მშობლები

რატომ არიან უმცროსი შვილები მშობლების ფავორიტები? - ახალი კვლევის დასკვნა

რატომ არიან უმცროსი შვილები მშობლების ფავორიტები? - ახალი კვლევის დასკვნა

ზოგჯერ შვილებს შორის კამათის, ჩხუბისა და დაპირისპირების მიზეზი მათ მიმართ მშობლების დამოკიდებულება ხდება. ოჯახებში ხშირად თვალშისაცემია, რომ მშობლების ფავორიტი ყველაზე უმცროსი შვილია, ამას ზოგჯერ მშობლები უარყოფენ, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, მშობლებს ნაბოლარა შვილი უფრო მეტად უყვართ და უფრო მეტ მზრუნველობას იჩენენ მის მიმართ.

მკვლევარები 300 ოჯახს აკვირდებოდნენ. თითოეულ ოჯახში, სულ მცირე, ორი ბავშვი იყო. მშობლებსა და შვილებს დაუსვეს სხვადასხვა კითხვები იმის გადარკვევად, თუ რომელი იყო მშობლების საყვარელი შვილი.

მკვლევართა დასკვნით ოჯახებზე, მშობლებსა და შვილების ურთიერთობაზე დაკვირვებამ ფავორიტიზმი თვალშისაცემი გახადა. კონკრეტულად კი, კვლევის თანახმად, მშობლების ფავორიტი უმცროსი შვილია.

რატომ არიან უმცროსი შვილები მშობლების ფავორიტები? - ახალი კვლევის დასკვნა

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, თუ უმცროსი შვილი გრძნობს, რომ ის ფავორიტია და მშობლებიც ეთანხმებიან, მშობლისა და შვილის ურთიერთობა უფრო მყარი და ახლო ხდება, ხოლო თუ ისინი ფიქრობენ, რომ მშობლების ფავორიტები არ არიან, ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის რთულდება.

რაც შეეხება უფროს შვილებს, კვლევის თანახმად, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა მშობლების ფავორიტები არიან თუ არა, ეს მშობლებთან მათ დამოკიდებულებაზე, ურთიერთობაზე გავლენას ვერ ახდენს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ უმცროსი შვილები უფრო მეტად გამოირჩევიან მგრძნობიარე ბუნებით და ხშირად ადარებენ თავს თავიანთ უფროს და-ძმებს, ხოლო უფროსები ასე არ იქცევიან.

რატომ არიან უმცროსი შვილები მშობლების ფავორიტები? - ახალი კვლევის დასკვნა

„უფროსი შვილი არასოდეს ადარებს თავს თავის უმცროს და-ძმას“, - ამბობს მკვლევარი, პროფესორი ალექს იენსენი.

ასევე, მისივე თქმით, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა მშობელი უფროს შვილს ურჩევს, რომ უმცროსს მიბაძოს, ხოლო პირიქით ხშირად ხდება - მშობლები ხშირად ამბობენ ფრაზას - „მიბაძე შენს უფროს ძმას (დას)“.

კვლევაში ჩართული ზოგიერთი მშობელი ამბობდა, რომ უმცროს შვილს უფრო მეტი ზრუნვა სჭირდებოდა და ამიტომაც ჩანდა ისე, თითქოს ის ფავორიტია. მკვლევარები კი წერენ, რომ ყველა შვილს განსხვავებული საჭიროებები აქვს და ყველა მათგანს თანაბარი ყურადღება სჭირდება და ამას სამართლიანობა მოითხოვს.

რატომ არიან უმცროსი შვილები მშობლების ფავორიტები? - ახალი კვლევის დასკვნა

„თქვენი შვილები განსხვავებული ადამიანები არიან, განსხვავებული საჭიროებები აქვთ და მიდგომაც განსხვავებული სჭირდებათ. ფავორიტიზმი და რომელიმე შვილის გამორჩევა თქვენს შვილზევე ახდენს ცუდ გავლენას. მას ეგოისტური ხასიათი უყალიბდება, კარგავს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარს, თქვენზე დამოკიდებული ხდება და ამ ხასიათს მთელი ცხოვრება ავლენს. ზრდასრულ ასაკშიც, მცირედი პრობლემის შექმნის შემთხვევაშიც კი, თქვენ მოგმართავთ“, - წერენ მკვლევარები.



<a href="http://www.independent.co.uk">http://www.independent.co.uk</a>