საყურე ბევრი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი სამკაულია. ის არის აქსესუარი, რომელიც განსაკუთრებულ ქალურობას გძენთ. წელიწადის ყველა სეზონზე, რა თქმა უნდა, განსხვავებული სტილია ტრენდული.

როგორც სტილისტები და მოდის კრიტიკოსები ამბობენ, საყურე განსაკუთრებით ზაფხულის მზიან დღეებს უხდება.

ვნახოთ, 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენციები:

1. ვერცხლისფერი, ვარსკვლავების კომბინაციით შექმნილი საყურე - გაითვალისწინეთ, რომ წელს განსაკუთრებით ტრენდულია ყურებზე სხვადასხვა საყურის გაკეთება. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ერთი ვარსკვლავი ერთ ყურზე გაიკეთოთ, ხოლო მეორე ყურზე რამდენიმე ვარსკვლავის კომბინაციით შექმნილი საყურე მოირგოთ.

2. ოქროს საყურე დაუმუშავებელი ძვირფასი ქვით - ეს განსაკუთრებულ ექსტრავაგანტულობას შეგმატებთ.

3. მარგალიტის საყურე რგოლებით - ამ შემთხვევაშიც მთავარი ტენდენცია დაცულია: ერთ ყურაზე ერთი რგოლი, ხოლო მეორეზე რგოლების კომბინაციით მიღებული საყურე.

4. ფერადი მძივებით აწყობილი გრძელი საყურე - თუმცა ის მხოლოდ ცალ ყურზე უნდა გაიკეთოთ. მეორე ყურისთვის კი შეარჩიეთ რაიმე მინიმალისტურ სტილში.

5. ძვირფასი თვლებით გაფორმებული ვარსკვლავისა და მთვარის ფორმის საყურე - ზაფხულის რომანტიკული საღამოსთვის.

6. საყურე ინიციალებით.

7. ასიმეტრიული ვერცხლის საყურე, მინიმალისტურ სტილში.

8. კრისტალების კომბინაციით შექმნილი საყურე - თუმცა ამ შემთხვევაშიც, თვლების ფერები საყურეებზე ერთმანეთისგან განსხვავებულია, საბოლოო ჯამში კი, ულამაზეს კომბინაციას ქმნის.

9. სამკუთხედის ფორმის საყურე - ტენდენცია დაცულია: ერთ ყურზე ოქროს საყურე უნდა გაიკეთოთ, ხოლო მეორეზე - ვერცხლის.

10. ნამგლისებური მთვარის ფორმისა და მთვარის ქვის ფორმის საყურე - ულამაზესი აქსესუარი.

11. გრძელი, მინიმალისტური საყურე, სხვადასხვა ფორმის დაბოლოებით.

12. ცისფერი და ლურჯი თვლების კომბინაციით შექმნილი ოქროს საყურე - ელეგანტური ქალის სტილი.

13. აგატის, ასიმეტრიული საყურე.