მშობლები

დედობა ქალს უფრო შემოქმედებითს ხდის - ახალი კვლევის შედეგი

დედობა ქალს უფრო შემოქმედებითს ხდის - ახალი კვლევის შედეგი

თანამედროვე ქალების უმეტესობა ცდილობს ადრეული წლებიდან ააწყოს კარიერა, სამსახურებრივი თვალსაზრისით მიაღწიოს წარმატებას, ხოლო ბავშვის გაჩენაზე შემდეგ იფიქროს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შვილი დადებით გავლენას ახდენს ქალის კარიერულ წარმატებაზე.

როცა შვილი გყავთ და ამავდროულად, სამსახურიც გაქვთ, ერთდროულად ბევრ რამეზე ხდებით კონცენტრირებული და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად ხდება. მართავთ ფინანსებს, ცდილობთ დროის დაბალანსებას, ყველაფერი უნდა მოასწროთ, სამსახურშიც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში უნდა შეასრულოთ და შვილსაც არ უნდა მოაკლოთ ყურადღება.

სამწუხაროდ, სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში დასაქმებული ქალები, რომლებსაც პატარა შვილები ჰყავთ, ხელმძღვანელების მხრიდან ერთგვარი დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.

უფროსებს არ სურთ ჩვილბავშვიანი ქალები სამსახურში, რადგანაც თვლიან, რომ ისინი სათანადოდ ვერ შეასრულებენ საქმეს, რომ არ ექნებათ შესაბამისი მოტივაცია.

დედობა ქალს უფრო შემოქმედებითს ხდის - ახალი კვლევის შედეგი

როგორც მკვლევარები და ფსიქოლოგები ამბობენ, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს და ამავდროულად მუშაობს, ის უფრო კონცენტრირებული და მოტივირებულია და მისი გონება გაცილებით უფრო შემოქმედებითი თვალით უყურებს საქმეს , რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. ასეთ ქალს წარმატება მოაქვს იმ კომპანიისთვის, სადაც მუშაობს და რა თქმა უნდა, ზრუნავს პირად წარმატებაზეც.

კვლევის თანახმად, შვილის გაჩენის შემდეგ ქალი უფრო შემოქმედებით ხდება, ტვინი განსხვავეულად იწყებს მუშაობას, რაც იმაში გამოიხატება რომ ის კრეატიულად მუშაობს.

ჟურნალისტი ერიკა ჰაიასაკი თავის ვრცელს სტატიაში საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც შვილიან ქალს უწევს კარიერული კუთხით წარმატების მისაღწევად. როგორც ჟურნალისტი წერს, ქალს თვითგადარჩენის ინსტინქტი უვითარდება შვილის გაჩენის შემდეგ. ის უნდა შედგეს, როგორც დედა და ამავდროულად, არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი, პროფესიული თვალსაზრისითაც უნდა შეძლოს თვითდამკვიდრება და ამას ქალები განსაკუთრებით განვითარებული შემოქმედებითი უნარების წყალობით ახერხებენ.

დედობა ქალს უფრო შემოქმედებითს ხდის - ახალი კვლევის შედეგი

ცვლილებები უკვე ორსულობის პერიოდში იწყება. ქალს ბევრი პრობლემის გადაჭრის, ბევრ პრობლემასთან გამკლავების უნარი უმუშავდება. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს, რომ ქალი უფრო კრეატიული ხდება.

ეს, რა თქმა უნდა, შემდგომში რეალურად დადებით გავლენას ახდენს ქალის კარიერაზე.

ასე რომ, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ დედობა ამცირებს გონების მუშაობის ხარისხს, რომ ქალის მუშაობა ნაკლებეფექტურია და მცირდება შემოქმედებითი აზროვნების უნარი, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მითია. ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ ჩვენი სოციალური გარემო, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევს ქალებს საშუალებას დედობა და შრომითი თვალსაზრისით აქტიურობა ერთმანეთს შეუთავსონ.



<a href="https://www.thriveglobal.com/">https://www.thriveglobal.com/</a>