LIFE

როგორი ადამიანები არიან ყველაზე დასამახსოვრებლები და ვის ვერ დაივიწყებთ ვერასოდეს?

როგორი ადამიანები არიან ყველაზე დასამახსოვრებლები და ვის ვერ დაივიწყებთ ვერასოდეს?

ადამიანების უმეტესობას, რა თქმა უნდა, სურს დანარჩენებზე ისეთი პირველი შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ დაუვიწყარი გახდეს და სხვა დროს მისი ცნობა და გახსენება არავის გაუჭირდეს.

ეს არ არის რთული გამოწვევა. თუ საკითხს სწორად მიუდგებით, მიზანს მარტივად მიაღწევთ და ყველაზე დასამახსოვრებელი პიროვნება გახდებით.

კვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ ადამიანს რაიმე გამორჩეული და უნიკალური მახასიათებელი ხდის სხვებისთვის დასამახსოვრებელს. ყველა ჩვენგანი შევხვედრივართ ვინმე ისეთს, ვისი დავიწყებაც შეუძლებელია. შესაძლოა, ეს იყო მამაკაცი ჯიბის საათით, ქალი წითელ კაბაში - თვალი და გონება იმახსოვრებს უცნაურს, განსაკუთრებულს და უნიკალურს.

როგორი ადამიანები არიან ყველაზე დასამახსოვრებლები და ვის ვერ დაივიწყებთ ვერასოდეს?

ჩვენ ვიმახსოვრებთ ადამიანს, რომელიც რაღაცით გვაკვირვებს, რომლის დანახვაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ადამიანების უმეტესობა არც სილამაზის დედოფალები და არც პრინცები არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანები, თუმცა აქვთ რაღაც, რაც მათ უნიკალურად აქცევთ და ეს „რაღაც“ უმეტეს შემთხვევაში, პიროვნული თვისებებია.

ანიჭებს თუ არა სილამაზე ადამიანს უპორატესობას, არის თუ არა ძალიან მომხიბვლელი ადამიანი უფრო მარტივად დასამახსოვრებელი?

კვლევის მიხედვით, ნაკლებად მომხიბვლელსახიანი ადამიანები უფრო დასამახსოვრებლები არიან, ვიდრე უფრო მომხიბვლელები.

როგორი ადამიანები არიან ყველაზე დასამახსოვრებლები და ვის ვერ დაივიწყებთ ვერასოდეს?

თუმცა სილამაზის უპირატესობა ის არის, რომ მომხიბვლელ ადამიანს საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო სანდოდ და საიმედოდ აღიქვამს.

მაყურებლის თვალი - სილამაზის ანალიზის დროს მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ლამაზი ადამიანი იპყრობს გარშემომყოფთა თვალებს. საზოგადოებას ლამაზი ადამიანების მიმართ დადებითი შთაბეჭდილება უჩნდებათ ისე, რომ შესაძლოა, სულაც არ იცოდნენ ამ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე არაფერი. კვლევის თანახმად, ადამიანები სილამაზესა და ადამიანის პოზიტიურ ხასიათს ქვეცნობიერად ერთმანეთს უკავშირებენ.

როგორი ადამიანები არიან ყველაზე დასამახსოვრებლები და ვის ვერ დაივიწყებთ ვერასოდეს?

და მაინც, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებით, ადამიანებს ამახსოვრდებით იმის მიხედვით, თუ რა გრძნობა გამოიწვიეთ მასში. მკვლევართა დასკვნაში ნათქვამია, თუ გსურთ რომ ადამიანებს დაამახსოვრდეთ, გარეგნობაზე მთავარი ემოციებია. თუ შეძლებთ მათში მძაფრი ემოციების გამოწვევას, თქვენ ვერასოდეს დაგივიწყეებენ.

როგორი ადამიანები არიან ყველაზე დასამახსოვრებლები და ვის ვერ დაივიწყებთ ვერასოდეს?



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>