LIFE

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

ახალი წელი თანდათან ახლოვდება. ამბობენ, რომ მთელი წელი ისე გასტანს, როგორც მას დაიწყებ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მხიარულები, ბედნიერები და მოტივირებულები იყოთ.

გთავაზობთ 6 ჩინურ ფილოსოფიურ გამონათქვამს, რომელიც ახალი წლის ბედნიერად დაწყებაში დაგეხმარებათ:

1. „თოვლს არ სჭირდება გარეცხვა იმისთვის, რომ იყოს თეთრი, შენც არაფრის გაკეთება არ გჭირდება. უბრალოდ იყავი ის, ვინც ხარ“ - გამონათქვამის ავტორი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძია. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ ყველა სიტუაციაში იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ და ახალი წელი სწორედ ასე დაიწყოთ. თქვენთვის წარმატების მიღწევა, ადამიანებთან კომუნიკაცია, ახალი კავშირების დამყარება უფრო მარტივი გახდება.

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

2. „არასოდეს ჩახტე ერთსა და იმავე ორმოში ორჯერ“ - ამბობს ჩინელი ფილოსოფოსი დენგ მინგ დაო. გადააფასეთ წლის დასაწყისშივე თქვენი ცხოვრება - რა მოგწონთ, რა ახდენს ნეგატიურ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე და თუ ხვდებით, რომ რაღაც კონკრეტული საქმე, ან კონკრეტული პიროვნება უარყოფითად მოქმედებს, გვნებთ, ნუღარ დაკავდებით ამ საქმით, ან ამ ადამიანთან ურთიერთობით. ნუ შეცურავთ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ.

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

3. „საუკეთესო დრო ხის დარგვისთვის 20 წლის წინ იყო და მეორედ საუკეთესო დრო ამ საქმისთვის ახლაა, ეს მომენტია“, - ჩინური ანდაზა. შესაძლოა, უამრავი გეგმა და იდეა გაქვთ. დიახ, სწორედ ახლაა დრო, რომ საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს იდეებს და აღარ დაელოდოთ არაფერს. იმისთვის რომ ოცნება რეალობად აქციოთ, ჯერ ფუნდამენტი უნდა ჩაუყაროთ და ახალი წლის დასაწყისი ამისთვის საუკეთესო დროა.

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

4. „ცხოვრება მარტივი იქნებოდა ჩვენ რომ არ ვართულებდეთ“, - კონფუცი. გადახედეთ განვლილ წელს, იმ სირთულეებს რომლებიც შეგხვდათ. დაფიქრდით, რამდენად დიდია თქვენი წვლილი ამ სირთულეების შექმნაში. იქნებ ხელოვნურადაც გაართულეთ ყველაფერი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. იქნებ შეძლოთ ახალი წლიდან ზოგიერთ საკითხს უფრო მარტივად შეხედოთ. თუ ასე მოიქცევით, ცხოვრება უფრო მარტივი, ხალისიანი და ბედნიერი იქნება.

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

5. „მეგობრები ის ოჯახია, რომელიც არასოდეს გვყოლია“ - მენციუსი. მეგობრებს ადამიანს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, მენციუსის ამ გამონათქვამს კი განსაკუთრებით ისინი მიხვდებიან ვისაც არ ჰყავს დედმამიშვილები, ვისაც არ ჰყავს ოჯახი. მეგობრები ამ ადამიანებისთვის ნამდვილი ოჯახია და დიახ, ის რომ გყავთ მეგობრები, თქვენი ბედიერების მიზეზია.

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები

6. „მასწავლებელი გიღებს კარს, მაგრამ კარში შენით უნდა შეხვიდე“ - ჩინური ანდაზა. ეს ანდაზა გვიჩვენებს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას პირველ რიგში თავად უნდა მოეკიდოს პასუხისმგებლობით, სხვა შენს მაგივრად ყველაფერს ვერ გააკეთებს. მაშინაც კი თუ საოცარი მენტორი გყავთ, თუ თავად არ მოინდომებთ, არაფერი გამოგივათ. თქვენს ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე, მიზნის მიღწევაზე მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. თქვენ მაგივრად ვერავინ იფიქრებს, თქვენ ნაცვლად სხვა ვერ გააკეთებს. აუცილებელია გააოცნობიეროთ ეს და ახალი წელი ახალი შემართებით დაიწყოთ.

6 ჩინური ფილოსოფიური გამონათქვამი, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს იყოთ ბედნიერები და მოტივირებულები



<a href="http://inspiration.allwomenstalk.com">http://inspiration.allwomenstalk.com</a>