LIFE

5 მიზეზი - რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა?

5 მიზეზი - რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა?

ბევრი მიიჩნევს, რომ დღიურის წერა მოსაწყენია, თუმცა ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის ეს საყვარელი საქმიანობაა. რეალურად კი, დღიურის წერით ბევრი სარგებელი შეიძლება მივიღოთ.

დღიურის წერა - ეს არის საშუალება გადმოსცე საკუთარი განცები, ან უბრალოდ დაწერო საინტერესო ისტორია, რომელიც თავს გადაგხდა, დაწერო შენი გეგმებისა და ოცნებების შესახებ, შენი სურვილების შესახებ და წლების შემდეგ, როცა მას თვალს გადაავლებთ, გვერწმუნეთ, რომ ბევრ საინტერესო და შეიძლება სახალისო წინადადებასაც ამოიკითხავთ.

ვნახოთ, რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა:

1. დღიურის წერა ცხოვრების საინტერესო მომენტების დამახსოვრებაში გეხმარებათ - იქ წერთ გამოცდილების შესახებ, რომელსაც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე იღებთ. ის გეხმარებათ, რომ დაიმახსოვროთ ყველა მომენტი. წამი, როცა გიხარიათ, გიყვართ, გეზიზღებათ, დარდობთ და ბედნიერი ხართ.

 

5 მიზეზი - რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა?

2. ნუ გაგიკვირდებათ: დღიურის წერა თქვენს ჯანმრთელობას განაპირობებს - დავუშვათ, ჯანსაღი კვების რეჟიმზე გინდათ გადასვლა, ან ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ. შეგიძლიათ დღიურში ჩაინიშნოთ ის, თუ რას რას მიირთმევდით ადრე და რას მიირთმევთ ახლა, რამდენი ნაბიჯი გადადგით დღის განმავლობაში წონის დასაკლებად, რა ვარჯიშები გააკეთეთ, რამდენი კგ ხართ. ეს დამატებით მოტივაციას შეგიქმნით.

5 მიზეზი - რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა?

ამავდროულად, დღიურის წერა სტრესისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. როცა თქვენი ემოციების შესახებ წერთ, ეს გათავისუფლებთ დაძაბულობისგან.

3. დღიურის წერა პრობლემების გადაჭრაში გეხმარებათ - ზოგჯერ ხდება ისე, რომ დაძაბული ცხოვრების რეჟიმის გამო მარტივი პრობლემის გადაჭრაც გვიჭირს, ვერ ვხედავთ გამოსავალს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა დღიურში დაწერთ თქვენი პრობლემის შესახებ, უფრო მკაფიოდ და ნათლად დაინახავთ რეალურ სურათს და გამოსავალსაც მარტივად იპოვნით.

5 მიზეზი - რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა?

4. დღიური ისეთი მეხსიერების ბარათია, რომელიც არ წაიშლება, თუ თავად არ გაანადგურებთ - რა თქმა უნდა, გვიყვარს ახალი ტექნოლოგიები და „სმარტფონის“ გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება. გიფიქრიათ, რა მოხდება, თუ ერთ დღესაც თქვენი სმარტფონი „მოკვდება?“ ამიტომ თავი უნდა დაიზღვიოთ და შეგიძლიათ ჩაინიშნოთ დღიურში მნიშვნელოვანი ადამიანების ტელეფონის ნომრები, მისამართები, გასაკეთებელი საქმეების ნუსხა და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

5 მიზეზი - რატომ არის სასარგებლო დღიურის წერა?

5. დღიური მემკვიდრეობაა - დღიურის საშუალებით თქვენს ცხოვრებას აღწერთ. ეს ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობაა, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს გადასცემთ.



<a href="https://books.allwomenstalk.com/">https://books.allwomenstalk.com/</a>