LIFE

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

ამბობენ, რომ თუ გინდათ ცხოვრებისგან მიიღოთ ის, რაც გსურთ, უნდა მოიშოროთ ყველაფერი, რაც არ გინდათ და არ გაბედნიერებთ. ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარად მომავალი ბედნიერებისთვის ადგილის გათავისუფლებაა.

თუ გსურთ, რომ 2019 იყოს ის პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, აქედანვე უნდა დაიწყოთ ზრუნვა. ვნახოთ 30 დღიანი გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი ცუდი და არასასურველი წარსულში დატოვოთ და ბედნიერებას 2019 წელს კარი გაუღოთ.

დღე პირველი: პირველ რიგში სოციალური, ქსელებიდან წაშალეთ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ თქვენზე. ის „ფრენდები“. რომელთა პოსტები და კომენტარებიც გაღიზიანებთ, რომლებსაც შეუძლიათ ერთი კომენტარით ცუდ განწყობაზე დაგაყენოთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეორე: იპოვეთ სახლში 100 ნივთი, რომელსაც არაფერში იყენებთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებენ და ნაგავში გადაყარეთ. შესაძლოა, ასეთი 100-ზე გაცილებით მეტი იყოს.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მესამე: შეაგროვეთ ის ნივთები, რომლებიც თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ერთი ყუთი ნივთები შეგიძლიათ გქონდეთ, რას მოათავსებდით მასში? ეს უნდა იყოს თქვენი ყველაზე საყვარელი ნივთები, საყვარელი სამოსი, აქსესუარები, ნივთები, რომლებთანაც რაღაც მოგონებები და ემოციები გაკავშირებთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეოთხე: დაიწყეთ ფულის დაზოგვა. შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი მცირე შენატანით მაინც. კარგი იქნება, თუ ვალების გასტუმრებას შეძლებთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეხუთე: დაწერეთ მკაფიოდ თქვენი მიზნების შესახებ. დაწერეთ იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაც 2019 წელს გსურთ და ფურცელი ისეთ ადგილას მოათავსეთ, ყოველ დღე რომ შეგეძლოთ მისი დანახვა.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეექვსე: დადექით სარკის წინ და უთხარით საკუთარ თავს კომპლიმენტები. ეცადეთ საკუთარი თავის რაღაც ნაწილი, რაღაც თვისება, მახასიათებელი მაინც მოიწონოთ. თუ ასე მოიქცევით, ნახავთ, რომ მალე საკუთარი თავისადმი ასეთი კრიტიკულები აღარ იქნებით.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეშვიდე: დაალაგეთ და გაწმინდეთ თქვენი ონლაინ სივრცე. გადახედეთ ფოტოებს, დაარქივეთ ის ფოტოები, რომლებიც აღარ გინდათ რომ საჯარო იყოს, წაშალეთ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სტრესში გაგდებენ. გადახედეთ ძველ პოსტებს და წაშალეთ ისინი, რომლებიც აღარ გსურთ, რომ ჩანდეს.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მერვე: ჩაწერეთ უბის წიგნაკში ის, თუ რის გამო ხართ მადლიერი. რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც მადლიერების განცდა გაქვთ. დაწერეთ ისიც, თუ რა გაღელვებთ და რატომ შფოთავთ, დაწერეთ იმ პრობლემბზე, რომლებიც ბედნიერებას გართმევენ. დაწერეთ ისიც, თუ რა მიგაჩნიათ გამოსავლად.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეცხრე: წაშალეთ ტელეფონიდან ძველი ნომრები. არიან ადამიანები, რომელთა ნომრებიც არაფერში გჭირდებათ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეათე: გადაყარეთ გამოუსადეგარი ფურცლები, ძველი გადახდების ამსახველი ქვითრები. წესრიგში მოიყვანეთ თქვენი საოფისე ნივთები.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეთერთმეტე: შექმენით სახლის საქმეების ორგანიზებისთვის ახალი სისტემა. მაგალითად, თუ გამუდმებით გასაღები გეკარგებათ, იპოვნეთ მისთვის ადგილი და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას დადეთ, თუ თქვენი სამუშაო მაგიდა მუდამ არეულია, დადგით რაიმე ყუთი, რომელშიც ფურცლებს და სხვადასხვა ნივთებს მოათავსებთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეთორმეტე: მიხედეთ მეილებს. ყოველდღიურად მეილზე უამრავი სარეკლამო შეტყობინება მოგვდის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია unsubscribe და მსგავსი მეილებისგან გათავისუფლდეთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეცამეტე: წაშალეთ ძველი მეილები, რომლებიც აღარაფერში გჭირდებათ. გაათავისუფლეთ ინბოქსი.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეთოთხმეტე: გადახედეთ თქვენს ხარჯებს. მაგალითად, თუ მხოლოდ სამ ტელეარხს უყურებთ, რატომ იხდით ფულს 250 არხისთვის?

