარტნიორი კარგი კულინარი არ არის, ვინაიდან გურმანი კუროსთვის გემრიელი კერძების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3. ტყუპები - თქვენ თავისუფლება გჭირდებათ, გსრურთ ისეთი ცხოვრება, რომელიც თვითგამოხატვის საშუალებას მოგცემთ, გინდათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა მხიარული და ნათელი ფერებით იყოს სავსე. თუ ცხოვრებაში ამ ყველაფრის ნაკლებობა გაქვთ, არაადეკვატური ხდებით. თქვენ გსურთ სიმოვნება მიიღოთ ცხოვრებისგან და თუ პარტნიორთან ურთიერთობა გზღუდავთ, ცხოვრებით ტკბობის საშუალება არ გაქვთ, გულგატეხილი რჩებით.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. კირჩხიბი - ძალიან მგრძნობირე ხართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, თქვენ გრძნობთ პარტნიორის ემოციებს, კარგსაც და ცუდსაც. ამასთანავე გსურთ, რომ თქვენი გრძნობებისა და განცდების შესახებ პარტნიორმაც უსიტყვოდ გაიგოს და თუ პარტნიორი ასე ვერ იქცევა, იმედგაცრუებული რჩებით.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. ლომი - ლომი პარტნიორისგან გამუდმებით კომპლიმენტებს ელოდება. სურს, რომ თავი სამყაროს მბრძანებლად წარმოიდგინოს. სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, უნდა ყველას ის მოსწონდეს და თუ მისი ცხოვრება ასეთი არ არის, ლომის გული ნამსხვრევებად იქცევა. მიუხედავად მტკიცე და ძლიერი ხასიათისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის გულის ტკენა ყველაზე მარტივია. შეუძლებელია, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს, თუმცა ამას ვერ ეგუება და თვითშეფასების ხარისხი ეცემა.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

6. ქალწული - ქალწულების ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვთ და მუდამ წარუმატებლობის მოლოდინში არიან. მოვლენებზე, გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ბევრს ფიქრობენ, რასაც საბოლოო ჯამში, უარყოფითი შედეგი მოაქვს და იმედგაცრუებულები რჩებიან. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ ყოველთვის არასწორი წარმოდგენა და დიდი მოლოდინები აქვთ და უმეტესწილად გულგატეხილები რჩებიან.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

7. სასწორი - ცხოვრებაში ბალანსის დაცვას შესანიშნავად ახერხებთ. იმედგაცრუებული და გულგატეხილი რჩებით თუ თქვენს საყვარელ ადამიანს საკუთარი ცხოვრების მართვის, ემოციების კონტროლისა და ბალანსის დაცვის უნარი არ აღმოაჩნდება. ასეთ პარტნიორთან ცხოვრება თქვენთვის წარმოუდგენელია.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

8. მორიელი - იმედგაცრუებული რჩებით, როცა აღმოაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი ვერ გთავაზობთ ისეთ ურთიერთობას, ისეთ ვნებიან და ცეცხლოვან სიყვარულს, როგორის მოლოდინიც გქონდათ. თქვენ ხომ სწორედ ასეთი ხართ - ვნებითა და ცეცხლით სავსე და გინდა, რომ პარტნიორიც შესაბამისი გყავდეთ, იგივეს ითხოვთ საყვარელი ადამიანისგანაც. როცა ვერ იღებთ იმას, რასაც ელოდით საშინლად გულგატეხილი ხართ და ამჯობინებთ მარტო განაგრძოთ ცხოვრება.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

9. მშვილდოსანი - ვერ იცხოვრებთ ისეთ პარტნიორთან, რომელსაც სახლში ყოფნა, პასიური ცხოვრება უყვარს. მშვილდოსანს მოგზაურობა, თავგადასავლები სჭირდება ბედნიერებისთვის, სჭირდება პარტნიორი, რომელიც შეძლებს მისი ცხოვრების რიტმს აჰყვეს და მას საინტერესო ცხოვრება შესთავაზოს. მოგზაურობა და თავგადასავლები მას ისე სჭირდება, როგორც ჰაერი და წყალი. თუ ეს მის ცხოვრებაში არ არის, თუ პარტნიორს არ შეუძლია მშვილდოსანის მსგავსად იცხოვროს, თუ მას საინტერესო ცხოვრებას ვერ შესთავაზებს, ის გულგატეხილი და იმედგაცრუებული დარჩება და ასეთ ურთიერთობაში დიდხანს არ გაჩერდება.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10. თხის რქა - თქვენ გსურთ წესრიგი, ცხოვრების წესებისა და გეგის მიხედვით წარმართვა, ეძებთ ორგანიზებულ და მოწესრიგებულ პარტნიორს, რომელიც აუცილებლად შრომისმოყვარე უნდა იყოს და თქვენს შრომისმოყვარე ბუნებასაც უნდა აფასებდეს. თუ ასე არ არის, გულგატეხილი რჩებით.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. მერწყული - ზოგადად ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ძალიან განსხვავდებიან სხვებისგან, სხვაგვარად აზროვნებენ, უნიკალურები არიან და გამორჩევიან შემოქმედებითი უნარებით და სხვა ადამიანშიც მსგავს ბუნებას ეძებენ. მათთვის უმთავრესია თავისუფლების შეგრძნება. არანაირმა ურთიერთობამ, არც მეგობრულმა, არც რომანტიკულმა მას თავისუფლება არ უნდა წაართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერწყული გულგატეხილი რჩება.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

12. თევზები - თევზები ძალიან ხშირად არიან გულგატეხილები. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ისინი ოპტიმიზმით არიან სავსენი და ოცნების კოშკებს აგებენ მაშინ, როცა რეალურად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ისინი ბავშვურები არიან და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. როცა მიწაზე დაშვება უწევთ და რეალობას ეჯახებიან, გულგატეხილები რჩებიან.

რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით



<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>