ჯანმრთელობა

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები

1. იყო მსუქანი მომგებიანია!

დიახ, სწორედ მომგებიანია, იმიტომ რომ ზედმეტ წონას შეიძლება ყველა სხვა პრობლემა დააბრალოთ. ზედმეტი წონა რომ არ გქონდეთ, გამოდის, რომ საქმე რაღაც გარე პრობლემებში კი არა, არამედ თქვენშია. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გაწბილება არავის უნდა, ამიტომაც არ ეჩქარებათ კილოგრამებს თქვენი მიტოვება, სპორტულ დარბაზში - ქვეცნობიერი აფერხებს მათ.

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები

2. საკუთარი სიზარმაცის შესანიშნავი გამართლებაა

ყველას გვიწევს რიგი საქმეების გადადება ხვალისთვის ან შემდეგი თვისთვის. ზედმეტი წონის მქონე ადამიანებს კი ხშირად სჩვევიათ გეგმების გადადება შემდეგი ცხოვრებისთვის - როცა გამხდრები და მოხდენილები იქნებიან. ეს ხომ შესანიშნავი გამართლებაა.

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები

3. ეს არის ხერხი მიიღო სიყვარული და ყურადღება

ვის არ უყვარს წუწუნი? - თან როცა, ირგვლივ იმდენი ახლობელი გამშვიდებს: ყველას უყვარხარ, ეცოდები, ზრუნავენ შენზე, შენ კი ამ დროს - სამყაროს ცენტრი გგონია თავი. მკაცრი დიეტა ან ხისტი მწვრთნელი კი - ეს ხომ იდეალური სიუჟეტია საღამოს წუწუნისთვის, ლამის ყოველდღე გაითამაშო დრამა.

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები

4. გაქცევა არასასურველი აზრებისა და ემოციებისგან

თუ შეგიმჩნევიათ, რომ სტრესის ნიადაგზე ბევრ ადამიანს ერთვება ბევრი ჭამის რეჟიმი? - ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანი ემოციებს ვერ აკონტროლებს. განსაკუთრებულად ისინი ვისაც ბავშვობიდან აჩვევდნენ საკუთარი თავის ხელში აყვანას სიტყვებით: „ნუ წუწუნებ, შენ ხომ დიდი ხარ!“.

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები

5. დაბალი თვითშეფასება

წონის დაკლებაში სიძნელეების კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მიზეზია - საკუთარი თავის არაადეკვატური შეფასება. მაგალითად, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რადგან დედა ან მამა ჰყავს მსუქანი, ამიტომაც აქვს მას ზედმეტი წონა. მეცნიერების მიხედვით, გენეტიკურად გადამცემი სიმსუქნე - ეს არა გარდაუვალობა, არამედ მხოლოდ მიდრეკილებაა.

5 ფსიქოლოგიური მიზეზი, რატომ ვერ იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშით ადამიანები



<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>