სილამაზე

5 ხერხი, როგორ გაიკეთო მაკიაჟი საუკეთესო სელფისთვის

5 ხერხი, როგორ გაიკეთო მაკიაჟი საუკეთესო სელფისთვის

კარგ სელფის ხშირად დიდი ძალისხმევა სჭირდება. მნიშვნელოვანია აირჩიო სწორი რაკურსი, სწორად დაიჭირო შუქი და, რა თქმა უნდა, იზრუნო მაკიაჟზე. ძირითადი, რაც უნდა დაიმახსოვრო: მაკიაჟი სელფისთვის ყოველთვის უფრო მკვეთრია, ვიდრე ყოველდღიური.

რატომ? - კამერა ანეიტრალებს მაკიაჟის ნაწილს, ასე რომ თამამად შეიძლება სცადო ის ფერები და ხერხები, რომლებისაც ადრე გეშინოდა. პროფესიონალი სტილისტი, ვიზაჟისტი და პარიკმახერი იდეალური სელფის საიდუმლოს გვიზიარებს.

1. დამალე ყველაფერი, რაც საჭიროა რომ დამალო

პირველი, რითაც უნდა დაიწყო მაკიაჟის კეთება, - ესაა ნაკლოვანებებისა და კანის პრობლემური ზონების კორექცია. გამოიყენე კორექტორი ან კონსილერი, რათა დაფარო მუქი წრეები თვალების ქვეშ, გამონაყარი და კანის სხვა დეფექტები. შემდეგ ფუნჯის ან სპონჟის დახმარებით დაიტანე სქელი კონსისტენციის ტონალური კრემი. ტონალურის შესანარჩუნებლად და სახის არასასურველი მბზინვარების მოსაშორებლად აუცილებლად დაიტანე ფხვიერი პუდრი.

2. გაიკეთეთ კონტურინგი

ალბათ შეამჩნევდით, რომ სელფზე სახე ხშირად ბრტყელია. ამის თავიდან აცილებაში დაგეხმარება ბრონზირებული პუდრი ან „Taupe“-ს ტონის ფერუმარილი. აუცილებლად გაიმუქე ღაწვები, შუბლის ზედა და გვერდითი ნაწილი, და ასევე ნიკაპის ქვედა ნაწილი. იმისათვის რომ სახე გამოიყურებოდეს ბრწყინვალედ, საფეთქლების არეში და შუბლის გამოწეულ ზონებზე დაიმატეთ ცოტაოდენი ვარდისფერი ფერუმარილი. და ბოლოს, ნიკაპზე, ღაწვებზე, ცხვირის ზურგზე, წარბების ქვეშ და ზედა ტუჩთან ფუნჯით დაიტანეთ ცოტაოდენი ჰაილაითერი.

5 ხერხი, როგორ გაიკეთო მაკიაჟი საუკეთესო სელფისთვის

3. დაუთმეთ ყურადღება - თვალებს

წარმატებული სელფის მთავარი წესია - მეტყველი გამოხედვა. ამაში დაგეხმარება შავი ფერის თვალის ლაინერი, რომელიც ასე საოცრად უსვამს ხაზს თვალის სიღრმეს. შემდგ გადადით წამწამებზე. დასაწყისისთვის კერლერის დახმარებით აიპრიხეთ წამწამები, შემდეგ კი დაიტანეთ მოცულობითი ტუშის ორი ფენა. არ დაგავიწყდეთ წარბები. მიანიჭეთ მას მკვეთრი ფორმა და ბოლოს დააფიქსირეთ გელით.

4. გახსოვდეთ ტუჩები

თავდაპირველად ტუჩებისთვის გამოიყენე სკრაბი - ის მოაშორებს ზედმეტ კანს და მოამზადებს ტუჩებს პომადის ან ბლესკის წასასმელად. მე გირჩევთ გამოიყენოთ გლუვი მკვეთრი ფერები ან სქელი კონსისტენციის ტუჩის ბლესკები სხვადასხვა ეფექტებით. კიდევ ერთი მომენტი: გულწრფელი ღიმილი ყოველთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

5 ხერხი, როგორ გაიკეთო მაკიაჟი საუკეთესო სელფისთვის

5. არანაირი რთული ვარცხნილობები

აი, დგახართ სარკის წინ ძალიან ლამაზი, მაგრამ თითქოს რაღაც გაკლიათ, მართალია? დროა მიაქციო ყურადღება თმებს. არანაირი რთული ვარცხნილობების გაკეთება საჭირო არ არის, საკმარისია უბრალოდ მიანიჭოთ თმას მოვლილი იერი და ის გამოიყურებოდეს ბუნებრივად და მსუბუქად. საუკეთესო ვარიანტია - ოდნავ გაწეწილი კულულები. გაყავით თმა რამდენიმე მოცულობით კულულად და დაიხვიეთ. შემდეგ დახარეთ თავი დაბლა და ხელებით აიჩეჩეთ დახვეული კულულები.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>