სტილი

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი და ამავდროულად მისი მრჩეველი, ივანკა ტრამპი, ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ყოფილი მოდელი მომხიბვლელი გარეგნობით, განსაკუთრებული გრაციოზულობითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

36 წლის ივანკა დონალდ ტრანპისა და მისი პირველი ცოლი, ივანას შვილია. ის ყოფილი მოდელი და სამი შვილის დედაა. როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ, ნიუ-იორკელი ქალების ჩაცმის სტილზე ის დიდ გავლენას ახდენს.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

მას ცხოვრების ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. რთულია, იყო ცოლი, სამი შვილის დედა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი. ყველაფერთან ერთად,ივანკა თავსივე დაარსებული მოდის სახლის ხელმძღვანელია.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

როგორც თვითონ ამბობს, კარგად ახერხებს იდეალური ბალანსის პოვნას. პირად და საზოგადოებრივ საქმიანობას ის შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს და თვლის რომ წარმატების მთავარი გასაღები ბალანსის პოვნაა.

ივანკა ქალებს უზიარებს თავის გამოცდილებას, თუ როგორ ახერხებს იყოს ენერგიული და ყოველთვის მომხიბვლელი.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

1. სპა სალონი - „პირველ რიგში, მთავარი, რაც მეხმარება ვიყო მუდამ ტონუსში, ეს არის სპა. როცა დედამ სპა სალონში პირველად წამიყვანა, 7 წლის ვიყავი და არასოდეს დამავიწყდება ის სასიამოვნო განცდა. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ იმით, რომ გოგო ვარ“, - ამბობს დონალდ ტრამპის ქალიშვილი. ივანკას განსაკუთრებით მოსწონს თურქული აბაზანები.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

2. ცხოვრების წესი - ივანკას თქმით, ცხოვრების წესი მას შემდეგ შეცვალა, რაც პირველი შვილი შეეძინა და უფრო მეტად გახდა კონცენტრირებული ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ჯანსაღ კვებაზე.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

„მას შემდეგ, რაც არაბელა შემეძინა, უფრო მეტად ვაქცევ ყურადღებას ჯანსაღ კვებას. ვყიდულობ ჯანსაღ პროდუქტებს და ვცდილობ, ყოველთვის მივირთვა სახლში მომზადებული საჭმელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობის, ასევე სილამაზის შესანარჩუნებლად“, - ამბობს ტრამპი.

3. ის, რაც ყოველთვის აქვს ჩანთაში - „ყოველთვის მაქვს ჩანთაში სუნამო. ასევე, მიყვარს ფერუმარილის გამოყენება და ისიც აუცილებლად დევს ჩემს ჩანთაში და კიდევ ერთი, რის გარეშეც წარმოუდგენელია რომ სადმე წავიდე, ეს არის ტუჩის ბალზამი“.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?

4. სილამაზის მთავარი საიდუმლო - ივანკა თვლის რომ ქალს განსაკუთრებით მომხიბვლელს მოვლილი და ლამაზი თმა ხდის. „არასოდეს გამომიყენებია ფენი. არ მესმის, როგორ შეიძლება მისი გამოყენება, როცა ყველამ ვიცით თუ როგორ აშრობს თმას და აფუჭებს მას. მე ყოველ დილით ვიბან თმას და ვაცდი მას თავისით როდის გაშრება“, - ამბობს ივანკა.

რა აქვს ყოველთვის ჩანთაში და როგორ უვლის თავს 36 წლის ივანკა ტრამპი?



<a href="https://www.newbeauty.com">https://www.newbeauty.com</a>