სტილი

მრავალფეროვნება, მხიარულება და პოზიტივი - H&M-ისა და MOSCHINO-ს ახალი კოლექციის მთავარი კონცეფცია

მრავალფეროვნება, მხიარულება და პოზიტივი - H&M-ისა და MOSCHINO-ს ახალი კოლექციის მთავარი კონცეფცია

MOSCHINO-სა H&M-ის ახალი, ერთობლივი კოლექციის მთავარი იდეა პოზიტივი, მრავალფეროვნება და სიყვარულით სავსე სულია. სწორედ ამ იდეების გარშემო იმუშავა MOSCHINO-ს კრეატიულმა დირექტორმა, ჯერემი სკოტმა.

„როდესაც ახალ დიზაინს ვქმნი, ყოველთვის ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე. MOSCHINO [tv] H&M ლუქბუქს წვეულებას შევადარებდი; აღსანიშნავია მხიარულება, კრეატიულობა და ის ენერგია, რომელიც ადამიანებს და ამ კოლექციას ახასიათებს,“ - ამბობს ჯერემი სკოტი.

მრავალფეროვნება, მხიარულება და პოზიტივი - H&M-ისა და MOSCHINO-ს ახალი კოლექციის მთავარი კონცეფცია

Trend.ge-ს მკითხველს უკვე ჰქონდა საშუალება ბრენდების ახალ, ერთობლივ კოლექციას გაცნობოდა და მართლაც თვალშისაცემია ის, რომ კოლექციის მთავარი ხაზი მრავალფეროვნება და მხიარულებაა.

H&M-ის კრეატიული მრჩეველი, ანა-სოფია ჯოანსონი ამბობს, რომ კოლექცია ადამიანებს პოზიტივის მიღების საშუალებას აძლევს.

„მომწონს, როგორ აღწერს ჯერემი MOSCHINO [tv] H&M-ის ხასიათს ლუქბუქში. ეს არის გამორჩეული და საამაყო კოლექცია, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას მიიღოს პოზიტივი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ, ან საიდან არის ის“, - ამბობს ანა-სოფია ჯოანსონი.

მრავალფეროვნება, მხიარულება და პოზიტივი - H&M-ისა და MOSCHINO-ს ახალი კოლექციის მთავარი კონცეფცია

კოლექციის სტილსა და ფოტოებზე ჯერემი სკოტის პარტნიორებმა, სტილისტმა კარლინ კარფ დე დუდზელლმა და ფოტოგრაფმა, მარკუს მაისამ იმუშავეს.

კოლექციაში ნახავთ ისეთ საინტერესო და მრავალფეროვან ადამიანებს, როგორებიც არიან, ტყუპები აია და ამი; საკურა ბრედი - ჯერემი სკოტის ასისტენტი MOSCHINO-დან და ასევე პაბლო ოლეა - ჯერემის საუკეთესო მეგობარი და პიარისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი MOSCHINO-ში.

H&M-მა ასევე შექმნა MOSCHINO [tv] H&M-ის სტიკერები Instagram Story-ს, Snapchat და iMessenger-სთვის, რათა მომხმარებლებმა გააფორმონ საკუთარი ფოტოები. ასევე, კოლექციისთვის შეიქმნა ანიმაციური ლოგოები და ემბლემები.

ახალი კოლექცია გაყიდვაში 8 ნოემბრიდან ჩაეშვება.

სხვა ფოტოების სანახავად ეწვიეთ ფოტოგალერეას - trend.ge