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეთხუთმეტე: გამორთეთ ნოტიფიკაციები, ანუ შეტყობინებები (იმ შემთხვევაში, თუ ამით წუხდებით). შესაძლოა, წლების წინ რაღაც გვერდი გამოიწერეთ, ახლა არ გაინტერესებთ, მაგრამ ყველა პოსტის შესახებ მოგდით შეტყობინება, შეტყობინებები მოგდით სხვადასხვა ჯგუფების პოსტების შესახებაც, შეგიძლიათ გამორთოთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეთექვსმეტე: დღის განმავლობაში გაუთიშეთ ხმა ჯგუფურ ჩათს. მუშაობის დროს ეს კიდევ უფრო დიდ სტრესში გაგდებთ და კონცენტრაციას გაკარგვინებთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეჩვიდმეტე: თუ ფულის დაზოგვას ვერ ახერხებთ, თქვენს ბანკს შეგიძლიათ მისცეთ დავალება და ავტომატური რეჟიმით დაზოგოთ თანხა.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეთვრამეტე: მოხატეთ, გააფერადეთ კედელი. თუ ვერ ახერხებთ ახალი პალტოს, სამოსის ყიდვას, შეგიძლიათ, საძინებელში, რომელიმე კუთხე გააფერადოთ. ეს ნამდვილად გაგაბედნიერებთ და სასიამოვნო განწყობას მოგიტანთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეცხრამეტე: შეიძინეთ ახალი თეთრეული. თქვენი საწოლი უნდა იყოს სუფთა ადგილი, სადაც შეძლებთ მშვიდად ძილსა და განტვირთვას.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე მეოცე: მოიშორეთ ის ქიმიური ნივთიერებები, კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ხედავთ, რომ ცუდად მოქმედებს თქვენზე.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეერთე: თუ მოგზაურობა გსურთ, სწორედ ამისთვის ცალკე დაიწყეთ ფულის გადადება და ყურადღებით იყავით, ახალი წლის დღეებში, შესაძლოა, ძალიან იაფად იპოვნოთ ზაფხულში სამოგზაურო ბილეთი.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეორე: დაალაგეთ გენერალურად თქვენი ოთახი. ისე, რომ სისუფთავისგან ყველაფერი ბრწყინავდეს.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამესამე: განსაზღვრეთ, რა არის თქვენი მთავარი ღირებულება, რომელსაც არასოდეს უღალატებთ. სამომავლოდ კი, ინვესტიცია ჩადეთ მხოლოდ იმ საქმეში, რომელიც თქვენ ინტერესებს და ღირებულებებს შეესაბამება.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეოთხე: სუვენირები, ნივთები, რომლებიც არც მოგწონთ და არც არაფერში გჭირდებათ, შეგიძლიათ მოიშოროთ. დაიტოვეთ მხოლოდ ის სუვენირები, რომლებიც მართლა გიყვართ და რაღაც სასიამოვნოს გახსენებთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეხუთე: წაშალეთ ძველი მესიჯები, გაათავისფლეთ ტელეფონში სივრცე.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეექვსე: დაალაგეთ მუსიკალური „ფლეილისთი“. დარწმუნებულები ვართ, რომ იქ ბევრი სიმღერა იქნება ისეთი, რომლებსაც აღარ უსმენთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეშვიდე: თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად იქნება ერთი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ემადლიერებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის. გააკეთეთ რაიმე ისეთი, რითაც მას ნამდვილად გაახარებთ. ეს თქვენც ბედნიერებას მოგანიჭებთ.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამერვე: შეწყვიტეთ იმ საქმის გაკეთება, რომლითაც მხოლოდ იმიტომ ხართ დაკავებული, რომ სხვებს სურთ ასე.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეცხრე: შეწყვიტეთ თქვენს ნაკლოვანებებზე დარდი. მხოლოდ დადებითზე, პოზიტივზე კონცენტრირდით და იცოდეთ, რომ ის, რაც თქვენ ნაკლი გგონია, შესაძლოა, თქვენი მთავარი იარაღი, ძალა და წარმატების წინაპირობა იყოს.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

დღე ოცდამეათე: თქვენ უკვე მზად ხართ ახალი წლის შესახვედრად. მოაწყვეთ თავბრუდამხვევი სადღესასწაულო წვეულება მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

30 დღიანი გეგმა იმისთვის, რომ ცუდი უკან დატოვოთ და 2019 წელს მოტივირებულები და ბედნიერები შეხვდეთ

<a href="https://thoughtcatalog.com">https://thoughtcatalog.com</a>