მშობლები

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

1. ნუ აუკრძალავთ ბავშვს გამოხატოს ემოციები და გრძნობები.

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

მოერიდეთ ფრაზებს: „არ გაბრაზდე“, „არ იტირო“, „ნუ გეშინია“, ბავშვს ხომ უფლება აქვს გამოხატოს ნებისმიერი გრძნობები. მთავარია - გააკეთოს ეს სწორად. თქვენი ამოცანაა - ასწავლოთ მას, როგორ გამოხატოს გაბრაზება, გაღიზიანება და შიში მისაღები ხერხით.

2. მოერიდეთ სიტყვას „არ შეიძლება“

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

ხშირი აკრძალვები სურვილს უკლავს ბავშვს მოსინჯოს რაიმე ახალი. უფრო მეტიც, ამ სიტყვის ხშირი გამოყენების შედეგად, ის კარგავს თავის მნიშვნელობას ბავშვისთვის. უკეთესი იქნება პატარა ბავშვის ყურადღება გადაიტანოთ სხვა უფრო საინტერესო რაღაცაზე, შესთავაზეთ საყვარელი სათამაშო და ა.შ. სასურველია მოაშოროთ ყველა მნიშვნელოვანი და სახიფათო საგნები, რომლებმაც შეიძლება მიიპყრონ ბავშვის ყურადღება. დატოვეთ მხოლოდ ის საგნები, რომლებსაც მას შეუძლია შეეხოს, დაშალოს, დააგდოს.

3. თუ მაინც შეიქმნა სიტუაცია, როდესაც უნდა უთხრათ „არა“

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

არ გამოიყენოთ „არ შეიძლება“ და „არა“. როგორც ცნობილია, ნაწილაკი „არა“ ვერ აღიქმება ტვინით. ანუ თქვენი გაფრთხილება „დანას არ მოკიდო ხელი“ ჟღერს როგორც „დანას მოკიდე ხელი“. გარდა ამისა, რაც უფრო ხშირად იმეორებთ მას, მით უფრო უფასურდება. უკეთესია შეცვალოთ სიტყვა „არა“ სიტყვებით „ჯობია ასე გააკეთო“, „შეჩერდი“, „აი მე როგორ გავაკეთებდი“, „ფრთხილად - ეს სახიფათოა“.

4. დაწვრილებით აუხსენით ბავშვს აკრძალვის მიზეზი

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

აკრძალვას „არ შეიძლება ჩიფსების ჭამა“ აუცილებლად უნდა დაამატოთ ახსნა, თუ რა მოჰყვება ამას.გაფრთხილებით „არ აიღო“ ჩვენ არ ვაძლევთ მას არჩევანის თავისუფლების საშუალებას. დაგვიჯერეთ, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

5. ტონი, რომლითაც უკრძალავთ ბავშვს რაიმეს, უნდა იყოს ნეიტრალური

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

გაბრაზება და გაღიზიანება თქვენს ხმაში მისცემს ბავშვს სიგნალს, რომ ის ცუდია, აღარ გიყვართ ის. მხიარულად ნათქვამი აკრძალვა კი ნიშნავს, რომ ხუმრობთ და აუცილებელი არ არის დაგიჯეროთ. რაც უფრო მშვიდად და დარწმუნებით იტყვით „არას“ და აუხსნით რატომ არ შეიძლება, მით უფრო მშვიდად აღიქვამს მას თქვენი ბავშვი.

6. შეძლებისდაგვარად შესთავაზეთ ბავშვს ალტერნატივა

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

აკრძალვის შემდეგ შესთავაზეთ ბავშვს სხვა უსაფრთხო ალტერნატივა. „შპალიერზე ხატვა არ შეიძლება, მაგრამ კედელზე დამაგრებულ ქაღალდის ფურცელზე - შეიძლება“ და ა.შ. აკრძალული ხილი ტკბილია, ამიტომ უნდა შესთავაზოთ ალტერნატივა, რომელიც გააქარწყლებს მის გაწბილებას.

7. არ დაუშვათ თავზე ხელის გადასმა

ექიმ კომაროვსკის 7 წესი იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“ ისე, რომ არ გაღიზიანდეს

თქვენი არათანამიმდევრულობა მხოლოდ ავნებს ბავშვს. თქვენი „არა“ უნდა იყოს საბოლოო და ბავშვი მას უნდა აღიქვამდეს მთელი სერიოზულობით. ორივე მშობელი უნდა მოქმედებდეს შეთანხმებულად. თუ ბავშვის თხოვნით მოხსენით აკრძალვა, აგრძნობინეთ რატომ აკეთებთ შეღავათს: იმიტომ რომ ენდობით მას. გახსოვდეთ: დათმობა შეიძლება, თუ ბავშვი თანახმაა შეასრულოს თქვენი ერთ-ერთი პირობა, თუ მან შეძლო თქვენთან მოლაპარაკება. ეცადეთ არ დაუთმოთ, როცა ბავშვი წუწუნებს, სპეციალურად მავნებლობს ან მიდის შანტაჟზე.



<a href="https://lifter.com.ua">https://lifter.com.ua</a>