ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. მშვილდოსანი - მშვილდოსანი ქალი საუკეთესო შეყვარებულია. ის პატივს სცემს ადამიანის პირად სივრცეს, პირად თავისუფლებას, არის საოცრად მზრუნველი და ყველაფრის გაკეთება შეუძლია საყვარელი ადამიანისთვის.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

მშვილდოსნის ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, მას ერთგვარი კედლები აქვს აღმართული და უჭირს ცხოვრებაში ადამიანის შეშვება, თუმცა თუ მის ნდობას მოიპოვებთ და ამ კედლების დანგრევას შეძლებთ, ის მთელი გულით შეგიყვარებთ და საკუთარ თავზე წინ დაგაყენებთ. თუ მშვილდოსანი შეყვარებული გყავთ, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.

2. თევზები - რეიტინგში ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები მეორე ადგილს იკავებენ. ისინი საინტერესო ადამიანები არიან. თევზებთან ურთიერთობა ყოველ დღე ახალ აღმოჩენებთანაა დაკავშირებული. მას შეუძლია რთულ მდგომარეობაში გვერდით დაუდგეს საყვარელ ადამიანს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნოს ის.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

თევზები არასოდეს მოინდომებენ თქვენი გულის ტკენას. ის რთულ მომენტში თქვენ გვერდით იქნება, ჩაგეხუტებათ, გაკოცებთ, გაგამხნევებთ და იმედით აგავსებთ.

3. თხის რქა - ასტროლოგები საუკეთესო შეყვარებული ქალების რეიტინგში თხის რქებს მესამე ადგილს ანიჭებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ხელს უწყობენ პარტნიორს წარმატების მიღწევაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პარტნიორს მოტივაცია შემატონ.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

პარტნიორის გამო შეუძლიათ მთელ სამყაროს დაუპირისპირდნენ. ცუდი ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში გრძნობებს არ გამოხატავენ, მალავენ იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ და სურთ, რომ უთქმელად მიუხვდნენ სიყვარულს.

4. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები კეთილშობილები და ოპტიმიზმით სავსენი არიან. სასწორი მზადაა ურთიერთობისთვის ყველაფერი გაიღოს. საყვარელ ადამიანებს პრობლემებს უგვარებს, ყველაფერს პარტნიორის ნაცვლად აკეთებს.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ეს ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ ხშირად პარტნიორი ეჩვევა სასწორის ამგვარ დამოკიდებულებას და თვითონ უმოქმედოდ რჩება, ავალდებულებს სასწორს, რომ ყველაფერი თავად გააკეთოს, რაც მისი განაწყენების მიზეზი ხდება. თუ გსურთ, რომ ეს დიპლომატი ქალი თქვენ გვერდით იყოს, არ უნდა დაავალდებულოთ თქვენი პრობლემების მოგვარება.

5. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებენ. მათში ორი აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათია. ტყუპები ზოგჯერ მომხიბვლელი, პოზიტიური და მხიარულია, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება ხასიათი ნეგატივით ისე შეეცვალოს, რომ ვერავინ მიხვდეს რა დაემართა.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ტყუპმა ქალმა შესანიშნავად იცის თავისი ხასიათის შტრიხების შესახებ და ცდილობს უარყოფითი დამალოს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმატებით გამოსდის. ის ერთ-ერთ ერთ ყველაზე სანდო და საიმედო ქალია, რომლის იმედიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გქონდეთ. მისი სიყვარული ძლიერია, მაგრამ თუ იმედს გაუცრუებთ აუცილებლად წავა თქვენგან. მეორე შანსს ტყუპები ძალიან იშვიათად აძლევენ ადამიანებს.

