LIFE

8 ნიშანი იმისა, რომ რეინკარნირებული ხართ

8 ნიშანი იმისა, რომ რეინკარნირებული ხართ

რეინკარნაციის იდეას საფუძვლად უდევს რწმენა სულის უკვდავების შესახებ, რომლის თანახმადაც, ადამიანის სული ერთი სხეულიდან მეორეში გადადის. რწმენას ამტკიცებს ადამიანების განცდა იმისა, რომ თითქოს ადრე ცხოვრობდნენ და წინა ცხოვრებიდან გარკვეული მოგონებებიც კი აქვს ზოგიერთს.

ვნახოთ რვა მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ წინა ცხოვრება გქონდათ და რეინკარნირებული ხართ.

1. გაქვთ განცდა, რომ თითქოს ახალი თქვენთვის არაფერია, რომ რასაც ხედავთ, სადღაც, ოდესღაც ნანახი გაქვთ - გრძნობთ, რომ წარსულისგან რაღაც ცოდნა და სიბრძნე გაქვთ. 

2. გაქვთ გამძაფრებული ინტუიცია - თქვენი ინტუიცია ეფუძნება იმ სიბრძნეს, რომელიც წინა ცხოვრებისგან გაქვთ მიღებული. ეს იტუიცია არასოდეს გატყუებთ. 

8 ნიშანი იმისა, რომ რეინკარნირებული ხართ

3. ხართ ემოციური და განსაკუთრებული თანაგრძნობის გამოჩენა შეგიძლიათ - ხართ საოცრად მგრძნობიარე. სხვისი ტკივილი გულთან ახლოს მიგაქვთ და საკუთარივით განიცდით. ყველაფერი ამ შემთხვევაშიც წინა ცხოვრებას უკავშირდება. სწორედ მისი გავლენით პოულობთ ღრმა სულიერ კავშირს ადამიანებთან.

4. ყოველთვის ცდილობთ მიიღოთ დიდი გამოწვევები და მზად ხართ ამისთვის - თქვენი ინტელექტი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მუდამ მზადიყოთ ურთულესი გამოწვევებისთვის.

8 ნიშანი იმისა, რომ რეინკარნირებული ხართ

5. გაქვთ უჩვეულო ფობიები - თუ რაიმე უჩვეულო ფობია გაქვთ, ეს დიდი ალბათობით, თქვენი წინა ცხოვრების ტრავმას უკავშირდება. 

6. ზოგიერთ ადამიანთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობთ - შესაძლოა, არიან ადამიანები, რომლებიც მაგნიტივით გიზიდავენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან აუცილებლად რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ. ადამიანებს, რომლებიც მაგნიტივით გიზიდავენ და რომლებთანაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს გრძნობთ, დიდი ალბათობით, წინა ცხოვრებაში იცნობდით და მათთან კარგი ურთიერთობა გქონდათ. 

8 ნიშანი იმისა, რომ რეინკარნირებული ხართ

7. არის ადგილები, ან საგნები, რომლებიც განსაკუთრებით გიზიდავთ - სწორედ ამ ადგილებთან და საგნებთან გაკავშირებდათ წინა ცხოვრებაში ყველაფერი. შესაძლოა, რომელიმე უცხო ენასთან გაქვთ განსაკუთრებული კავშირი, გიზიდავთ და გელამაზებათ. ეს იმიტომ, რომ წინა ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, ეს ენა თქვენი მშობლიური ენა იყო. 

8. გაქვთ შემეცნების საოცარი უნარი - ყველაფერს მარტივად იმახსოვრებთ. ასე იმიტომ ხდება, რომ წინა ცხოვრებაში ეს ყველაფერი უკვე იცოდით და ახლა თავიდან შეცნობა, სწავლა უფრო გიმარტივდებათ.



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>