LIFE

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

სამეფო ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, პომპეზური მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ იმ ქვეყნის მოსახლეობას აინტერესებს, სადაც ქორწილი იმართება, არამედ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. განსაკუთრებით ეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ქორწილებს ეხება.

ხვალ დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ, მეგან მარკლიზე დაქორწინდება. ჟურნალისტებმა უკვე უწოდეს მას წლის მთავარი მოვლენა. ადამიანები მთელი მსოფლიოდან დიდი ინტერესით ელოდებიან იმას, თუ ვინ მიიყვანს მეგანს საკურთხეველთან, როგორ კაბას ჩაიცვამს ის და ა.შ.

სანამ წლის ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური ღონისძიება გაიმართება, მოდით ერთად გადავავლოთ თვალი ყველა დროის ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ სამეფო ქორწილებს.

1. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი - ქორწილი უესტმინსტერში 2011 წლის 29 აპრილს შედგა. უილიამი და ქეითი უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ. მათ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს. 2003 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი შეყვარებულები იყვნენ. 2007 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მალევე შერიგდნენ. ნიშნობა 2010 წელს შედგა. წყვილს უკვე სამი შვილი ჰყავს - პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუისი. 

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

2. მონაკოს პრინცი რაინერ მესამე და გრეის კელი - ქორწილი 1956 წლის 18 აპრილს გაიმართა. ამერიკელი მსახიობი გრეის კელი და მონაკოს პრინცი ერთმანეთს 1955 წელს ფრანგულ რივიერაზე შეხვდნენ, მომდევნო წელს კი, იქორწინეს. მათ სამი შვილი შეეძინათ - პრინცესა სტეფანია, პრინცესა კაროლინა და მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე. გრეის კელი 52 წლის ასაკში, 1982 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

3. შვედეთის პრინცესა ვიქტორია და დანიელ უესტლინგი - წყვილმა სტოკჰოლმში, 2010 წლის, 19 ივნისს იქორწინა. ვიქტორიას კვების დარღვევები ჰქონდა, ხოლო დანიელი მისი მწვრთნელი იყო და ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში ეხმარებოდა. 8 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

4. პრინცესა მარგარეტი და ენტონი არმსტრონგ ჯონსი - პრინცესა მარგარეტი დედოფალ ელიზაბეტ მეორის უმცროსი დაა. მისი ქორწილი უესტმინსტერში 1960 წლის 6 მაისს შედგა. პრინცესა ფოტოგრაფზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა. ისინი 18 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. 

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

5. პრინცესა ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი - ის დღეს ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ მეორეა, თუმცა მანამდე მისი სტატუსი პრინცესა იყო. ელიზაბეტმა საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპზე 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინა. როცა ერთმანეთს პირველად შეხვდენ, ელიზაბეტი 13 წლის, ხოლო ფილიპი 18 წლის იყო. მათ ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეუყვარდათ და ინტენსიური მიმოწერა ჰქონდათ. წყვილი 1947 წელს დაქორწინდა და 4 შვილი ჰყავთ. 

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

6. მონაკოს პრინცესა კაროლინა და ფილიპე ჯუნოტი - წყვილმა 1978 წელს მონტე კარლოში იქორწინა და მათი ქორწილი ორი დღე გრძელდებოდა - 28 და 29 ივნისს. კაროლინამ და ფილიპემ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს. ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათ შვილი არ ჰყავს და კათოლიკური ეკლესიის მიერ ქორწინება ანულირებულია.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

7. პრინცი ჩარლზი და დაიანა სპენსერი - ქორწილი 1981 წლის 29 ივლისს გაიმართა. მათ ორი შვილი პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი შეეძინათ. წყვილი ერთმანეთს 1996 წელს დაშორდა და მომდევნო წელს კი, პრინცესა დაიანა ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

8. პრინცი ედვარდი და უოლის სიმპსონი - მათ 1937 წლის 3 ივნისს იქორწინეს. ედვარდი დიდი ბრიტანეთის ყოფილი მეფეა. პრინცი ედვარდი მეფე 1936 წელს გახდა. ის ერთ წელიწადში დაქორწინდა ქალზე, რომელიც ორჯერ იყო მანამდე ქორწინებაში. ამის გამო მას მეფობის უფლებამოსილება ჩამოერთვა და უინძორის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

9. პრინცი ფელიპე VI და ლეტიცია ორტისი - წყვილმა 2004 წლის 22 მაისს იქორწინა. სანამ ფელიპე მეექვსეს გაიცნობდა, ლეტიცია ტელეჟურნალისტი იყო. როგორც ცნობილია, პრინცი ლეტიციამ სწორედ ეკრანიდან მოხიბლა, რის შემდეგაც, ფელიპემ საერთო მეგობარს სთხოვა, რომ დახმარებოდა მის გაცნობაში. წყვილმა შეხვედრა 2002 წელს დაიწყო, მომდევნო წელს კი, იქორწინეს. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

10. პრინცი ჰამზა ბინ ჰუსეინი და პრინცესა ნური - იორდანიის პრინცმა 2003 წლის 29 აგვისტოს იქორწინა. წყვილს გოგონა, პრინცესა ჰაია შეეძინა. ჰამზა და ნური 2009 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

