ჯანმრთელობა

ახალი სპორტული კომპლექსი - "აკვა ცენტრი და ფიტნესი"

ახალი სპორტული კომპლექსი - "აკვა ცენტრი და ფიტნესი"

„ფიტნესი ისევე სჭირდება ორგანიზმს განვითარებისთვის როგორც გონებას წიგნის კითხვა„ – Joseph Addison

„ჩვენ რომ შეგვეძლოს ყოველი დღე დავუთმოთ სწორ ვარჯიშსა და კვებას, აღმოვაჩენდის საუკეთესო წამალს ორგანიზმისთვის„ - ჰიპოკრატე

2 აუზი, საუნა, ფიტნეს დარბაზი, მასაჟის კაბინეტი, ზუმბა, კრივი, აერობიკა, სტეპი, ქროსფიტი - გლდანში ახალი სპორტული კომპლექსი „აკვა ცენტრი და ფიტნესი„ გაიხსნა.

უმაღალეს ევროპულ სტანდარტებზე მორგებული მომსახურეობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე, იზრუნებს მომხმარებლების ჯანსაღ და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე.

ფიტნეს დარბაზი მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდის Ferro-ს 70-ზე მეტი ტრენაჟორითაა აღჭურვილი. პროფესიონალი, მოქმედი სპორტსმენი ტრენერები ვარჯიშის პროგრამასთან ერთად ნებისმიერ მომხმარებელს ინდივიდუალურ კვების რაციონსაც შეუდგენენ.

ახალი სპორტული კომპლექსი -

მასაჟის კაბინეტი გთავაზობთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ (მაგ. სქოლიოზის, ბრტყელი ტერფის), სარელაქსაციო, გამამკვრივებელ, ანტიცელულიტურ, სახისა და დეკოლტეს მასაჟებს.

სამკურნალო მასაჟთან ერთად სპეციალური რეაბილიტოლოგიური პროგრამის ფარგლებში პაციენტს ენიშნება სამკურნალო ვარჯიშებიც.

კოპლექსში არის ექიმის კაბინეტიც და ვერცერთი მომხმარებელი, ექიმთან კონსულტაციისა და ჯანმრთელობის შემოწმების გარეშე ვერ ისარგებლებს ამა თუ იმ მომსახურეობით, რადგან აკვაცენტრისთვის თითოეული წევრის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.

ახალი სპორტული კომპლექსი -

აკვაცენტრი და ფიტნესი არის სილამაზის, სიჯანსაღისა და კომფორტის ცენტრი, რომლის პრიორიტეტი მუდამ იქნება მომხმარებლის კეთილგანწყობა და უმაღლესი ხარისხი.

ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრი ძლიერი შესაძლებლობებითა და პოტენციალით, რომელიც ზრუნავს და იზრუნებს მომხმარებლების პოზიტიურ განწყობაზე, ბედნიერებასა და ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლესა და სიჯანსაღეზე.

ცენტრის თანამშრომლებისთვის ტარდება სპეციალური ტრენინგები, რომელიც კიდევ ერთხელ დაეხმარება მათ მომსახურეობის სფეროს უკეთ ათვისებასა და მომხმარებელთან კომფორტული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

უახლოეს მომავალში აკვაცენტრსა და ფიტნესს დაემატება სველი საუნა და ბარი.

მისამართი: ხიზაბავრას ქ.47

https://www.facebook.com/Aquacentre.official/

ახალი სპორტული კომპლექსი -