ჯანმრთელობა

მერაია ქერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც 36 კგ-ზე მეტი დაიკლეს

მერაია ქერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც 36 კგ-ზე მეტი დაიკლეს

მერაია ქერი - მინუს 50 კგ

მერაია მუდმივად ებრძვის ზედმეტ წონას. როგორც კი ოდნავ მოდუნდება და თავს უფლებას მისცემს ისიამოვნოს საყვარელი ფასტფუდითა და ტკბილეულით, წონაში კატასტროფულად იმატებს.

გასულ წელს მომღერალმა საკუთარი წონის რეკორდი დაამყარა და 120 კგ-ს მიაღწია. ამან არა მხოლოდ მომღერალი აღაშფოთა, არამედ ექიმებიც. ასეთი ზედმეტი წონა ხომ ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე.

ქერიმ გადაწყვიტა წონასთან ბრძოლა რადიკალური მეთოდით დაეწყო: მან დახმარებისთვის ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი კლინიკის საუკეთესო ქირურგს მიმართა, რათა კუჭის მოცულობა შეემცირებინა. ამ ოპერაციამ სწრაფი შედეგი გამოიღო, მაგრამ მომღერალი ამაზე არ შეჩერდა.

BO-1 Multipic:

მან წესრიგში მოიყვანა კვების რაციონი, უფრო სწორად, დაიწყო ცილოვანი დიეტის დაცვა და საერთოდ უარი თქვა შაქარზე. მერაიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან ადვილად მიიღო, მისი შესრულება კი ძალიან რთული აღმოჩნდა. მაგრამ მომღერალმა ერთ წელიწადში 50 კგ-ზე მეტი დაიკლო.

ჯენეტ ჯექსონი - მინუს 50 კგ

ახალგაზრდობაში ჯენეტი ყველაფერს ჭამდა და წონაში არ იმატებდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. გარდა ამისა, ფეხმძიმობის დროს მომღერალმა წონაში 45 კგ მოიმატა და ვაჟიშვილის დაბადების შემდეგ დიდხანს ვერ იშორებდა ზედმეტ კილოგრამებს.

BO-2 Multipic:

ეს ქმართან ურთიერთობებზე აისახა, კატარელ მილიარდერს დაშორდა. დეპრესიის და სტრესის გამო ჯენეტს მეტი საკვების მიღება უწევდა. როცა სასწორის ისარი კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, ჯანეტმა პროფესიონალების გუნდი დაიქირავა - მისი მწვრთნელი გახდა პაულეტუ სიბლისი, რომელიც ვარსკვლავს კვირაში ხუთჯერ სატრენაჟორო დარბაზში ავარჯიშებდა, დიეტოლოგმა დევიდ ალენმა კი დაამუშავა სპეციალური დაბალანსებული რაციონი 1250 კკალ-ზე დღეში და გამორიცხა შაქარი, მარილი, ცომეული, ალკოჰოლი და ტკბილი გაზიანი სასმელები. შედეგად მომღერალი საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა.

ჯენიფერ ჰადსონი - მინუს 36 კგ

ჯენიფერ ჰადსონი - კიდევ ერთი გოგონაა ფორმებით, რომელიც არასოდეს ყოფილა გამხდარი. ფეხმძიმობის შემდეგ კი მან საკუთარ წონას რამდენიმე ათეული ზედმეტი კილოგრამი მიუმატა. ოპრა უინფრისთან ინტერვიზე მსახიობი საგრძნობლად გამხდარი მივიდა და ტელეწამყვანს გახდომის საიდუმლოც გაუმხილა.

BO-3 Multipic:

აღმოჩნდა, რომ თავისუფალ დროს ჯენიფერი სარბენ ბილიკზე ატარებს ან ხტუნაობს სახტუნაოთი. ასევე, მან დაიწყო კვება Weight Watcher-ის სისტემის მიხედვით, სადაც რაციონის ფუძეა - უცხიმო თევზი, ქათამი, ინდაური, სალათი, ჩირი, ნიგოზი, შტოშის მორსი. მსახიობს მოუწია გადაეხალისებინა გარდერობი, რადგან ტანსაცმელი ახლა უკვე დიდი აქვს. მაგრამ ეს მისთვის უფრო სასიამოვნო ბონუსია, ვიდრე გულისტკივილი.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>