სტილი

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია და მისი ტიტული სასექსის ჰერცოგინია გახლავთ. მეგანი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხიბვლელი, ელეგანტური და დახვეწილი სტილით. მას სამოსის მარტივი კომბინაციებით მომხიბვლელი ვიზუალის შექმნა შეუძლია.

თუ გსურთ, რომ თქვენს ვიზუალს ცოტათი სამეფო იერი შესძინოთ, ეს სტატია დაგეხმარებათ.

1. მეგანს მოსწონს თავისუფალი სტილის კაბების - ასეთი სტილი ქალს უფრო ელეგანტურს, სექსუალურს და ამავდროულად, რომანტიკულ იერს აძლევს, სხვათაშორის, მსგავსი სტილის კაბები ძალიან უყვარს ჰოლივუდის ვარსკვლავს ნიკოლ კიდმანს, რომელიც მართალია სამეფო ოჯახის წარმოამდგენელი არ არის, მაგრამ ჰოლივუდის ყველაზე ელეგანტურ ქალად მიიჩნევა.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

2. ჩვეულებრივი, ყოველდღიური, მარტივი სტილი - ჯინსის შარვალთან თეთრი მაისურის, ან თეთრი პერანგის ჩაცმა ყოველთვის კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში, ახალბედა პრინცესა ჩანთისა და ფეხსაცმლის ფერებს ერთმანეთს უხამებს.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

3. ოფიციალური შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, კლასიკური სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას - მას ხშირად აცვია მამაკაცური სტილის შარვალი პიჯაკთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, რითაც სასექსის ჰერცოგინია იდეალურ კომბინაციას ქმნის.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

4. რთული სათქმელია სამეფო სასახლეში გადასვლის შემდეგ რამდენად ხშირად შეძლებს მეგანი მოსახერხებელი, კომფორტული სამოსის ჩაცმას, თუმცა ეს აქამდე მისი საყვარელი სტილი იყო - ის შავ შარვალს და კომფორტულ ფეხსაცმელს კლასიკურ პიჯაკს უხამებს და ეს მეგანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სტილია.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

5. კლასიკური სტილის მოკლე შორტები - ჰერცოგინიას ამ ფორმაში ალბათ ვეღარ ვნახავთ, თუმცა ეს ერთ-ერთი გამორჩეული სტილია. შორტებთან და პიჯაკთან ერთად მეგანს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. სცადეთ თქვენც.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

6. მეგანს უყვარს ფერადი, სვხადასხვა პრინტებით გაფორმებული რომანტიკული კაბები.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

7. სამეფო ვიზუალი - მოკრძალებული და კლასიკური სტილი. ქუდი კი, აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ

8. შავ კლასიკურ შარვალს მეგანი თეთრ, ყელიან და შედარებით მოკლე მკლავით სვიტერს უხამებს და შედეგად ულამაზეს ვიზუალს იღებს.

სტილის მთავარი წესები მეგან მარკლისგან, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდნენ



<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>