LIFE

მამაკაცების 5 ტიპი, რომლებთანაც ურთიერთობა არ უნდა დაიწყოთ

მამაკაცების 5 ტიპი, რომლებთანაც ურთიერთობა არ უნდა დაიწყოთ

1. გულგატეხილი გმირი

ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა სხვასთან ურთიერთობა და ჯერ კიდევ არ დავიწყებია ძველი სიყვარული.

ეს შეიძლება იყოს ცხოვრებისეული გარემოებებიც, რომელსაც ის ვერ უმკლავდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებს მამაკაცი წარსული ურთიერთობების დასრულებაზე ან ცხოვრებისეულ სიტუაციაზე.

თუ ადამიანი ცდილობს გაერკვეს და აღიარებს საკუთარ წვლილს წარუმატებლობაში, მაშინ მას აქვს შანსი შეიცვალოს.

თუ ის პრობლემებში სხვებს ან გარემოებებს ადანაშაულებს - დიდი ალბათობით ახალ ქალთანაც უპასუხისმგებლო და მომხმარებლური დამოკიდებულება ექნება.

2. კომპლიმენტების ოსტატი

სასიამოვნოა, როდესაც მამაკაცს კომპლიმენტები ეხერხება, მაგრამ დასაფიქრებელია, თუ ამას საზღვარი არ აქვს. შეიძლება ეს მის სურვილზე მეტყველებდეს, რომ მალე გადავიდეს ინტიმურ ურთიერთობებზე.

ხანდახან მოჩვენებითი თეატრალურობის უკან კომპლექსები იმალება. ის მზად არ არის ურთიერთობებისთვის და უბრალოდ ვარჯიშობს რამდენად კარგად გამოუვა.

მამაკაცების 5 ტიპი, რომლებთანაც ურთიერთობა არ უნდა დაიწყოთ

3. დისტანციის მოყვარული

ამ ტიპის მამაკაცი არასოდეს ამჟღავნებს სულიერ სითბოსა და ემოციურ სიახლოვეს. თუ ერთხელ ჰკითხავთ, რატომ არ აეწყო მას სხვებთან ურთიერთობები, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ჯერ არ შეხვედრია მონათესავე სული.

არ დაუჯეროთ, რადგან დიდი პერსპექტივა არ გაქვთ მასთან სრულყოფილი და ხანგრძლივი კავშირი გქონდეთ, თუ, რა თქმა უნდა, ქალს არ უნდა ასეთ მამაკაცთან ქორწინება.

4. ტრაგედიის მეფე

თუ მამაკაცი მხილოდ წუწუნებს, მისი პრობლემები კი არ თავდება სამსახურში ან მეგობრებთან ურთიერთობისას, ამ დროს მნიშვნელოვანია შეაფასოთ არა პრობლემების რაოდენობა, არამედ მათი მოგვარების საშუალებები.

თუ მამაკაცი უმოქმედოდ არ ჩერდება და პრობლემის გადაჭრის გზები თქვენს ფასეულობებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მაშინ თქვენს ურთიერთობებსაც შეიძლება ჰქონდეს მომავალი.

5. მარადიული ბავშვი

მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს მოქმედება. ხშირად რჩება სამსახურის გარეშე და შეიძლება მხოლოდ მაშინ შედგეს, თუ მის ცხოვრებას კონტროლის ქვეშ აიყვანთ.

არსებობენ ქალები, რომლებისთვის უფრო მატრიარქალური ურთიერთობებია მისაღები, დომინანტურ მამაკაცებს ვერ ეგუებიან. თუ მზად ხართ ოჯახში პირველმა დაუკრათ ვიოლინო, შესაძლოა, მასთან რამე გამოგივიდეთ, ოღონდ, დედამ თუ გამოუშვა.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>