სილამაზე

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ჩვენს დროში მაკიაჟის ხელოვნება უმაღლეს საფეხურზეა და სოციალურ ქსელებში, ყველაზე ხშირად კი, „ინსტაგრამზე“ მაკიაჟის სპეციალისტების საოცარ ნამუშევრებს ვხედავთ.

მაკიაჟი უმნიშვნელოვანესია ბევრი ქალისთვის. ის გვმატებს თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას. ვნახოთ სპეციალისტთა რჩევები - მათ სურთ, რომ ეს შვიდი რამ ყველა ქალმა იცოდეს.

1. იცოდეთ რომ მაკიაჟი არ გიცვლით მთლიან ვიზუალს - მაკიაჟის საშუალებით უფრო ლამაზები ვჩანვართ. მისი დახმარებით ვმალავთ ნაკლოვანებებს და ხაზს ვუსვამთ სახის ყველაზე ლამაზ დეტალებს, მაგრამ ეს არ არის პლასტიკური ქირურგია და ის თქვენს სახეს არ ცვლის. მაკიაჟის საშუალებით სხვა ადამიანად ვერ გადაიქცევით.

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

2. არ შეიძლება წაისვათ ყველაფერი, რაც მოგწონთ - არსებობს გამოთქმა, რომ ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, როგორც სურს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაისვათ სახეზე ყველაფერი, რაც გსურთ. შესაძლოა, ლურჯი თვალის ჩრდილი მოგწონთ, მაგრამ თქვენს სახეს ის არ უხდებოდეს. ჯერ განსაზღვრეთ რა ფერის ჩრდილები გიხდებათ და ამის შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი. 

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

3. იმისთვის, რომ კარგი მაკიაჟი გაიკეთოთ, აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი ხელსაწყოები - მაკიაჟის სპეციალისტებთან ალბათ გინახავთ თუ რამდენი ფუნჯები აქვთ და რამდენი სხვადასხვაგვარი ხელსაწყო მაკიაჟის გასაკეთებლად. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება, ფუნქცია აქვს. არ შეიძლება თვალის ჩრდილი ფერუმარილისთვის განკუთვნილი ფუჯით წაისვათ.

ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. ყველაზე მცირე რაც გჭირდებათ ესაა - ფუნჯი ფუძისთვის, ფუნჯი, კონსილერისთვის, ფუნჯი ფერუმარილისთვის, ფუნჯი „პუდრისთვის“, ფუნჯი თვალის ჩრდილისთვის და რა თქმა უნდა, ტუჩსაცხისთვის. 

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

4. მაკიაჟის გაკეთებას არ სჭირდება საათები - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იდეალური ვიზუალის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა, სხვადასხვა პროცედურების ჩატარება და საათებია საჭირო, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. თუ დროდადრო მაკიაჟის გაკეთებას ცდილობთ და პრაქტიკული გამოცდილება გაქვთ, ძალიან მარტივად და მცირე დროში შეძლებთ იდეალური შედეგის მიღებას. 

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

5. მაკიაჟის გაკეთების დროს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ე.წ პრაიმერი - თუ გსურთ, რომ ყველაფერი რასაც წაისვამთ სახეზე თავის ადგილას დარჩეს და მაქსიმალურად ეფექტური იყოს, „პრაიმერი“ უნდა გამოიყენოთ. შედეგად ფერები უფრო მდგრადი ჩანს. თუ ერთხელ ცდით, აღარასოდეს იტყვით უარს მის გამოყენებაზე.

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

6. სახის მოყვანილობის შესაცვლელად გამოიყენეთ „ჰაილაითერი“ - რა თქმა უნდა, ეს არ იქნება რეალური ცვლილება, მაგრამ მიიღებთ ეფექტს. წაისვით ის ლოყის და წარბის ძვლებზე უფრო ოვალური სახის ფორმის მისაღებად. „ჰაილათერს“ ისვამენ ასევე თვალის გარშემო. ასე თვალი უფრო ფართო და დიდი ჩანს.

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

7. ქალების დიდი ნაწილი თვალის „ლაინერს“ არასწორად ისვამს - მაკიაჟის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თვალის ლაინერის წასმა უნდა დაიწყოთ თვალის გარე კუთხიდან, წაისვათ ის თვალის შუა ნაწილამდე, ხოლო შემდეგ დაიწყეთ თვალის დახატვა შიდა კუთხიდან და ხაზები ერთმანეთთან შეაერთეთ. ამ შემთხვევაში ნახავთ, რომ იდეალურ შედეგს მიიღებთ.

მაკიაჟის სპეციალისტის რჩევები - 7 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს



<a href="https://makeup.allwomenstalk.com/">https://makeup.allwomenstalk.com/</a>