სილამაზე

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

HUGO BOSS-ის საკულტო არომატი BOSS BOTTLED-ი თითქმის უკვე ოცი წელია, ბესთსელერია. მისი პერსონაჟი — Man of Today, ანუ „ჩვენი დროის მამაკაცი“, თანამედროვე, წარმატებული ადამიანია, რომლის სარეკლამო პერსონაჟიც წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯერარდ ბათლერი იყო. არომატი პირველად 1998 წელს გამოვიდა და დღემდე 60 მილიონზე მეტი ფლაკონი გაიყიდა.

BOSS BOTTLED-ი თავისი სუნით და ხასიათით სრულიად შეესაბამება HUGO BOSS-ის ელეგანტურ იმიჯს: პარფიუმერმა ანიკ მენარდომ განაცხადა, რომ შთაგონება ვაშლის შტრუდელის სუნი იყო. თუმცა, მოტკბო არომატის მიუხედავად, BOSS BOTTLED-ის სუნი საოცრად ზომიერია, რაც ვანილის აკორდების ციტრუსებისა და ჯანჯაფილის ნოტებით განეიტრალების დამსახურებაა.

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

სუნამო BOSS BOTTLED-ის Man of Today-ს კამპანია საზოგადოებამ პირველად 2014 წელს იხილა. სარეკლამო ფილმს არნახული წარმატება ხვდა წილად: ის HUGO BOSS-ის ყველა დროის საუკეთესო კამპანიად დაასახელეს.

თუმცა HUGO BOSS-ის მოდის სახლი მემკვიდრეობას პარფიუმერული ხაზითაც წარმატებით აგრძელებს: დღეს, 2017 წლის შემოდგომიდან BOSS BOTTLED-ს ახალი სახე ჰყავს — ჰოლივუდის კიდევ ერთი წარმატებული მსახიობი კრის ჰემსვორთი. საზოგადოებამ ის მაღალბიუჯეტიანი ფილმებით — „რბოლით“ (Rush), „ფიფქია და მონადირით“ (Snow White and the Huntsman), „შურისმაძიებლებით“ (The Avengers) და „თორში“ (Thor) შესრულებული მთავარი გმირის როლით გაიცნო.

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე ვუმ“ HUGO BOSS-ის სიახლე პრესას ორიგინალური ფორმატით შეატყობინა: ნინო ნოდიამ და HUGO BOSS-ის ბრენდ-მენეჯერმა — ნათია პაპუაშვილმა სტუმრები „ვულე ვუს“ ისტორიულ მაღაზიაში — ჭავჭავაძის 42-ში მიიწვიეს, პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ყველამ კინოთეატრ „ამირანში“, „თორის“ სანახავად გადაინაცვლა.

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად
BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

კრის ჰემსვორთის დამსახურებით, BOSS BOTTLED-ის არომატი თანამედროვე მამაკაცის სიმბოლოდ რჩება — პიროვნება, რომელიც HUGO BOSS-ის მოდის სახლის ისტორიის ანარეკლია: „ჩვენი დროის მამაკაცი“ რეალურად აფასებს მოვლენებს, საკუთარი პრინციპების ერთგულია და წარმატებას არა მხოლოდ მატერიალური მახასიათებლებით, არამედ განვლილი გზით აფასებს.

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

BOSS BOTTLED-ი განსხვავებული ვერსიებითაა წარმოდგენილი: BOSS BOTTLED Night, BOSS BOTTLED Unlimited და BOSS BOTTLED Oud. 2016 წელს კლასიკური არომატის უფრო ინტენსიური ვერსია — სუნამოს წყალი BOSS BOTTLED Intense Eau de parfum-ი შეიქმნა, 2017 წლის მარტიდან კი მოდის სახლი ბესთსელერის გრილ, მსუბუქ ვერსიას — BOSS BOTTLED Tonic-ს გვთავაზობს.

BOSS BOTTLED-ის ახალი დღე კრის ჰემსვორთთან ერთად

წლევანდელ შემოდგომაზე, „ჩვენი დროის მამაკაცის“ ახალი პერსონაჟის აღსანიშნავად HUGO BOSS-მა ლიმიტირებული გამოშვების შესახებ განაცხადა: BOSS BOTTLED Man Of Today Edition-ი ლეგენდარული არომატის განსხვავებულ შეფუთვას წარმოადგენს.