1. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველას ეჭვის თვალით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათ წინაშე, რაღაც თვალსაზრისით, ყველა დამნაშავეა. თუ ეჭვი გაუჩნდა, შეუძლებელია, ვერ დაუმტკიცებთ, რომ უდანაშაულო ხართ. მორიელი არ გაგრძნობინებთ რომ სძულხართ, ყალბად გაგიღიმებთ, მაგრამ ჩასაფრებული იქნება, რომ რაიმეში გამოგიჭიროთ. თუ აღმოაჩინა, რომ მართლაც რაიმე დაუშავეთ, მისი შურისძიება სასტიკი იქნება. მორიელი თქვენი სიძულვილისთვის უამრავ მიზეზს იპოვნის.

2. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გარშემომყოფები განსაკუთრებით მაშინ სძულთ, როცა ხედავენ, რომ ისინი მათ ცოდნასა და შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებენ. თხის რქამ იცის, რას აკეთებს. მას არ სჭირდება, რომ ვინმეს აღმერთებდეს, ვინმესგან რჩევები მიიღოს. თხის რქები მიიჩნევენ, რომ გარშემომყოფები იდიოტები არიან.

3. ქალწული - მათ ქარაფშუტა, წინდაუხედავი ადამიანები სძულთ. ვერ იტანენ მოუწესრიგებელ ადამიანებს, რომლებიც გართობის გარდა არაფერზე ფიქრობენ. რადგანაც მის გარშემომყოფთა უმეტესობა სწორედ ასეთია, უბრალოდ სძულთ ისინი და არ ურთიერთობენ. რატომ უნდა მოახმარონ დრო, გამოცდილება, ინტელექტი ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას?! ქალწულები ღიად არ ამჟღავნებენ სიძულვილს, მაგრამ არ გამოხატავენ პატივისცემას და ცდილობენ, უგულებელყონ ასეთი ადამიანები.

4. მერწყული - მერწყულს შეუძლია ადამიანი მიიღოს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ვერ გაჩერდება ყალბი ადამიანების გარემოცვაში. მის გარშემო ბევრია ყალბი და ის თავაზიანად ცდილობს მათ მოშორებას. ასევე, მერწყულებს უარყოფითი რეაქცია აქვთ, როცა ხედავენ, რომ ვიღაც მათ შეცვლას ცდილობს. ასეთებს ყველაზე მეტად ვერ იტანს.

5. კურო - მათ სძულთ ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე არიან შეყვარებულები. თუ მათ გამუდმებით ვიღაცის მიღწევებზე ესმით, ისინი უარყოფითად განეწყობიან ამ ადამიანის მიმართ. კუროს არ მოსწონს, როცა ვინმეს მასთან შედარებით უპირატესობა აქვს და სიძულვილით ივსება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მასზე უფრო მეტად წარმატებულია.

6. კირჩხიბი - შესაძლოა გიკვირთ, მაგრამ როგორც ასტროლოგები ამბობენ, კირჩხიბებიც იმ ზოდიაქოს ნიშნებს განეკუთვნებიან, რომლებსაც ფარულად გარშემომყოფები სძულთ. განსაკუთრებით ვერ იტანენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერაფერს აგებინებენ, რომლებსაც მათი არ სჯერათ. სურთ, რომ მისი ყველა სიტყვა, ყველა სურვილი გაითვალისწინონ და როცა ხედავენ, რომ გარშემომყოფები ასე არ იქცევიან, უბრალოდ სიძულვილი იპყრობთ მათ მიმართ.