LIFE

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

1. თქვენი მოგონებების უმეტესობა ტყუილია

ტვინი ბოროტი ხუმრობებით გვეთამაშება, როდესაც მოგონებსბს გვირევს. ამ დროს, ჩვენ ვიხსენებთ არა თვით მოვლენას, არამედ ბოლო მოგონებას მის შესახებ, შემდეგ კი - მოგონებას მოგონების შესახებ, და ასე უსასრულოდ.

2. ჩვენ ყველა არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

ზოგიერთ ადამიანებს თავიდან უფრო უძნელდებათ რაიმეს მიღწევა, ვიდრე სხვებს. ვიღაც ღარიბ რაიონში იბადება და თავს სკოლას ანებებს, რათა პურის ფული იშოვოს, ვიღაც კი კორპორაციის მემკვიდრედ იბადება. ლოგიკურია მიხვდე, ვისი ცხოვრება უფრო იღბლიანად აეწყობა. დიახ, ამ წესიდან გამონაკლისებიც არსებობს. მაგრამ ვერ იტყვი, რომ ისინი ბევრია.

3. არავის არ სჭირდება ის, ვისაც საკუთარი თავი არ სჭირდება

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

თქვენს ინტერესებშია გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ საკუთარ თავს. ნუ გადაგაქვთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა სხვებზე, სხვაგვარად ყოველთვის იჯდებით ემოციურ საქანელაზე: ზევით - როცა ვინმე გვერდით გყავთ, და ქვევით - როცა თქვენთვის ხართ. ასეთი განლაგებების დროს, მეორე სიტუაცია სულ უფრო ხშირად განმეორდება თქვენს ცხოვრებაში.

4. თქვენ უფრო მეტი დრო გაქვთ, ვიდრე ფიქრობთ

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

თითოეულ კვირაში 168 საათია, და ეს ნამდვილად ბევრია. ჯერ კიდევ აინშტაინმა დაამტკიცა, რომ დრო - ეს მუდმივი სიდიდე არ არის, და თანამედროვე მეცნიერები ეთანხმებიან ამას. შეცვალეთ ფრაზა „ დრო არ მაქვს“ ფრაზით „ეს ჩემი პრიორიტეტი არ არის“. სპორტით არ ხართ დაკავებული და ფასტფუდით იკვებებით? - მაშინ, ჯანმრთელობა არ არის თქვენთვის პრიორიტეტი. ის, რაზეც თქვენ დროს ხარჯავთ, უფრო მეტს ამბობს თქვენზე, ვიდრე ფსიქოლოგიური ტესტი.

5. თქვენი ცხოვრება არასოდეს იქნება იდეალური

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

არასოდეს იქნება „შესაფერისი“ დრო იმისათვის, რომ გათხოვდეთ, გააჩინოთ ბავშვი, შეიცვალოთ სამსახური ან გადახვიდეთ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. ჯადოსნური საათის მთელი ეს მოლოდინი დაფუძნებულია ცვლილებების შიშზე და კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე. გააკეთეთ ის, რაც გაშინებთ, სხვაგვარად მალე საკუთარი ცხოვრება შეგაშინებთ.

6. შეუძლებელია, რომ აბსოლუტურად ყველას მოსწონდეთ

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კეთილი, კარგი და დიდსულოვანი ადამიანი ხართ. სამყაროში ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც არარაობად ჩაგთვლიან, მაშინაც კი, თუ საბაბს არ მისცემთ ასე იფიქრონ.

7. ცხოვრება უსამართლოა

7 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლების აღიარებაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ

ყოველთვის არ დაგაჯილდოვებენ კარგად მუშაობისთვის. თუ თქვენ მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შეყვარებული ერთ დღეს არ მიგატოვებთ. ბოროტება ყოველთვის არ იქნება დასჯილი. მძიმე წუთებში შეიძლება არავინ დაგეხმაროთ. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოვრება ცუდია. უბრალოდ ნუ მოითხოვთ მისგან ძალიან ბევრს.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>