გთავაზობთ იმ საჩუქრების ჩამონათვალს, რომლითაც მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს განსაკუთრებით გაახარებთ.

1. წყალგაუმტარი დიდი ზომის ჩანთა - ასეთი ჩანთის ტარება კომფორტული და მოსახერხებელია. ამასთანავე თქვენი მოგზაურობის მოყვარული მეგობარი დაცული იქნება იმისგან, რომ თუ წვიმაში მოუწევს ყოფნა, ჩანთაში მოთავსებული ნივთები არ დაუსველდეს.

2. ძილის დროს თვალებზე გასაკეთებელი აბრეშუმის ნიღაბი - თვალისთვის აბრეშუმის ნიღაბს რეკომენდაციას უწევენ დერმატოლოგები და ალერგოლოგები. თუ თქვენი მეობარი ალერგიულია, საჩუქრის შეძენისას ეს ფაქტიც უნდა გაითვალისწინოთ და ძილის დროს გამოსაყენებელი აბრეშუმის ნიღაბი შესანიშნავი საჩუქარი იქნება.

3. რომელიმე ქვეყნის ტრადიციული საჭმელი - ამა თუ იმ ქვეყნის უკეთ შესაცნობად ზოგჯერ სულაც არაა საჭირო სახლიდან გასვლა. ამის გაკეთება ადამიანს სახლიდანაც შეუძლია, თუ სასურველი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ საკვებს დააგემოვნებს. ასე რომ, ჯერ გაიგეთ, რომელია მისი საოცნებო ქვეყანა, ხოლო შემდეგ მიართვით მას ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი. გვერწმუნეთ, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება.

4. ბორბლებიანი ჩემოდანი - ასეთი ჩემოდანი ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. გარდა ამისა, ის ძალიან მოდურია. ცნობილი ადამიანები სწორედ ასეთი ჩემოდნებით სარგებლობენ მოგზაურობის დროს.

5. მოგზაურის დღიური - თუ ადამიანს, რომლისთვისაც საჩუქრის ჩუქება გსურთ, აქვს შემოქმედებითი უნარი, უყვარს წერა, აჩუქეთ მოგზაურის დღიური, სადაც ის ჩანაწერების გაკეთებას შეძლებს და მოგზაურობის დროს თავს გადახდენილ საინტერესო ამბებს სწორედ იქ შეინახავს სასიამოვნო მოგონებებად.

6. ჭიქა ქალაქების რუკის პრინტით - მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს ასეთი საჩუქარი ძალიან გაახარებს.

7. მგზავრობისთვის განკუთვნილი ბალიში - ის ძალიან მოსახერხებელია მგზავრობის დროს. საჩუქრის ადრესატი ტრასპორტში დაიძინებს ისე, რომ კისერი არ ეტკინება.

8. აჩუქეთ თავის მოვლის საშუალებები - კანის მოვლისთვის განკუთვნილი კრემები, დამატენიანებელი და ა.შ. ის, რაც მოგზაურობის დროს გამოადგება.

9. ტყავის აქსესუარი, რომელშიც შეძლებს პირადობის მოწმობა და პასპორტი შეინახოს.

10. ლინზა ტელეფონისთვის - მისი საშუალებით შეძლებს უკეთესი ფოტოები გადაიღოს.