1. ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს

იტალიის მარიო ნეგრის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნაღვლის ბუშტზე ყავის ზემოქმედების შესწავლის შემდეგ გაარკვიეს, რომ ყავის ხშირად დალევას შეუძლია თითქმის 50 %-ით შეამციროს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი.

2. ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს

აშშ-ს ალცჰაიმერის დაავადების შესწავლის ცენტრში ჩატარდა კვლევა, რათა გაერკვიათ კოფეინის გავლენა ამ სნეულების განვითარებაზე. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ დღეში 3 ჭიქა ყავას შეუძლია 65 %-ით შეამციროს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი კი მცირდება თითქმის 20 %-ით.

3. ამცირებს კიბოს დაავადების საფრთხეს

გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა მილანის კლინიკური კვლევების დეპარტამენტში, დაამტკიცა, რომ ყავის დალევა ამცირებს სარძევე და წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკს.

4. პოზიტიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლისა და სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაამტკიცეს რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3-დან 5ჭიქამდე ყავას სვამდნენ, თითქმის 3-ჯერ ნაკლებად აქვთ გულის დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც სხვა სასმელებს ირჩევდა.

5. ხელს უშლის სახსრებისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების განვითარებას

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლამ ერთობლივად ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოსთან ერთად დაამტკიცა, რომ ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ის გეხმარებათ ისეთი დაავადების თავიდან აცილებაში, როგორიცაა პადაგრა. გარდა ამისა, 4 %-ით მცირდება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რისკი, თუ სვამთ არა უმეტეს 3 ჭიქა ყავისა დღეში და 45 %-ით - თუ სვამთ 5 ჭიქამდე დღეში.

6. ხელს უშლის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას

დანიელმა მეცნიერებმა ორხუსის უნივერსიტეტიდან დაამტკიცეს, რომ სასმელში შემავალი კაფესტოლი ზრდის ინსულინის რაოდენობას კუჭქვეშა ჯირკვალში მასზე გლუკოზის ზემოქმედების მომენტში. სწორედ ამიტომ ყავის გამოყენებით შეგიძლიათ დიაბეტის მეორე ტიპი თავიდან აირიდოთ.

7. აახალგაზრდავებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს

ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ყავა შეიცავს, ხელს უწყობენ ორგანიზმის უჯრედების გაახალგაზრდავებას. გარდა ამისა, სეულის ქალთა უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავის ექსტრაქტი (მისი გაკეთება შეიძლება სახლში ხსნადი ყავის, შაქრისა და წყლის გამოყენებით) ეხმარება ქალებს ნაოჭებისგან განთავისუფლებაში, იცავს ორგანიზმს სითხისა და კოლაგენის დაკარგვისგან.