სილამაზე

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE: ბოჰემური სურნელი Versace-სგან

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE: ბოჰემური სურნელი Versace-სგან

ხატია შამუგიამ ქართული პრესის წარმომადგენლები პირველ მაისს რესტორან DOORS-ში მიიწვია და ახალი სუნამო წარუდგინა ბრენდისგან, რომლის მიმართაც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებული სენტიმენტები აკავშირებს: Versace ერთ-ერთი პირველი მოდის სახლი იყო, 90-იანების ბოლოსკენ ჩვენს რეალობაში რომ დამკვიდრდა და ქართველი ქალების საოცნებო მარკად იქცა.

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE: ბოჰემური სურნელი Versace-სგან

პრეზენტაციის სპეციალური სტუმარი მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე იყო, როგორც Versace-ს ყოფილი თანამშრომელი და ჯანი ვერსაჩეს მეგობარი. დალიმ Versace-ს მედისონ ავენიუზე მდებარე ბუტიკის გახსნის ისტორია და რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გაიხსენა; სალომე ბაკურაძემ კი სტუმრებისთვის სპეციალურად იტალიური სიმღერები შეასრულა. ღონისძიება Versace-ს სტილში — გლამურულ, მბრწყინავ კლუბურ გარემოში მიმდინარეობდა და სტუმრებს ასეთივე კონცეფციის სუნამოზე — VERSACE Pour Femme DYLAN BLUE-ს შესახებ უამბობდა.

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE: ბოჰემური სურნელი Versace-სგან

Versace-ს ხელწერით — ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენით შექმნილი დიზაინის ფლაკონში ბოჰემური ცხოვრების მოყვარული ადამიანების შესაფერისი სითხეა მოთავსებული, რომლის მიპკურებისას უყურადღებოდ არავინ დარჩება და ბერძნული მითოლოგიის ღმერთების მსგავსად, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ელოდება. სურნელი საკმაოდ უპრეტენზიო, თუმცა თამამია, და ისეთივე ეფექტური, როგორიც დონატელა ვერსაჩე: „VERSACE Pour Femme DYLAN BLUE ჩემი ქალურობის გამოხატულებაა. ძლიერი, მგრძნობიარე და ამავდროულად რაფინირებული არომატი შევქმენი ქალბატონებისთვის, რომელთაც საკუთარი ძალაუფლება კარგად აქვთ გააზრებული,“ — აცხადებს დიზაინერი.

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE: ბოჰემური სურნელი Versace-სგან

სუნამოს კომპოზიცია ყვავილოვან-მერქნოვან-ციტრუსოვანია. მისი შემქმნელი ცნობილი პარფიუმერი ქალბატონი კელის ბექერია.
ზედა ნოტები შავი მოცხარი, მწვანე ვაშლი, სამყურა, მიოსოტის ყვავილი და შისოლიაა; გულის ნოტები — ვარდი, ჟასმინი, ატამი; საბაზისო ნოტები კი — პაჩული, თეთრი ხე, მუშკი და აკაცია.

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE: ბოჰემური სურნელი Versace-სგან

სუნამოს ფლაკონი ბერძნული მითოლოგიით და ხმელთაშუა ზღვისფერი ლურჯითაა შთაგონებული და ტრადიციულად, მედუზას საკულტო ლოგო ამშვენებს. მდიდრული ოქროსფერი კი წარსულსა და აწმყოს შორის ხიდს ასახავს.

რაც შეეხება VERSACE Pour Femme DYLAN BLUE-ს სარეკლამო კამპანიას, მაყურებლებს სულაც არ გაჰკვირვებიათ ფაქტი, რომ ბრუნო მარსმა სპეციალურად დონატელასთვის სიმღერა დაწერა, სახელად Versace On The Floor (Versace საცეკვაო მოედანზე). დონატელას ხომ შოუ-ბიზნესის წრეებში ყველაზე მეტი მეგობარი ჰყავს. ამ სიმღესის ვიდეოკლიპის ნახვისას თავადაც დაწმუნდები, რომ იყო Versace-ს მომხმარებელი, არა სტილი, არამედ უკვე სტატუსიცაა.