სტილი

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

შოპინგი ადამიანების დიდი ნაწილისთვის სასიამოვნო პროცესი და განტვირთვის საშუალება გახლავთ, მაგრამ ხშირად სამოსის ყიდვის დროს შეცდომებს ვუშვებთ, არ ვაკვირდებით დეტალებს და ამის გარდერობში ბევრი ისეთი ნივთი გვაქვს, რომელიც ერთხელაც კი არ ჩაგვიცვამს.

გთავაზობთ 9 მნიშვნელოვან დეტალს, რომლებსაც სამოსის ყიდვის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

1. ფეხსაცმლის ყიდვის დროს ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად რბილი პრუდუქტისგან არის შექმნილი და აქვს თუ არა საკმარისი სიგანე - მაღაზიებში ბევრ მოდურ ფეხსაცმელს ხედავთ და არ უნდა მოგატყუოთ თვალმა, ყველა მათგანი თქვენი ფეხის ზომა და თქვენი ფეხისთვის შესაბამისი არ არის. შეამოწმეთ რამდენად რბილია ის და აქვს თუ არა საკმარისი სიგანე. თუ ძალიან ვიწრო ფეხსაცმელს იყიდით, ის ფეხს ძალიან გატკენთ და დიდი ალბათობით, ფულს ტყუილად გადაყრით.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

2. ნაქსოვი სვიტერის ყიდვისას დააკვირდით ქსოვილს - თუ ქიშმირის სვიტერი უნდა იყიდოთ, ყურადღებით დააკვირდით ნაქსოვს. ის ისეთი უნდა იყოს, როგორც მეორე ფოტოზეა ნაჩვენები. უნდა იყოს ორმაგი ქსოვილი. ის უფრო გამძლეა და უფრო სქელი, არ იწელება მარტივად და დიდხანს ინარჩუნებს თავის პირვანდელ ფორმას. როცა მხოლოდ ერთ მხარესაა ნაქსოვი, ის მარტივად დეფორმირდება.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

3. ე.წ. კუბოკრული სამოსის ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ არის თუ არა კუბიკები თანაბრად განაწილებული - ხარისხიან სამოსზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები ერთი ზომისაა და თანაბარი ზომების კუბიკებს ქმნის.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

4. ჯინსის შარვლის შეძენისას შეიძინეთ შესაბამისი სიგრძის შარვალი - ნუ იყიდით ძალიან გრძელ შარვალს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტანზე მომდგარ ჯინსს ყიდულობთ. ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენი სიმაღლის შესაბამისი. როცა მამაკაცის ჯინსის შარვალზეა საუბარი, ის უნდა ფარავდეს წინდის სათავეს და არ უნდა ფარავდეს ფეხსაცმელებს.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

5. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენად ხარისხიანადაა შეკერილი სამოსი - არ დაგავიწყდეთ სამოსის ყიდვის დროს ამ კომპონენტის შემოწმებაც. ხარისხიანი სამოსი შეკერილი უნდა იყოს ისე, როგორც მეორე ფოტოზეა ნაჩვენები.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

6. ნუ ენდობით სამოსზე მითითებულ ზომას - არ იყიდოთ მოზომვის გარეშე და არ ენდოთ სამოსზე მითითებულ ზომას. ხშირ შემთხვევაში ზომები არ ემთხვევა სტანდარტულ, ზომებს. შეცდომაში რომ არ შეხვიდეთ და უსარგებლო სამოსი რომ არ შეიძინოთ, ყიდვამდე აუცილებლად მოიზმოეთ ის.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

7. საყიდლებზე წასვლის წინ ჩაიცვით შესაბამისად - იმისთვის, რომ სამოსი სწორად შეარჩიოთ და ნაყიდი ტანსაცმლით კმაყოფილები დარჩეთ, აუცილებელია, შოპინგის დროს გეცვათ შესაბამისად, კომფორტულად. ჩაიცვით კომფორტული სამოსი, კომფორტული ფეხსაცმელი. მარტივად არ დაიღლებით.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

8. შეარჩიეთ შოპინგისთვის შესაბამისი დრო - იმისთვის, რომ ფული ეკონომიურად დახარჯოთ, სამოსის საყიდლად შესაბამისი დრო უნდა შეარჩიოთ. წლის განმავლობაში არის თვეები როცა სამოსი სხვა თვეებთან შედარებით უფრო ძვირი ღირს. დაელოდეთ ფასდაკლებებს.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ

9. ნუ იყიდით სამოსს დაუყოვნებლივ - შესაძლოა, მაღაზიის ვიტრინაში რაიმე თვალს გჭრით და ძალიან გინდათ მისი შეძენა, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ ეს სამოსი ან სულაც არ მოგწონთ და ამავდროულად, არ გჭირდებათ, შესაძლოა არც არასდროს ჩაიცვათ. დაიცადეთ, გავიდეთ ერთი კვირა მაინც და ისევ თუ ჩათვლით, რომ ეს სამოსი ძალიან მოგწონთ, ამ შემთხვევაში იყიდეთ.

9 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც სამოსის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>