LIFE

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

როგორი ძლიერები და დამოუკიდებლებიც უნდა ვიყოთ, ქალები ძალიან მგრძნობიარეები ვართ. ზოგჯერ გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა ამა თუ იმ ქმედების გამო და ბოდიშს ვიხდით მაშინ, როცა არაფერში ვართ დამნაშავე.

ვნახოთ, ის 15 მთავარი რამ, რომელთა გამოც დამნაშავეები ნამდვილად არ ხართ და ბოდიში არ უნდა მოიხადოთ.

1. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ „არა“ თქვით - ყველაფერზე თქვა „დიახ“ მარტივია, მაგრამ რეალურად ასეთი ქმედებით ცხოვრებას ირთულებით. თამამად თქვით „არა“ იმაზე, რისი გაკეთებაც არ გსურთ, ან არ შეგიძლიათ და ამის გამო ნუ მოიხდით ბოდიშს.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

2. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ მამაკაცური, ან ქალური ნივთები, სამოსი, საქმე და ა.შ მოგწონთ - „შენი შესაფერი ჰობი მოძებნე, ქალი ხარ ბოლოსდაბოლოს“, „მანქანის გაკეთება რა შენი საქმეა, ქალი ხარ“, - უთქვამთ თქვენთვის მსგავსი ფრაზები? გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ცხოვრებაა და თავად უნდა გადაწყვიტოთ ის, თუ რა გსურთ, რისი კეთება გინდათ. არავის აქვს უფლება გიკარნახოთ, რა გააკეთოთ და იმისთვის, რომ ესა თუ უს საქმე მოგწონთ, ბოდიში არ უნდა მოიხადოთ.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

3. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ მაკიაჟის გაკეთება არ გიყვართ და არც იმის გამო იგრძნოთ უხერხულად თავი, თუ მაკიაჟის გარეშე არ შეგიძლიათ - ეს თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ ქალი ხართ. მოიქეცით ისე, როგორც მოგწონთ. არ ხართ ვალდებული, ვინმეს აუხსნათ, რატომ ხართ მაკიაჟით, ან უმაკიაჟოდ და მით უმეტეს, ამის გამო ბოდიში არ უნდა მოიხადოთ.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

4. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ რომელიმე საჭმელი ძალიან გიყვართ, ან არ გიყვართ - როცა საჭმელს ეხება საქმე და თქვენი გემოვნება ოჯახის წევრებისას, ან მეგობრებისას არ ემთხვევა, ყველაფერი რთულდება. „როგორ, ხორცს არ ჭამ?, „აუცილებლად დალიე ეს რძე, როგორ შეიძლება არ დალიო, სასარგებლოა“, - გეცნობათ ეს ფრაზები? ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ რომელიმე საჭმელი ძალიან გიყვართ, ან რომელიმე არ გიყვართ. თუ არ გიყვართ თევზი, ნუ შეჭამთ, თუ არ გიყვართ რძე, ნუ დალევთ მას და ნუ მოიხდით ბოდიშს.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

5. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ მხიარულება გიყვართ - შეგიძლიათ გაერთოთ იქ, სადაც გინდათ, მაგრამ ალბათ გაწუხებთ ფიქრი იმის შესახებ, თუ რას იფიქრებს ხალხი მოულოდნელად ქუჩაში სიმღერა, ან ცეკვა რომ დაიწყოთ. ნუთუ ამაზე უნდა იდარდოთ? იყავით ბედნიერი და მხიარული იქ, სადაც გინდათ, რატომ გადარდებთ რას იფიქრებს ხალხი? - ნუ მოიხდით ამისთვის ბოდიშს.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

6. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ცოტა ეგოისტი ხართ - მცირე დოზით ეგოისტობა სულაც არაა ცუდი. ეს ნიშნავს, რომ გიყვართ საკუთარი თავი, ზრუნავთ მასზე და შეგიძლიათ რაღაც საქმეები გადადოთ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, თუმცა ამის გამო ბოდიში არ უნდა მოხადოთ.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

7. ნუ მოიხდით ბოდიშს ემოციებისთვის - ჩვენ ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, გვაქვს ემოციები, ეს ყველამ იცის და ამაში არაფერია საკვირველი. ზოგჯერ გვჭირდება, რომ ვიტიროთ, ზოგჯერ ვიცინით, ზოგჯერ მარტო ყოფნა, ხანდახან კი, ვიღაცასთან საუბარი გვსურს, ზოგჯერ ჩახუტება გვინდა, გვსურს ადამიანებში თანაგრძნობა ვიპოვოთ.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

შეიძლება იყოთ გაბრაზებული, ბედნიერი, იმედგაცრუბული, მოწყენილი, ან სულაც ინდიფერენტული. რა თქმა უნდა, ამისთვის ბოდიში არ უნდა მოიხადოთ. რატომ უნდა მოიხადოთ ბოდიში, როცა ზოგჯერ უბრალოდ არ შეგიძლიათ ვიღაცის ღიმილს ღიმილითვე უპასუხოთ?!

8. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ დახმარება გჭირდებათ - დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქალი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა დახმარება დასჭირდა, მაგრამ ვერ ითხოვა ის, იმის გამო, რომ შერცხვა. შესაძლოა, ეს იყოს მძიმე ჩემოდნის, რაიმე ტვირთის სახლამდე მიტანა და ა.შ. ჩვენ დამნაშავეებად ვგრძნობთ თავს, როცა რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია საკუთარი ხელით და დახმარება გვჭირდება.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

სჯობს, გააცნობიროთ, რომ დახმარების თხოვნა აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ნორმალური რამაა. უფრო მეტიც, ადამიანები ბედნიერები იქნებიან, თუ დახმარებას სთხოვთ, რადგანაც ყველას მოსწონს იმის შეგრძნება რომ ვიღაცას სჭირდება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ვინმეს დახმარება დაგჭირდებათ, სთხოვეთ მას და ნუ შეგრცხვებათ. ამის გამო ბოდიში არ გაქვთ მოსახდელი.

9. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ - ჩვენ ყველას გვაქვს გამოხატვის უფლება. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და განსხვავებული შეხედულებები, ღირებულებები, მსოფლაღქმა გვაქვს. ნუ მოგერიდებათ საკუთარი აზრის გამოხატვის.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

მერე რა, თუ თქვენი აზრი უმრავლესობის მოსაზრებას არ ემთხვევა, ამის გამო ბოდიში არ გაქვთ მოსახდელი. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სხვის აზრს თავადაც უნდა სცეთ პატივი და ნუ იქნებით გაკვირვებულები, როცა აღმოაჩენთ, რომ ყველა თქვენსავით არ ფიქრობს.

10. ნუ მოიხდით ბოდიშს თქვენი სამოსის გამო - ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩაცმის სტილს დაგიწუნებთ. ნუ მიაქცევთ ასეთებს ყურადღებას და ნუ მოიხდით სამოსის გამო ბოდიშს. ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ, გიხდებათ და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. გვერწმუნეთ, არაფერში არ ხართ დამნაშავე.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

11. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ამაყი ხართ საკუთარი მიღწევებით - რა თქმა უნდა, უნდა იამაყოთ წარმატებით და მიღწევებით. არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთეთ წარმატებულად. ერთანაირად იამაყეთ მაშინაც, როცა პირველად შეწვავთ ომლეტს კარგად და მაშინაც, როცა სამსახურში დაგაწინაურებენ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თქვენი ყოველი წარმატებული ნაბიჯი უმნიშვნელოდ აქციოს.

BO-11 Instagram Post

12. შეიყვარეთ საკუთარი სხეული და ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ Victoria’s Secret-ის მოდელის აღნაგობა არ გაქთ - კიდევ ერთი საკითხი, რომლის გამოც თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ. მერე რა თუ ძალიან გამხდარი, ან პუტკუნა, ძალიან მაღალი, ან დაბალი ხართ?! შეიყვარეთ საკუთარი თავი და გახსოვდეთ, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომ მომხიბვლელი ხართ, თავად უნდა იგრძნოთ საკუთარ სხეულში თავი კომფორტულად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

13. ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ყველაფერი არ იცით - მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლებელია ყველაფერი იცოდეთ. კარგია, თუ სურვილი გექნებათ, რაც შეიძლება მეტი ისწავლოთ, მაგრამ რა პრობლემაა თუ არ იცით, როგორ მოამზადოთ ციტრუსების ტარტი, ან ის თუ, როგორ დაფრინავს კოსმოსური ხომალდი?! შეგიძლიათ ყველაფერი Google-ს ჰკითხოთ და გამუდმებით რაღაც ახალი ისწავლოთ.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

14. ნუ მოიხდით ბოდიშს თქვენი ცხოვრების წესის გამო - რა არის თქვენთვის ბედნიერება? ოჯახი და შვილები? მოგზაურობა? კარიერა? ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ უკეთესად იციან ის, თუ რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის. არადა, ეს თქვენზე უკეთ არავინ იცის. თუ ჯერ ქორწინება არ გსურთ, ეს თქვენი არჩევანია და ამის გამო, ბუნებრივია, დამნაშავე არავის წინაშე არ ხართ.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს

თუ მოგწონთ თქვენი სამსახური, ნუ მოუსმენთ მას, ვინც გეუბნებათ, რომ ეს სამსახური არ შეგეფერებათ. ეს თქვენი ცხოვრებაა და თავად უნდა აირჩიოთ გზა. საუკეთესო გზას კი მაშინ აირჩევთ, როცა გულს მოუსმენთ.

15. ნუ მოიხდით ბოდიშს პირადი ურთიერთობების გამო - არ ხართ დამნაშავე. თქვენი არჩევანია დაელოდებით იმ ერთადერთს, თუ ბევრ პარტნიორს შეიცვლით. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც გაგაკრიტიკებთ. ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა და არ ხართ ვალდებული, ვინმეს განუმარტოთ, რატომ არ გყავთ პარტნიორი, ან რატომ შორდებით საყვარელ ადამიანებს ხშირად.

15 რამ, რის გამოც არც ერთმა ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>