LIFE

„მე ვიპოვე ჩემი პრინცი“ - 5 სამეფო წესი, რომლებიც მეგან მარკლმა დაარღვია

„მე ვიპოვე ჩემი პრინცი“ - 5 სამეფო წესი, რომლებიც მეგან მარკლმა დაარღვია

უფრო ადრე განაცხადა ურთიერთობების შესახებ, ვიდრე ეს სამეფო წესით იყო დასაშვები

BO-1 Instagram Post

მეგანმა პრინც ჰარისთან ურთიერთობების შესახებ ჯერ კიდევ მანამდე მოჰყვა, სანამ ეს ურთიერთობები ოფიციალური გახდებოდა. პირველად მან ამის შესახებ ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში, 2017 წლის სექტემბერში განაცხადა. გოგონამ თქვა, რომ ისინი შეყვარებულები არიან და უბრალოდ ერთად ყოფნა უნდათ. ჩვენ დროს არავის გააკვირვებ მსგავსი ინფორმაციით, მაგრამ სამეფო გვარის ტრადიციების მიხედვით ამაზე საუბარი ოფიციალურ ნიშნობამდე არ არის მიღებული.

წყვილს არ ერიდება გრძნობების დემონსტრირება

„მე ვიპოვე ჩემი პრინცი“ - 5 სამეფო წესი, რომლებიც მეგან მარკლმა დაარღვია

თუ შევხედავთ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის წყვილს, ისინი საზოგადოებაშ ხელიხელჩაკიდულებიც კი არ ჩნდებიან, იმ დროს როცა ჰარის და მეგანს სულაც არ ერიდებათ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება. პირველად ისინი ხელიხელჩაკიდულები დაუმარცხებლების თამაშის დროს ტორონტოში შეამჩნიეს, და ეს მათი ნიშნობამდე იყო.

ის გათხოვილი იყო

„მე ვიპოვე ჩემი პრინცი“ - 5 სამეფო წესი, რომლებიც მეგან მარკლმა დაარღვია

2013 წლამდე მეგან მარკლი გათხოვილი კინორეჟისორზე ტრევორ ენგელსონზე იყო. ისინი ერთად დაახლოებით 10 წელი იყვნენ, აქედან 2 წელი კანონიერ ქორწინებაში იცხოვრეს. მაგრამ მეგანისა და ჰარის საბედნიეროდ, სამეფო ოჯახში ეს უკვე აღარ წარმოადგენს აკრძალვას. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა მეფე ედუარდ VΙΙΙ, რომელიც სულ 10 თვე იყო მმართველი, 1936 წელს უარი თქვა ტახტზე საყვარელი ქალის გამო, რომელიც ადრე გათხოვილი იყო.

წარმოშობით ჩვეულებრივი ოჯახიდან არის

BO-4 Instagram Post

პრინც უილიამის ცოლის მშობლებისგან განსხვავებით, მეგანის მშობლები - ჩვეულებრივი ხალხია. მეგანის დედა, აფროამერიკელი დორია რეგლანდი, სოციალურ მუშაკად და იოგის მასწავლებლად მუშაობს. მამა, თომას მარკლი, პროფესიონალი გამნათებელია ფილმებისა და სერიალების გადასაღებ მოედანზე. მეგან მარკლი - არის გოგონა ყველაზე ჩვეულებრივი ოჯახიდან, რომელმაც საკუთარი ძალებით გაიკვალა გზა დიდებისკენ. ამით მან დაამტკიცა, რომ სურვილით შეიძლება მიაღწიო ყველაფერს, და ამ დროს არ გქონდეს არანაირი კავშირები.

სიტყვით გამოვიდა ქორწილში

სასექსის ჰერცოგინიამ წვეულების ბოლოს სპეციალური სიტყვა წარმოსთქვა, სადაც მადლობა გადაუხადა დედოფალს, პრინც ჩარლზს და სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს თბილი დამოკიდებულებისთვის მასსა და მის მშობლებისადმი. გოგონამ გამოსვლა ამაღელვებელი სიტყვებით დაასრულა: „მე ვიპოვე ჩემი პრინცი“.

„მე ვიპოვე ჩემი პრინცი“ - 5 სამეფო წესი, რომლებიც მეგან მარკლმა დაარღვია

ტრადიციების არანაირ დარღვევებს არ შეუძლია ხელი შეუშალოს ნამდვილ გრძნობებს, ამ წყვილს ხომ აშკარად ეტყობა, რომ შეყვარებულები და ძალიან ბედნიერები არიან.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>