მშობლები

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

სკოლებში და მის გარეთ ბავშვებს შორის ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული და ეს მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა.

სტატისტიკურად, ახალგაზრდებს შორის ძალადობის შემთხვევები უფრო ხშირია 10-დან 24 წლამდე პერიოდში. ფსიქოლოგების განმარტებით, მოზარდებს შორის ძალადობა ხაზს უსვამს ზოგადად საზოგადოებაში არსებულ არაჯანსაღ გარემოს.

მოზარდებს შორის ძალადობაზე დისკუსიისას იშვიათად განიხილავენ იმ საზოგადოების სიჯანსაღეს, რომელშიც ეს ახალგაზრდები იზრდებიან. არადა, საზოგადოების ჯანსაღი მიდგომები სხვადასხვა საკითხებისადი და თუნდაც, ამ შემთხვევაში ძალადობისადმი არის უმთავრესი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, თუ მოზარდებში ძალადობის პრევენცია გვსურს.

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

ჯანსაღი საზოგადოება ქმნის ჯანსაღ გარემოს, სადაც საერთოდ ძალადობის და მათ შორის, მოზარდებს შორის ძალადობის შემთხვევები მინიმუმამდეა დასული.

ძალადობა შეიძლება გამოხატული იყოს ბულინგით, ხელჩართული ჩხუბით, ცივი იარაღის გამოყენებით, აგრესიით ელექტრონულ სივრცეში, ჯგუფური თავდასხმით.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ძალადობას - გთავაზობთ ძალადობის პრევენციის რამდენიმე მეთოდს:

სკოლაში ძალადობის აღკვეთა სავსებით შესაძლებელია. კვლევა აჩვენებს, რომ პრევენცია შესაძლებელია პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების და ასევე სხვა მოსწავლეების ჩართულობის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

სკოლაში ძალადობის აღმოსაფხვრელად საჭიროა თითოეულმა სკოლამ შეიმუშავოს ძალადობასთან ბრძოლის უნიკალური სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება ამ სკოლის მოსწავლეებზე და გარემოზე, რომელიც სკოლაშია.

პრევენციული მეთოდები, საბოლოო ჯამში, ამცირებს ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის წარმოშოშობის რისკის ფაქტორებს და ხელს უწყობს, დადებითი გავლენა მოახდინოს მოზარდებზე.

განვიხილოთ ძალადობის აღმოფხვრის რამდენიმე სტრატეგია:

1. ინდივიდუალური სტრატეგია - თითოეულ სკოლას უნდა ჰქონდეს შემუშავებული ძალადობასთან ბრძოლის და მისი პრევენციის პროგრამა და სკოლის თითოეული თანამშრომლისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ძალადობის პრევენცია და მისი არსებობის რისკის შემცირება უნდა იყოს.

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

სკოლამ უნდა იმუშაოს ბავშვებთან აგრესიის დასამარცხებლად. კონცენტრირება უნდა მოახდინოს ბავშვებში ემოციური კონტროლის სწავლაზე, პოზიტიურ სოციალურ აქტივობებზე, ბავშვებთან ერთად უნდა ეძებოს სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები, კონფლიქტების აღმოფხვრის გზები. ფსიქოლოგების რჩევით, ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობის რისკს.

2. ურთიერთობების სტრატეგია - პოზიტიური ურთიერთობა მოსწავლეებს, პეგადოგებს და ოჯახის წევრებს შორის და ამავდროულად, თანატოლების ოჯახის წევრებს შორის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებს შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთობების გაღრმავება ძალადობასთან ბრძოლის კუთხით საოცრად ეფექტურია.

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

კვლევის თანახმად, სკოლაში სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობაა, სადაც მასწავლებელები უსმენენ თავიანთ მოსწავლეებს, ისმენენ მათ საჭიროებებს და არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თავიანთი საგნის სწავლებით, მინიმუმამდეა დაყვანილი ძალადობის დონე და ბავშვები არიან უფრო მშვიდები და მეგობრულები ერთმანეთის, თანატოლებისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ.

ფსიქოლოგების განმარტებით, ურთიერთობების სტრატეგიის ფარგლებში, მასწვალებელმა მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოს სხვისი აზრის პატივისცემა. მას უნდა შეეძლოს მოუსმინოს სხვის აზრს, გამოთქვას საკუთარი და ესმოდეს, რომ განსხვავებული მოსაზრებები დაპირისპირების საბაბი არ უნდა გახდეს.

ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მასწავლებელთან ერთად, მშობლის როლი უდიდესია. ბავშვმა, პირველ რიგში, მშობლისგან, ოჯახის წევრებისგან უნდა ისწავლოს სხვისი აზრის პატივისცემა. მშობელსა და სკოლას შორის უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია. ასეთი ქმედებები მოზარდის აღზრდის ადრეული პერიოდიდანვე უნდა დაიწყოთ.

3. ინტერესების სტრატეგია - სკოლაში არსებული გარემო ხშირად ხდება ძალადობის მიზეზი. სკოლამ შეიძლება უამრავი ნაბიჯი გადადგას გარემოს გასაუმჯობესებლად და ძალადობის აღმოსაფხვრელად. ძალიან ეფექტურია ასეთ დროს მხარდამჭერი მენეჯმენტის პრაქტიკა, ერთად სწავლების ტექნიკა - ერთად სწავლის დროს მოსწავლეები ეხმარებიან ერთმანეთს, მხარს უჭერენ და მათ შორის უფრო თბილი დამოკიდებულება ჩნდება.

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ და როგორია ძალადობის პრევენციის გზები?

ასევე აუცილებელია, რომ სკოლამ და ოჯახმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მოზარდებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა სთხოვოს. უფროსი თაობა გახსნილი უნდა იყოს მოზარდთან კომუნიკაციისას.

კვლევის თანახმად, ძალადობაზე გავლენას ახდენს ასევე სკოლის ვიზუალური მხარე. მოუწესრიგებელი გარემო, სადაც სკოლის ზოგიერთი ფანჯარა ჩამსხვრეულია, მოუწესრიგებელია საპირფარეშოები და ა.შ - ქმნის უფრო მეტად ძალადობრივ გარემოს.

სკოლის ვიზუალური მხარე უნდა იყოს თბილი, ნათელი, ხასხასა, ლამაზი ფერებით დატვირთული, უნდა იყოს გარემო, სადაც ბავშვს უფრო მეტად განუვითარდება არა ძალადობრივი მიდრეკილებები, არამედ, ხელოვნებისკენ სწრაფვა, განუვითარდება შემოქმედებითი უნარები და უფრო მეტის შეცნობის სურვილი გაუჩნდება. სკოლამ მოზარდები უნდა დააკავოს რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული აქტივობებით.



<a href="https://www.cdc.gov">https://www.cdc.gov</a>