LIFE

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

პრინცესა დაიანა დაუვიწყალი ქალია. ის იმ გამონაკლისთან შორისაა, რომლებიც სამუდამოდ ახერხებენ ადამიანების გულებში დარჩენას და გარდაცვალებიდან ბევრი წლის შემდეგაც აქტუალურები არიან.

ამჯერად გავიგოთ უფრო მეტი პრინცესას დების შესახებ.

დაიანას ორი და ჰყავს, ლედი სარა მაკკორკოდეილი და ლედი ჯეინ ფილოუსი. ისინი ლედი დის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების წინაშე, საჯარო სივრცეებში იშვიათად ჩნდებიან.

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა სარა და ჯეინი პრინც ჰარის ქორწილში შენიშნეს.

როგორც ცნობილია, ჰარის დეიდებთან ახლო ურთიერთობა აქვს. ლედი ჯეინი პრინც ჰარისთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობითაც არის დაკავებული.

„ლედი დის გარდაცვალების შემდეგ სპენსერების ოჯახთან ყველაზე ახლო ურთიერთობა პრინცმა ჰარიმ შეინარჩუნა. ის ხშირად სტუმრობს დეიდებს და ასევე, სწორედ მისი მოთხოვნით პატიჟებენ სპენსერებს სხვადასხვა სამეფო წვეულებებზე“, - ამბობს საიდუმლო წყარო Vanity Fair-თან ინტერვიუში.

ლედი ჯეინ ფილოუსი

ლედი ჯეინი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და ერიდება მედიასთან კომუნიკაციას პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ. ჯეინი იყო ის პირველი, ვისაც 1997 წლის დილით დაიანას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

ცნობილია, რომ ჯეინს არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა დაიანასთან მანამდე, სანამ ის პრინც ჩარლზს არ გაჰყვა ცოლად. როცა დაიანა პრინცზე დაქორწინდა, დებს შორის ურთიერთობა შეიცვალა, ზოგადად არა მხოლოდ დაიანასთან, არამედ მთელ სამეფო ოჯახთან ჯეინს ახლო კავშირი ჩამოუყალიბდა.

ლედი ჯეინის ქმარი რობერტ ფილოუსი დედოფალ ელისაბედის პირადი მდივანი იყო 1990-1999 წლებში. სწორედ მას ეკისრებოდა მთავარი ფუნქცია სამეფო ოჯახსა და სახელმწიფოს მმართველ გუნდთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ჯეინის პოზიციები სამეფო კარზე საკმაოდ მტკიცე იყო, თუმცა ჩარლზისა და დაიანას განქორწინების შემდეგ, ეს პოზიციები შესუსტდა და სამეფო ოჯახში ის გავლენიან ქალად აღარ მოიაზრებოდა.

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

1999 წელს ლედი ჯეინმა ბარონესას ტიტული მიიღო, ხოლო მისი ქმარი ბარონი გახდა. ჯეინის ქალიშვილი ლაურა ფილოუსი პრინცესა შარლოტას ნათლიაა.

ლედი ჯეინი პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ესაუბრა მედიის წარმომადგენლებს, 2013 წელს მან გამოცემა The Lady-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ძირითადად თავის საქველმოქმედო საქმიანობაზე ისაუბრა.

ლედი სარა მაკკორკოდეილი

ლედი სარა სპენსერი დებს შორის უფროსია. როგორც ცნობილია, დაიანასთვის სარა მიბაძვის ობიექტი იყო. მას უფროსი და ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა. ახალგაზრდა პრინცესასთვის ის იყო დიდი იმედი და ადამიანი, რომელიც მუდამ გვერდით ედგა. ის ერთგვარად პრინცესას მრჩეველის როლს ითავსებდა და აღსანიშნავია, რომ თავისი უმცროსი და პრინც ჩარლზს სწორედ მან გააცნო.

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

საინტერესოა ის, რომ სარა თავის მომავალ სიძეს თავადაც ხვდებოდა. სასიყვარულო ურთიერთობა სარასა და პრინც ჩარლზს შორს 1977 წელს დაიწყო, თუმცა წარუმატებლად დასრულდა. დაიანას ბიოგრაფები წერენ, რომ დედოფალი ელისაბედი სასტიკი წინააღმდეგი იყო ჩარლზისა და სარას სასიყვარულო ურთიერთობის.

მიუხედავად იმისა, რომ პრინცთან სარას არაფერი გამოუვიდა, ის იყო იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ჩარლზისა და ლედი დის ქორწინება ძალიან სურდათ.

„მე კუპიდონი ვარ. დაიანასა და ჩარლზს ერთმანეთი მე გავაცანი“, - ამბობდა სარა 1981 წელს, როცა ჩარლზი და ლედი დი დაინიშნენ.

ვინ არის პრინცესა დაიანას იდუმალი და, რომელიც პრინც ჩარლზს ხვდებოდა

სარა დაიანასა და ჩარლზის ქორწინებამდე ერთი წლით ადრე დაქორწინდა და ცოლად ნილ მაკკორკოდეილს გაჰყვა. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ემილი, ჯორჯი და სელია.

დაიანას გარდაცვალებამ დებს დიდი ტრავმა მიაყენა. პრინცესას გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა დაიანას სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელსაც სარა ხელმძღვანელობს.



<a href="https://www.townandcountrymag.com">https://www.townandcountrymag.com</a>