მშობლები

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

1. ყველაზე ლამაზი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, გაღიმებაა.

2. მოუსმინე იმ ჟანრის მუსიკას, რომელიც გსიამოვნებს. არავის მისცე უფლება გითხრას - „ეს არ არის კარგი მუსიკა, რა საშინელი გემოვნება გაქვს“.

3. არაუშავს თუ იფიქრებ, რომ ვიღაც სხვა ქალი ძალიან ლამაზია.

4. ნუ იქნები ბოროტი სხვა ქალების მიმართ. ჩვენ, ქალებს ერთმანეთი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთად ვმართოთ სამყარო.

5. ნუ მისცემ მამაკაცს უფლებას დაგაჯეროს, რომ მას შენი შეცვლის ძალა შესწევს.

6. მაშინაც კი, როცა მამაკაცი შენთვის სადილს მოამზადებს, არ ჩათვალო თავი მის წინაშე ვალდებულად.

7. გქონდეს ჟინი და სურვილი, ნახო სამყარო.

8. მერე რა, თუ არ გინდა პრინცესა იყო და არც მაკიაჟის გაკეთება მოგწონს.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

9. მაგრამ არც ის არის პრობლემა, თუ პრინცესობა გსურს და მაკიაჟი მოგწონს.

10. აქციე ცხოვრება ისე მხიარულად დაბედნიერად როგორც შენი „ინსტაგრამის“ ფოტოებიდან ჩანს.

11. არ გაიცინო, როცა არ გეცინება.

12. იყავი ტოლერანტული სექსუალური და რელიგიური უმცირესობის მიმართ.

13. არავის მისცე უფლება ქუჩაში დაგისტვინოს და თუ ვინმე ასე მოიქცევა, გაეცი შესაბამისი პასუხი.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

14. შენი წარმატება არ არის ჩემი წარმატება. წარმატება არის მხოლოდ და მხოლოდ შენი.

15. მაშინაც კი, თუ მაღალი ხარ, ატარე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ მოგწონს.

16. გამიხარდება, თუ „ჯეინ იარს“ წაიკითხავ.

17. და მიუხედავად ამისა შენ თუ მაინც „ბინდი“ მოგწონს, არაუშავს.

18. უარი „გრეის 50 ელფერს“.

19. უყურე სერიალ „მეგობრებს“.

20. პატივი ეცი სიძველეებს.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

21. დაძინებამდე ყოველთვის დაიბანე სახე.

22. ვალდებული ხარ „მეფე ლომს“ ჩემთან ერთად უყურო ცხოვრებაში ხუთჯერ მაინც.

23. იყავი ვნებით და ჟინით სავსე ნებისიერი საქმის კეთების დროს.

24. ფემინისტები საშიშები არ არიან.

25. ნუ მოინდომებ ძალიან გახდომას, ნუ დაიტანჯები დიეტით.

26. იყავი გამბედავი.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

27. არასოდეს დანებდე.

28. სექსუალურობა ზნეობასთან კავშირში არაა.

29. დაესწარი მუსიკალურ ფესტივალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

30. არ ჩაიცვა ის, რასაც მოდის ბლოგერები გირჩევენ. ჩაიცვი ის, რაც გსურს და რაც გიხდება.

31. თუ კაცი სტერეოტიპულად აზროვნებს, აუცილებლად შორს გაიქეცი მისგან.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

32. შენი ღირებულებები არ უკავშირდება შენს ასაკს, ზომას და გარეგნობას.

33. სკოლა შენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი არ არის.

34. მას უნივერსიტეტი სჯობს.

35. იცეკვე თავდავიწყებით საკუთარ ოთახში.

36. იცოდე, რომ ყოველთვის ვერ გავიცინებ.

37. ცხოვრებაში ეძებე ადამიანი, რომელიც შენს გაცინებას შეძლებს.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

38. და თუ ასეთს შეხვდები, შეინარჩუნე ის ცხოვრების ბოლომდე.

39. იარე ფეხშიშველმა.

40. დაიჯერე მაგიის.

41. არ მისცე თავს მოწყენის უფლება. ეცადე, იყო ბედნიერი.

42. ყველაფერში დაიცავი ზომიერება.

43. ზომიერებაშიც კი ზომიერების დაცვაა საჭირო.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

44. ყავა კარგია, ის გაგაბედნიერებს.

45. იყავი პატიოსანი და ნუ მოიხდი ბოდიშს როცა დამნაშავე არ ხარ.

46. დილით ადრე ადექი.

47. აუცილებლად იპოვე ბიჭი, რომელიც უბრალოდ შენი საუკეთესო მეგობარი იქნება.

48. არავის მისცე უფლება რაიმე იძულებით გაგაკეთებინოს.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

49. გარშემო ფერადი და მხიარული ადამიანები შემოიკრიბე.

50. გახსოვდეს, რომ უნიკალური ხარ და შენ მსგავსად არავინ ფიქრობს.

51. ძილი პრიორიტეტად არ აქციო.

52. ჭუჭყიან ტყუილს ყოველთვის მტკივნეული სიმართლის თქმა ამჯობინე.

53. დალიე შამპანური და იცეკვე მაგიდაზე.

54. შეგეძლოს განსხვავებული აზრის მოსმენა და პატივისცემა.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

55. შეადგინე შესასრულებელი საქმეების გეგმა.

56. შეადგინე იმ საქმეების სია, რომელთა გაკეთებაც გსიამოვნებს.

57. სანამ წახვალ, ყოველთვის თქვი - „მე შენ მიყვარხარ“

58. არასოდეს უგულებელყო ის, რაც შენ წინ ხდება.

59. არ შეეგუო უსამართლობას.

60. წადი ლაშქრობაში და არ იდარდო, რომ თმა გაგიჭუჭყიანდება.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს

61. შეიყვარე შენი ღიმილი.

62. ხშირად გაიცინე.

63. როცა ფიქრობ, რომ ცხოვრებაში კარგი პერიოდი გაქვს, ბოლომდე შეიგრძენი ის.

64. ეძებე ყველაფერში სილამაზე.

65. ნუ მისცემ შიშებს უფლებას წარუმატებელი გაგხადოს.

65 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს



<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>