მშობლები

აღზრდის 8 წესი, რომელთა წყალობით ბავშვები გენიოსები ხდებიან

აღზრდის 8 წესი, რომელთა წყალობით ბავშვები გენიოსები ხდებიან

1. დამოუკიდებლობის წახალისება

იმისათვის რომ ბავშვი წარმატებული გაიზარდოს, ძალიან მნიშვნელოვანია შთააგონოთ ერთი ჭეშმარიტება - „მე ყველაფერი თავად შემიძლია“. აზროვნების ასეთი ტიპის წყალობით ბავშვს ეცოდინება, რომ ის უბრალოდ კი არ მიაბიჯებს მომავალისკენ, არამედ აშენებს მას.

2. წაახალისოთ, თუ რაიმე საქმეს მოკიდა ხელი

თუ ბავშვს რაიმე არ გამოსდის, უფროსებმა უნდა შეახსენონ, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია, მოქმედებისას კი საქმე მარტივდება.

3. ნდობა - ყველაზე საუკეთესო შექებაა

უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის, რომელმაც რაღაც წამოიწყო, ყველაზე ძვირფასი შექებაა - ასევე ნდობა.

4. უწესრიგობის მიღება

იმის მაგივრად რომ ბავშვებს მუდმივად სახლში წესრიგის დაცვაზე ესაუბროთ, მიეცით საშუალება იცხოვრონ კომფორტულ გარემოში და თანდათან მოუყევით წესრიგის სარგებლობაზე.

აღზრდის 8 წესი, რომელთა წყალობით ბავშვები გენიოსები ხდებიან

5. ენერგია უნდა იხარჯებოდეს

მშობლები გასეირნების დროს ხშირად უყვირიან ბავშვებს: „იქ არ შეძვრე“, „ხელი არ ახლო“. მაგრამ უფრო ბრძენმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვმა ბავშვობაში უნდა დახარჯოს მთელი თავისი ენერგია, რომ მომავალში ცხოვრება გაუადვილდეს.

6. ოჯახში უფროსები მშობლები არიან

უფროსების პატივისცემა უნდა მიაჩვიოთ რაც შეიძლება ადრე. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ოჯახში პირველ ადგილზე მშობლები არიან, და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ. ასე ის არ ჩამოეკიდება მომავალში მშობლებს მოთხოვნებით - „გააკეთე“ და „მინდა“, არამედ ეცდება დამოუკიდებლად მიაღწიოს ყველაფერს.

7. ბავშვური თვითკონტროლი არსებობს

იმის მაგიერ რომ ბავშს რაღაცები აუკრძალოთ ან დასაჯოთ, უკეთესია შექმნათ წესები, რომლებიც სწორი ქცევებისთვის სარგებელს მოუტანენ. თუ ბავშვი არ ცხოვრობს აკრძალვებისა და დასჯის ვიწრო ჩარჩოებში, ის სწავლობს ქცევის კორექტირებას თავისივე სიკეთისთვის.

აღზრდის 8 წესი, რომელთა წყალობით ბავშვები გენიოსები ხდებიან

8. არაფერი არ რჩება შეუმჩნეველი

თანამედროვე ფსიქოლოგები თვლიან, რომ არ არის საჭირო შეაქო ბავშვი თითოეული ნაჯღაბნისთვის, რათა ასე სტიმული მისცე განვითარებისთვის. მაგრამ მომავალი გენიოსების მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მისი ნებისმიერი შესრულება უნდა წააქეზო.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>