LIFE

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

ჯერ კიდევ არიან ამერიკაში ტომები, რომლებიც უძველესი წესების მიხედვით ცხოვრობენ. მათ აქვთ უამრავი რიტუალი, რომლებსაც დედამიწისა და ცხოვრების პატივსაცემად ასრულებენ.

გთავაზობთ სიბრძნეს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ამერიკელები ცხოვრობენ:

1. ადექით ადრე - დაიწყეთ დღე ადრე და გააკეთეთ ყველა ის საქმე, რაც და იმ დღეს გაქვთ დაგეგმილი. ნუ გადადებთ მეორე დღისთვის. ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება იმის გამო, რაც გაქვთ.

2. იყავით კეთილგანწყობილები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ცხოვრებაში ჯერ საკუთარი გზა ვერ უპოვნიათ - ხშირად ადამიანები ვბრაზდებით მათზე, ვინც წესებით არ ცხოვრობს, იმ წესებით, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ვბრაზდებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჯერ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამის ნაცვლად სჯობს, თანაგრძნობა და კეთილგანწყობა გამოვიჩინოთ და თუ შეგვწევს უნარი, სწორი გზა ვუჩვენოთ.

3. იპოვნე საკუთარი თავი - ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ამოცანაა და ვერავინ ჩაერევა ამ პროცესში.

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

4. პატივისცემით მოიქეცით სტუმრის მიმართ - არასოდეს მოიქცეთ უხეშად იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თქვენს სახლში შემოვიდა და სცადეთ ყველაფერი საუკეთესო შესთავაზოთ - საკვები, სასმელი, კომფორტული ოთახი.

5. ნუ ჩათვლით, რომ რაიმე თქვენ გეკუთვნით, სანამ არ მოიპოვებთ - პატივი ეცით სხვით საკუთრებას და ნუ მოინდომებთ, რომ არასწორი მეთოდებით ჩაიგდოთ ის ხელში.

6. პატივი ეცით იმას, რასაც დედამიწა გაძლევთ - პატივი ეცით მცენარეებს, ცხოველებს. ეს ყველაფერი ბუნების საჩუქარია და მას გაფრთხილება სჭირდება.

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

7. იყავით სამართლიანი და გააკონტროლეთ სხვების მიმართ ნათქვამი თითოეული სიტყვა - მიეცით სხვებს საუბრის საშუალება, მოუსმინეთ. როცა ვინმეს არ ეთანხმებით, ისაუბრეთ, განიხილეთ, მოაწყვეთ დისკუსია, თუმცა ამ ყველაფერს ჩხუბის ფორმა არ უნდა ჰქონდეს.

8. არასოდეს ისაუბროთ ვინმეს ზურგს უკან - ადამიანებს გვიყვარს ჭორაობა, თუმცა ადგილობრივ ამერიკელებს სჯერათ, რომ ჭორაობით სამყაროს უარყოფითი ენერგიით ვავსებთ, რაც აუცილებლად ძალიან ცუდად გვიბრუნდება უკან.

9. იყავით მიმტევებელი - ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად შევძლოთ მისი პატიება.

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

10. უარყოფითი ფიქრები ვნებს ჯანმრთელობას - ნეგატიურად აზროვნება ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვნებს. ისწავლეთ, რომ დაინახოთ პოზიტივი და მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები.

11. ბუნება ჩვენი ნაწილია - მის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას.

12. ბავშვები ჩვენი მომავალია, ამიტომ პატივისცემით უნდა მოექცეთ მათ - ყურადღებით უნდა აღვზარდოთ და ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე.

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

13. ნუ ატკენთ სხვას გულს, ნუ ითამაშებით სხვისი გრძნობებით - არ მიაყენოთ ემოციური ტკივილი ადამიანებს.

14. იყავით პატიოსანი და მართალი - არასოდეს არ მოიტყუოთ. ტყუილი აუცილებლად ცუდად დაგიბრუნდებათ.

15. იპოვეთ ცხოვრებაში ბალანსი - ცხოვრების რომელიმე ასპექტს ნუ დაუთმობთ ყველაზე მეტ დროს და ყურადღებას. აუცილებლად უნდა იპოვოთ ბალანსი იმისთვის, რომ ფსიქიკურად ჯანსაღები, ბედნიერები და წარმატებულები იყოთ.

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

16. იყავით რაციონალურები და გონება მხოლოდ ისეთი ფიქრებით აავსეთ, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ - ნუ დაიწყებთ ფიქრს წარმოუდგენელსა და მოუწვდომელზე.

17. პატივი ეცით სხვის საკუთრებას - ნურაფერს დაუშავებთ და გაუფუჭებთ სხვებს. ცხოვრება ბუმერანგია და ცუდი ქცევის შედეგს ერთ დღეს აუცილებლად მოიმკით.

18. იყავი ის, ვინც ხარ და ნუ ცდი, რომ სხვას დაემსგავსო - იყავი ნამდვილი და არა ყალბი.

ადგილობრივი ამერიკელების სიბრძნე - ბედნიერი ცხოვრების 20 მთავარი წესი

19. პატივი ეცით სხვის რწმენას, სხვის აზრებს და ნუ მოახვევთ თავს სხვებს საკუთარ აზრს - მიეცით საშუალება ადამიანებს იყონ იმ რელიგიის მიმდევრები, რომელიც სურთ და რომლისაც სჯერათ, ნუ განსჯით მათ. ეს მათი ცხოვრებაა,

20. გარშემომყოფებს გაუზიარეთ ბედნიერება და კეთილდღეობა - იყავით კეთილი, მხიარული, ბედნიერი და გახსოვდეთ, რომ ბედნიერება გადამდებია. თქვენ შეგიძლიათ სხვების ცხოვრება უფრო ლამაზი გახადოთ.



<a href="https://www.peacequarters.com">https://www.peacequarters.com</a>