SEX

რა არ უნდა უთხრათ მამაკაცს სექსის შემდეგ

რა არ უნდა უთხრათ მამაკაცს სექსის შემდეგ

გაითვალისწინეთ პირველი და ყველაზე აუცილებელი წესი - არავითარი უარყოფითი ან ირონიული შეფასება სექსის შემდეგ. თუნდაც ის თქვენი ქმარი იყოს, რომელთან ერთადაც უკვე ათი წელია

შეიძლება უსაყვედურო მამაკაცს, რომ არ შეუძლია ლურსმანი მიაჭედოს, რომ დაბალი ანაზღაურება აქვს, რომ ეგოისტია, ღორმუცელა, უსაქმური - მაგრამ არავითარი ბრალდება, რომ ის სექსუალურად უუნაროა. განსაკუთრებულად თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ.

შემდეგი წესი: ნუ მოითხოვთ დაუყონებლივ გაგრძელებას. არსებობენ, მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ ერთს, მეორე სექსუალური აქტი მიაყოლონ, მაგრამ იშვიათად. მიეცი მამაკაცს საშუალება დაისვენოს, დალიოს ფინჯანი ყავა ან, ბოლოსდაბოლოს, მიიღოს აბაზანა. ნუ ეკითხებით, კარგი იყო თუ არა. რადგან თუ თქვენთან სექსი აქვს, ესე იგი მოსწონს. საერთოდ, სექსის დასრულებისთანავე საუბრის წამოწყება ძალიან დიდი შეცდომაა.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ სექსი მოულოდნელად გქონდათ, არ ელოდით - აგარაკზე ხართ, პიკნიკზე ან მივლინებაში. ხანდახან ეს საუკეთესო სექსია ცხოვრებაში, მაგრამ დასასრულს არ გააფუჭოთ ყველაფერი. არ შეიძლება მაშინვე ჩაცმა და გაქცევა. ყოველთვის უნდა გქონდეთ ნეტარების 15 წუთი. უბრალოდ იწვეთ გვერდიგვერდ და ჩუმად იყოთ.

კიდევ ერთი წესი. არავითარი სამედიცინო ხასიათის ფაციფუცი. ყოველგვარი სიამოვნება ქრება. უსაფრთხოებაზე ადრე უნდა გეფიქრათ.

რა არ უნდა უთხრათ მამაკაცს სექსის შემდეგ

და ბოლოს. წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი პირველი სექსია ახალ ნაცნობთან. არასოდეს არ ჰკითხოთ: „ დამირეკავ?“ მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ძალიან შეგიყვარდათ.

მიეცით მამაკაცს ფიქრისთვის დრო, თვითონ გიპოვით.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>