სილამაზე

ჯანსაღი და გრძელი თმის საიდუმლო - მარტივი მეთოდი დაზიანებული ბოლოების მოსაშორებლად

ჯანსაღი და გრძელი თმის საიდუმლო - მარტივი მეთოდი დაზიანებული ბოლოების მოსაშორებლად

გქონდეს გრძელი, ჯანსაღი და ლამაზი თმა, არც ისე მარტივია. ბევრი ცდილობს გაიზარდოს თმა, თუმცა იმის გამო რომ ბოლოები იყოფა და არაჯანსაღი ეფექტი აქვს, ისინი იძულებულები არიან, შეიჭრან.

თმა ბევრი მიზეზით შეიძლება დაზიანდეს. განსაკუთრებით კი, პრობლემურია შეღებილი თმა, ვინაიდან ის უფრო მარტივად ზიანდება და როგორი ხარისხიანი საღებავიც უნდა გამოიყენოთ, მაინც უარყოფითად მოქმედებს.

ათასგვარ საშუალებას ვიყენებთ თმის გაჯანსაღებისთვის, თუმცა მათი უმეტესობა არაეფექტურია. უამრავი უშედეგო ცდის შემდეგ, ვიღებთ მაკრატელს და გაყოფილ და დამწვარ თმის ბოლოებს ვიჭრით, თმის სიგრძე კი, მოკლდება.

ჯანსაღი და გრძელი თმის საიდუმლო - მარტივი მეთოდი დაზიანებული ბოლოების მოსაშორებლად

სტილისტები გრძელი და ჯანსაღი თმის საიდუმლოს ამხელენ. რეალურად, სულაც არ არის საჭირო, მისი სიგრძე შეამოკლოთ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ შეიჭრათ სწორად.

თუ გინდათ, რომ დაზიანებული თმა მოიჭრათ, მაგრამ თმა არ დამოკლდეს უნდა მიმართოთ დაზიანებული ბოლოების მოშორების მეთოდს.

„ეს არის მეთოდი, რომელიც თმას სიგრძეს არ აკარგვინებს, მხოლოდ გაშორებთ თმის დაზიანებულ ნაწილს“ - ამბობს სტილისტი სალ სალსედო.

BO-4 Instagram Post

სტილისტის თქმით, თუ გინდათ, რომ თქვენს თმას ჯანსაღი იერი ჰქონდეს, ის გახდეს ბზინვარე და ხარისხიანი, ამავდროულად იყოს გრძელი, პირველი რიგში, დაზიანებული ბოლოები სწორედ ამ მეთოდით უნდა მოიშოროთ.

ეს არ არის ახალი მეთოდი, მაგრამ სტილისტები ხშირად არ იყენებენ, რადგანაც დიდი დრო სჭირდება.

ეს მეთოდი ნებისმიერი სტრუქტურის თმისთვის კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ გაყოფილი და დამწვარი ბოლოები კარგად გამოჩნდეს, აუცილებელია თმა იყოს გასწორებული. სწორ თმაზე უკეთ ჩანს ისინი და მოშორებას ამარტივებს.