6. მერწყული - ის არც საუკეთესო შეყვარებულია და არც ყველაზე ცუდი. მერწყული ქალები ცოტა უცნაურები არიან და ზოგჯერ რთულია მათი გაგება. მათი საუკეთესო თვისება ისაა, რომ აფასებენ პარტნიორის ამა თუ იმ ნიჭს, გულწრფელად უხარიათ პარტნიორის წარმატება.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

7. ლომი - ისინი მზად არიან საყვარელი ადამიანისთვის თავი გაწირონ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შეუფერებელი ადამიანი აირჩიეს და არ ღირდა ამ ადამიანისთვის ამდენის გაკეთება, იმედგაცრუებულები რჩებიან.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ლომებს ხშირად ეცვლებათ ღირებულებები და თუ დღეს ვიღაც კონკრეტული პიროვნებით არიან მოხიბლულნი, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება აზრი შეეცვალოთ და სხვა ადამიანით აღფრთოვანდნენ, რაც რეალურად დიდ პრობლემებს ქმნის სასიყვარულო ურთიერთობაში.

8. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები მზად არიან პარტნიორს თავი მიუძღვნან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასტროლოგები საუკეთესო შეყვარებულებად არ მიიჩნევენ. კირჩხიბი ქალი გასაქანს არ აძლევს მამაკაცს. სურს, რომ პარტნიორი მუდამ მის გვერდით იყოს, უზღუდავს თავისუფლებას, რაც დიდ პრობლემებს წარმოშობს. მის გვერდით საყვარელი ადამიანი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და მუდამ დაძაბულია.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

9. კურო - კურო ქალი წარმოუდგენლად ჯიუტია და სურს, რომ თავად მართოს ყველაფერი, თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ისე რომ საყვარელ ადამიანს არც კი ჰკითხავს არაფერს.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

მას ცხოვრებაში საკუთარი პრინციპები აქვს და მიაჩნია რომ მხოლოდ ეს პრინციპებია სწორი. სხვის აზრს პატივს არ სცემს. ხასიათის ამ შტრიხებს ამჟღავნებს კურო სასიყვარულო ურთიერთობაშიც. ამიტომაც რეიტინგში ის მეცხრე ადგილს იკავებს.

10. ვერძი - ვერძ ქალებს ყველაფრის კონტოლი უყვართ, დომინანტები არიან, რაც მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონს და ურთიერთობები რთულდება. მამაკაცებს ხიბლავთ ვერძი ქალის თამამი ბუნება, მათი უნარი მიაღწიონ დასახულ მიზანს, მაგრამ ეს ქალები უფრო შორს მიდიან და საყვარელი ადამიანის გაკონტროლებასაც იწყებენ, რაც პრობლემებს იწვევს.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ვერძ ქალს არ უყვარს წარუმატებელი მამაკაცი. ის არ გამოიჩენს მგრძნობიარე ხასიათს, თუ თქვენ პესიმიზმით ხართ სავსე და წარუმატებლობის შემდეგ ბრძოლას შეწყვეტთ. ის უბრალოდ წავა თქვენგან.

11. ქალწული - ეს ქალები მთავარი კრიტიკოსები არიან. აკონტროლებენ და აკრიტიკებენ საყვარელი ადამიანის ყველა ნაბიჯს, რაც რთულად ასატანია. ყველაზე დიდი პრობლემა კი ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალებთან ურთიერთობისას შემდეგია - ის არ არის თავდაჯერებული და წარმოუდგენლად ეჭვიანია. მუდამ წუხს და წუწუნებს, პესიმისტია და უყვარს ცხოვრების გართულება.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

12. მორიელი - მორიელ ქალებს ასტროლოგები ყველაზე ცუდ შეყვარებულებად მიიჩნევენ. მათ უყვართ ურთიერთობაში კონტროლის დამყარება, პარტბიორს გასაქანს არ აძლევენ. ის გამუდმებით ყურადღებას ითხოვს, ეჭვიანობს ყველაზე და ყველაფერზე.

მოსწონს, როცა საყვარელი ადამიანი წარმატებულია, მაგრამ ამავდროულად ღიზიანდება, რადგანაც თვლის, რომ საქმის გამო მას ყურადღებას აკლებს, ეჭვიანობს სამსახურზე, პარტნიორის თანამშრომლებზე. მისი სასიყვარულო ურთიერთობა ინტრიგებითაა სავსე. პარტნიორთან ბევრი საიდუმლო აქვს. მორიელ ქალთან ურთიერთობა ყველაზე რთული რამეა.

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>