სტილი

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

ვიქტორია ბეკჰემი

ვიქტორიას ფოტოს ნახვა, სადაც მას ბრტყელძირიანი ან სპორტული ფეხსაცმლი აცვია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ის „შპილკების“ თაყვანისმცემელია. და რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უკეთესი. მაგრამ მისი ფანატიზმი ძალიან ცუდად დასრულდა და საბოლოოდ ტერფმა დეფორმაცია განიცადა და დიდი თითის ძვლები გამოეწია. მიუხედავად ამისა, ბეკჰემი ჯერ კიდევ ატარებს ქუსლებს, მაგრამ ახლა უკვე მოხერხებული კალაპოტით.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

ჯენიფერ გარნერი

მუდმივად მოუხერხებელი ფეხსაცმლით სიარულის გამო, ნეკა თითები ჯენიფერს საშინელ დღეში აქვს. თითები არ სწორდება მაშინაც კი, როდესაც თავისუფალ ფეხსაცმელს ატარებს. ამის გამოსწორება ვარსკვლავს მხოლოდ მხოლოდ ქირურგიული გზით შეუძლია, რისგანაც უცნაურია, მაგრამ თავს იკავებს.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

ნაომი კემპბელი

მოდელების ცხოვრება ყოველთვის ზღაპარი როდია. ეს მძიმე შრომაც არის, მათ ხომ ყოველდღიურად უწევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. თანაც ფეხსაცმელი ყოველთვის არ არის მოხერხებული. ხანდახან პირდაპირ პოდიუმზე ფეხიდანაც კი უვარდებათ. სწორედ სამსახურის წყალობით ტოპ-მოდელს ტერფები გაუფუჭდა - ფეხზე დიდი თითები შიგნით შეეწია, ძვალი კი ძლიერად გამოიწია, რასაც ყველა ფეხსაცმელით ვერ მალავს.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

მიშელ იეო

სატირალი სიტუაცია აქვს ფეხებთან დაკავშირებით მიშელ იეოსაც, რომლის ფეხის დიდმა თითებმა უცნაური დეფორმაცია განიცადეს. ასეთი სიმპტომები ხშირად აქვთ გოგონებს, რომლებიც დაკავებულები არიან პროფესიონალური ცეკვით, მიშელის ცხოვრებაში კი ცეკვას წამყვანი ადგილი ეკავა. გარდა იმისა, რომ ის მსახიობია, იეო ასევე მოცეკვავეც გახლავთ.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

ტილდა სუინტონი

ზედმეტად მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება ტილდას ფეხებზეც აისახა, რომელსაც გვერდითი ძვლები არაბუნებრივად გაეზარდა. მართალია, ეს დახურულ ფეხსაცმელში ძალიან არ ჩანს, მაგრამ ღია საზაფხულო ფეხსაცმელში ეს აშკარაა.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

კლაუდია შიფერი

90-იანების ლგენდებიდან არ გაუმართლა კიდევ ერთ ტოპ-მოდელს. კლაუდიას ფეხის ერთ-ერთ დიდ თითზე ფრჩხილი არ აქვს. ეს ერთჯერადი ტრამვის შედეგი არ გახლავთ, ასეთ მძიმე მდგომარეობაში შიფერი პოდიუმზე ზედმეტად ვიწრო და მჭიდრო ფეხსაცმელის ტარების გამო აღმოჩნდა.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ

გვინეტ პელტროუ

გვინეტს ორივე ფეხის დიდი თითი დაებრიცა და გვერდით კოჭები გაეზარდა. მოდა და სილამაზე შეიძლება მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მსახიობი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ბეკჰემი, კემპბელი, შიფერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც მაღალი ქუსლების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>