11. შვედეთის პრინცი კარლ ფილიპი და სოფია ჰელქვისტი - ქორწილი სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში 2015 წლის 11 ივნისს შედგა. სოფია ყოფილი მოდელი და რეალითი შოუს ვარსკვლავია. პრინც კარლს ის 2010 წელს რესტორანში სადილობის დროს შეხვდა, სადაც მეგობრებთან ერთად იყვნენ. სოფიასა და პრინცს საერთო მეგობრები აღმოაჩნდათ. 2011 წელს წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება. ნიშნობა კი, 2014 წელს შედგა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

12. საბერძნეთის პრინცი პავლოსი და მარია მილერი - წყვილმა 1995 წლის პირველ ივლისს იქორწინა. მილერი ამბობს, რომ პავლოსი ერთი ნახვით შეუყვარდა. წყვილმა ერთმანეთი 1992 წელს გაიცნო. სამი წლის შემდეგ პავლოსმა მარიას ხელი სთხოვა. მათ ხუთი შვილი ჰყავთ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

13. იაპონიის პრინცი ნარუჰიტო და მასაკო ოვადა - მათ იმპერატორის სასახლეში 1993 წლის 9 ივნისს იქორწინეს. მასაკო ოვადა იაპონელი დიპლომატის ქალიშვილია. ის პრინცს 1986 წელს შეხვდა. ნარუჰიტომ საყვარელ ქალს ხელი სამჯერ სთხოვა, თუმცა მასაკო არ თანხმდებოდა, რადგანაც არ სურდა კარიერაზე და სამოქალაქო ცხოვრებაზე უარის თქმა. საბოლოო ჯამში, მაინც დათანხმდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

14. საბერძნეთის მეფე კონსტანტინ მეორე და პრინცესა ანა მარია - ქორწილი 1964 წელს, 18 სექტემბერს შედგა. დანიის პრინცესა ანა-მარია თავის მომავალ ქმარს პირველად 1956 წელს შეხვდა, როცა მხოლოდ 13 წლის იყო, ხოლო პრინცი კონსტანტინი 19-ის. მეორედ ისინი ერთმანეთს 1961 წელს შეხვდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ კონსტანტინს თავისი თანმხლები პირებისთვის უთქვამს, რომ ანაზე დაქორწინება სურდა. წყვილმა 1964 წელს იქორწინა და 5 შვილი ჰყავთ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

15. იორდანიის მეფე ჰუსეინ ბინ თალალი და ლისა ნეჯიბ ჰალაბი - წყვილმა 1978 წლის 15 ივნისს იქორწინა. ლისა ნეჯიბი ბიზნესმენი ქალიშვილია. ის იორდანიის მეფეს 1974 წელს შეხვდა, 4 წელიწადში კი, იქორწინეს. წყვილს 4 შვილი ჰყავს. ისინი წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ. 1999 წელს კი მეფე გარდაიცვალა.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

16. ლუქსემბურგის პრინცი გილიამი და გრაფინია სტეფანი -წყვილმა 2012 წლის 20 ოქტომბერს იქორწინა. ისინი ერთმანეთს 2004 წელს გერმანიაში შეხვდნენ, სადაც არდადეგებს ატარებდნენ, მათი გზები 2011 წელს კვლავ გადაიკვეთა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება წყვილის რომანტიკული ურთიერთობა. მომდევნო წელს იქორწინეს კიდეც.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

17. ბჰუტანის მეფე ჯიგმე ხესარ ნამგულ უანგჩუკი და ჯეტსუნ პემა - მათ 2011 წლის 13 ოქტომბერს იქორწინეს. ქორწინების დროს მეფე 31-ის, ხოლო მისი ცოლი 21 წლის იყო. როდესაც ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი, მეფემ თავის ხალხს მომავალი დედოფალი ასეთი სიტყვებით წარუდგინა:

„ყველას თავისი აზრი აქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დედოფალი, რომ ის უნდა იყოს უნიკალურად ლამაზი, ინტელექტუალი და კეთილი. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერთან ერთად დედოფალი იყოს ინდივიდუალური, უნდა იყოს კარგი ადამიანი და როგორც დედოფალი, ის უნდა იყოს შეუდრეკელი, ემსახუროს ხალხს და ქვეყანას. მე ვიპოვე ასეთი ადამიანი, ჩემი დედოფალი სწორედ ასეთია და მას ჯეთსუნ პემა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა, ყველა ეს თვისება აქვს და საოცრად ბრძენია. ხოლო გამოცდილება დროთა განმავლობაში მას თავისი ხალხის შესანიშნავ მსახურად აქცევს“.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

18. ბრუნეის პრინცესა ჰაჯა ჰაფიზა სურურულ ბოლკია და პენგირან ჰაჯი მუჰამედ რუზაინი - წყვილმა 2012 წელს იქორწინა. პატარძალი 32 წლის იყო, ხოლო ნეფე 29 წლის. ქორწილში 3 000 სტუმარი იყო. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

19. პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ ბოულსი - ქორწილი 2005 წლის 9 აპრილს შედგა. წყვილი პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობის დამალვას ცდილობდა. თუმცა წლების შემდეგ ურთიერთობა მაინც გაასაჯაროვეს და იქორწინეს.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი

20. პრინცი ედვარდი და სოფი რაის ჯონსი - ქორწილი უინძორის სასახლეში 1999 წლის 19 ივნისს გაიმართა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი 20 სამეფო ქორწილი



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>