LIFE

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

1. თქვენ გრძნობთ, რომ უბედური ხართ

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, რომ არასწორი გზით მიდიხართ - თქვენი უკმაყოფილობაა. ყველა თქვენს გადაწყვეტილებას საბოლოოდ უნდა მოჰქონდეს სიხარული. ჩვენ ყველას გვინდა ბედნიერება და კომფორტი. ყველა თქვენი გადაწყვეტილება უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას, რომ ბედნიერად იგრძნობთ თავს, მოკლევადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში. ასე რომ, თუ გრძნობთ დისკომფორტს, უბრალოდ შეჩერდით და გააკეთეთ სხვა არჩევანი.

2. ცხოვრება არ გიყენებთ გამოწვევებს

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

ხშირად ვამბობთ რომ იოლი ცხოვრება გვსურს, მაგრამ ჩვენს ბუნებაში ჩადებულია სიძნელეების გადალახვის სურვილი. ისინი გვეხმარებიან ზრდასა და სწავლაში, და უდაბნოშიც რომ გვეცხოვრა, მაინც შეგვხვდებოდა პრობლემები ყოველდღიურად. დაბრკოლებები და სიძნელეები გვაძლიერებს, ასე რომ ბედისწერის მხრიდან შემოწმებების არარსებობა - უტყუარი ნიშანია, რომ სწორ გზას არ ადგახართ.

3. თქვენ არ აღწევთ მიზანს

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

ხშირად ჩვენ ვწერთ მიზნებს და მოქმედებების გეგმასაც კი ვადგენთ, რათა მივაღწიოთ მათ. მაგრამ თუ თქვენ მუდმივად გადადებთ საკუთარ მიზნებს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ეს ნამდვილად ის არის, რაც მთელი გულით გინდათ? თუ დანამდვილებით არ იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან, დადგა დრო ღრმად ჩაიხედოთ გულში, რათა გაიგოთ რეალურად რა გინდათ.

4. აგრძელებთ ურთიერთობას „არასწორ“ ადამიანებთან

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

კიდევ ერთი ნიშანი, რომ თქვენ ცუდ გზას ადგახართ - არასწორი მეგობრები არიან. მათ არ გააჩნიათ ამბიციები და დიდი მიზნები, მათ უამრავი მავნე ჩვევა აქვთ, ისინი მუდმივად გქაჩავენ ქვემოთ და არ შემოაქვთ არანაირი პოზიტიური წვლილი თქვენს ცხოვრებაში. რატომ ურთიერთობთ მათთან აქამდე? ალბათ ჩვევად გექცათ, მაგრამ თქვენ უნდა გაბედოთ და შეცვალოთ გარემოცვა.

5. თქვენ დაკარგეთ საკუთარი თავი

5 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ თქვენ არასწორი ცხოვრებისეული გზით მიდიხართ

ეს ძალიან ცუდია, როცა კარგავთ კავშირს საკუთარ თავთან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა. თქვენ არ იცით რა გინდათ ცხოვრებისგან, გრძნობთ დაღლილობას, გადატვირთულობასა და შიშსაც კი. თქვენ ვერ ხვდებით ვინ ხართ, სად მიდიხართ, და რაც მთავარია - რატომ. მიზეზისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ყველა ვკარგავთ საკუთარ თავს რაღაც მომენტში. მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა დაიწყოთ თავიდან, იმიტომ რომ მხოლოდ შიგნით არსებობს პასუხები ყველა კითხვაზე. მთავარია - ეცადოთ გაიგოთ.



<a href="transurfing-real.ru">transurfing-real.ru</a>