მშობლები

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

როდესაც მშობელი ხდებით, ოჯახს ახალი წევრი თქვენ კი, მეტი პასუხისმგელობა გემატებათ. ოჯახის ახალ, პატარა წევრს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. იცვლება ჩვენი ჩვევები, დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებისადმი.

ფსიქოლოგები ავლენენ იმ 5 მთავარ ნიშანს, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ „საუკეთესო მშობლობისკენ“ ხართ მიდრეკილი, ისწრაფვით იმისკენ, რომ იყოთ იდეალური. ვნახოთ ეს 5 მთავარი ნიშანი:

1. თავს გრძნობთ დამნაშავედ მაშინაც კი, როცა თუნდაც ერთი საათით გიწევთ ბავშვის დატოვება.

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

2. თავს ადანაშაულებთ და ფიქრობთ, რომ არ ხართ კარგი მშობელი მაშინ, როცა ბავშვი ტირის და მის დამშვიდებას ვერ ახერხებთ.

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

3. გაშინებთ თქვენი ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვზე ზრუნვას უკავშირდება - მათ შორის გადაწყვეტილებები კვებით საკითხებთან დაკავშირებით, ძილის რეჟიმთან და სამოსის შერჩევასთან მიმართებაშიც კი. ფიქრობთ, რომ შეიძლება რაიმე შეცდომა დაუშვათ, შეცდომა, რომელიც ბავშვს ავნებს.

4. იჩენთ გადაჭარბებულ მზრუნველობას და საკუთარი თავისგან ითხოვთ გაცილებით მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

5. გჯერათ, რომ როგორც უნდა სცადოთ დაბალანსებულად ცხოვრება, სოციალური, ოჯახური და პროფესიული საქმიანობის შეთავსება, თქვენ მაინც ვერ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ვერ იპოვნით იდეალურ ბალანსს.

გვაწუხებს ფიქრი რომ ის, რასაც ბავშვისთვის ვაკეთებთ, არ არის საკმარისი.

მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს იყო „საუკეთესო მშობელი“? - რას ამბობენ ფსიქოლოგები ამ ფრაზის შესახებ.

„საუკეთესო მშობელი“ - ეს ტერმინი საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ემყარება.

ახალბედა მშობლები ერთგვარად საზოგადოების წნეხის ქვეშ არიან. საზოგადოებაში არსებული სტანდარტები უბიძგებენ მათ იყონ ნაკლებად თავდაჯერებულები. ადამიანების წრე ჩვენ გარშემო გვაფიქრებინებს, რომ არ ვართ საუკეთესოები, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ბავშვისთვის. ეს შფოთის, დეპრესიის მიზეზი ხდება.

ფსიქოლოგები ამ შფოთისგან თავის ასარიდებლად 4 მარტივ მეთოდს გვთავაზობენ:

1. მიიღეთ ის სიგიჟე, რომელიც თან ახლავს ბავშვის დაბადებას - დიახ, ბავშვის დაბადების შემდეგ ცხოვრება იცვლება და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თქვენ ახლა სწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა იზრუნოთ ბავშვზე. არ უნდა შეიტანოთ ეჭვი საკუთარ თავში, არ უნდა იფიქროთ, რომ რაღაც არ გამოგდით. არ უნდა მოითხოვოთ საკუთარი თავისგან შეუძლებელი. არ უნდა მიიჩნიოთ, რომ ცუდი მშობელი ხართ.

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

2. გახსოვდეთ რომ პრიორიტეტად აქციოთ კონკრეტულ მომენტზე ფოკუსირება - ბავშვები ბედნიერები მაშინ არიან, როცა მშობლები ხვდებიან მათ საჭიროებებს, როცა მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირია.

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

3. გახსოვდეთ ისიც, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ სახლში იქნებით და მთელ დღეს შვილთან გაატარებთ, თუ შვილის გაზრდას სამსახურს შეუთავსებთ - არავის აქვს უფლება ამ საკითხში ჩაერიოს და ამის მიხედვით გადაწყვიტოს საუკეთესო მშობელი ხართ თუ - არა. ყველა მშობელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა არის მისი შვილისთვის უკეთესი, ნუ მოუსმენთ საზოგადოებას და ნუ განსჯით თქვენ ცხოვრებას იმის მიხედვით, თუ რას იტყვის ხალხი.

4. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, უნიკალური, აღზრდის საკუთარი მეთოდებით, ბავშვზე ზრუნვის მეთოდებით - ის, რომ შესაძლოა საზოგადოებაში არსებულ ნორმებს არ ითვალისწინებთ, იქცევით ისე, როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად, არ ნიშნავს, რომ ცუდი მშობელი ხართ.

ხართ, თუ არა “საუკეთესო მშობელი”? - ფსიქოლოგების განმარტება

დაივიწყეთ ტერმინი „საუკეთესო მშობელი“, „საუკეთესო დედა“, „საუკეთესო მამა“, დაივიწყეთ ის სტანდარტები, რომლებიც საზოგადოებაში მიაჩნიათ იდეალურად და იზრუნეთ ბავშვზე ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად.

ფსიქოლოგები ამბობენ,, რომ ამქვეყნად სრულყოფილი არავინაა, ადამიანები უბრალოდ ისწრაფვიან სრულყოფისკენ.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>