LIFE

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

1. შვეიცარულ კომუნა ბერგიუნში აკრძალულია ფოტოების გადაღება

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

2017 წლის 29 მაისს ბერგიუნში შემოღებული იყო აკრძალვა ფოტოების გადაღებაზე. ხელისუფლებამ ასე ახსნა თავის გადაწყვეტილება: „მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ შვებულებაში გადაღებული ლამაზი ფოტოები, რომელსაც შემდეგ სოცქსელებში აქვეყნებენ, აუბედურებენ ადამიანებს, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ ამ ადგილებში ყოფნა“. თუ მაინც დაარღვევთ აკრძალვას, ჯარიმა შეადგენს 5 შვეიცარულ ფრანკს.

2. ამერიკულ შტატ კოლორადოში აკრძალულია გუნდაობა

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

კოლორადოს ხელისუფლება გუნდაობას ქვებისა და სხვა სახიფათო ნივთების სროლასთან აიგივებს, ასე რომ ხუმრობით ნასროლი თოვლის გუნდისთვის შეიძლება დაგაჯარიმონ. ასეთი აკრძალვები მოქმედებს სხვა ადგილებშიც, მაგალითად, ქალაქ ტოპიკაში, კანზასის შტატში.

3. სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინის იმპორტი და გაყიდვა

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

თურმე 1980 წელს სინგაპურში საღეჭი რეზინა ნამდვილ უბედურებად იქცა: ვანდალები საღეჭ რეზინას კარებების საკეტებზე, ლიფტის ღილაკებზე, საფოსტო ყუთებზე აწებებდნენ. საღეჭი რეზინისგან ქუჩების გაწმენდაზე კი ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება რომ აკრძალულიყო ამ პროდუქტის იმპორტი და გაყიდვა. გამონაკლისს შეადგენს სამკურნალო საღეჭი რეზინი, რომლის შეძენა მხოლოდ ექიმის რეცეპტით შეიძლება.

4. დასაქმებულ ადამიანებს იაპონიაში აკრძალული აქვთ ჰქონდეთ ზედმეტი წონა

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

„მეტაბოლური კანონის“ მიხედვით, 40-დან 75 წლამდე ასაკის დასაქმებულ იაპონელებს წელის მოცულობას უზომავენ, რომელიც ნორმაში არ უნდა აღემატებოდეს 85 სმ მამაკაცებში და 90 სმ ქალებში. „დამნაშავეებს“ კი არ აჯარიმებენ, არამედ ეხმარებიან ზედმეტი წონის დაკლებაში.

5. გერმანიაში ბენზინის გათავების შემთხვევაში აკრძალულია ავტობანზე გაჩერება

მსოფლიოში 5 ყველაზე უცნაური აკრძალვა

ავტობანზე მოულოდნელმა გაჩერებამ შეიძლება სახიფათო სიტუაცია შექმნას, ამიტომ ბენზინის გათავება არ იქნება პოლიციისთვის საკმარისი გამართლება. საბედნიეროდ, მსგავს სიტუაციაში მოხვედრილ მძღოლებს ADAC-ი - საყოველთაო გერმანული ავტომობილური კლუბი ეხმარება, რომლის ფუნქციაში შედის ტექნიკური, სამედიცინო და სამართლებრივი დახმარება.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>