LIFE

პიროვნული განვითარების პროგრამა „მომავლის არქიტექტორი“

პიროვნული განვითარების პროგრამა „მომავლის არქიტექტორი“

BO-3 Content bit


1. თქვენი გადაწყვეტილება, შეცვალოთ ცხოვრება

პროგრამაში თქვენი მონაწილეობა უკვე იმის ნიშანია, რომ თქვენ გადაწყვიტეთ თავად იქცეთ საკუთარი ცხოვრებისა და მომავლის არქიტექტორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარი გზა გავლილია

2. გარემო, რომელშიც მოგიწევთ მუშაობა

პროგრამაში თქვენ იქნებით გაბედული ადამიანების გარემოცვაში. პროგრამის მონაწილეები არიან ისინი, ვისაც სჯერა საკუთარი პოტენციალის, უკეთესი მომავლის და მზადაა ამ გზაზე ყველა ბარიერი გადალახოს. ასეთი გარემო აუცილებლად შეგმატებთ მიზნის მიღწევის მოტივაციასა და საჭირო ენერგეტიკას.

3. უნიკალური პროგრამა

ინტერაქტიული ქოუჩინგ-პროგრამა ეფუძნება სტეფან კოვეის სწავლებებს, მერლინ ატკინსონისა და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ ინსტრუმენტებს, რომელიც დაგეხმარებათ:

- თქვენს თავზე აიღოთ საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობა

- პასუხები გასცეთ თქვენს თავში არსებულ კითხვებს, რომლებსაც ხშირად გაურბიხართ;

-აღმოაჩინოთ თქვენში არსებული პოტენციალი და უზარმაზარი რესურსები;

- დაისახოთ კონკრეტული მიზნები და მიაღწიოთ მას.

პიროვნული განვითარების პროგრამა „მომავლის არქიტექტორი“

პროგრამას უძღვება თინათინ რუხაძე - ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (erickson.edu) სერტიფიცირებული ქოუჩი, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით.


2015 წელს თინათინ რუხაძემ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია GROWIN, რომელიც გახდა Erickson College International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.


პროგრამის შინაარსი:
➡ ქოუჩინგის არსი და მისი გამოყენება.
➡ არსებული მდგომარეობის შეფასება.
➡ ცხოვრების გადაფასება მისი სხვადასხვა ასპექტის მიხედვით.
➡ ძირითადი პარადიგმებისა და პრინციპების გააზრება.
➡ წარმატების მიღწევისთვის საჭირო თვისებები.
➡ პროაქტიულობის მნიშვნელოვნების გააზრება.
➡ მიზნის დასახვა და საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია.
➡ ცხოვრებისეული მისიისა და დანიშნულების აღმოჩენა.
➡ მიზნის მიღწევის სტრატეგიების შემუშავება.
➡ უახლოესი 6 თვის პრიორიტეტების განსაზღვრა.
➡ გარემოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზები.
➡ კონფლიქტების შემცირება.
➡ საკუთარი ღირებულებებისა და სტერეოტიპების აღმოჩენა.
➡ გადაწყვეტილებებში სინერგიის მიღწევა.
➡ განვითარებისა და განახლების პრინციპები.
➡ ცხოვრების გრძელვადიანი ხედვის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და ქმედებების დაგეგმვა.
➡ მიზნების მიღწევისთვის საჭირო თვისებების / რესურსების აღმოჩენა და განმტკიცება
➡ სასურველი “მე”-ს ხატის შექმნა და განმტკიცება.
➡ მომავალი 12 თვის ქმედებების გეგმის შედგენა.


ჩატარების თარიღი: 1-3 დეკემბერი
ხანგრძლივობა: 3 დღე [10.00 - 18.30]
ფასი: 790 ლარი [ღირებულებაში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება]
ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ
მონაწილის ოფიციალური რეგისტრაცია ძალაში შედის თანხის მთლიანი დაფარვის შემდეგ
საფასურის გადახდის საბოლოო ვადა 27 ნოემბერი

მიმდინარეობს მე-9 ნაკადის რეგისტრაცია ქოუჩინგ-პროგრამაზე მათთვის, ვისაც უნდა გახდეს საკუთარი მომავლის არქიტექტორი.
ვრცლად პროგრამის შესახებ: https://goo.gl/3JZvdG
➤ მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/npAs59

პიროვნული განვითარების პროგრამა „მომავლის არქიტექტორი“




დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 555 185 540

email: coaching@growin.ge